4 მარტამდე საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

2-3 მარტს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. 4 მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. „თბილისში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 2-3 მარტს თბილი […]

არჩილ თალაკვაძე არ აკონკრეტებს, მიიღო თუ არა ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობის დაკავების შეთავაზება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე კანდიდატურის შესახებ გადაწყვეტილება კონსულტაციების შედეგად მიიღება. კითხვაზე, მიიღო თუ არა მან ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე შემოთავაზება, თალაკვაძემ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. „ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა, მისი დისკრეცია, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება და დარწმუნებული ვარ, რომ მისი გადაწყვეტილება მოემსახურება ჯანდაცვისა და სოციალურ სექტორში კიდევ […]

იაგო ხვიჩია – პატიმრები გამოუშვან და „ქართულ ოცნებას“ ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს ხმები – ამნისტიის პროექტი ახლა იმიტომ დავაინიცირეთ, რომ საარჩევნო წელს არის შანსი, მთავრობამ ხალხი არ გადააგდოს

იმაზე ღელავენ, „ქოცებმა“ პატიმრების გამოშვებით ხმები არ იშოვონ და მე არ ვღელავ, ოღონდ პატიმრები გამოუშვან. ყველაზე ცხადი უსამართლობა მორჩეს – ოთხ კედელში გამოკეტილი ადამიანი, რომელიც ამას არ იმსახურებს, [გამოუშვან] და ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს ეს ხმები, – ასე გამოეხმაურა „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ საყოველთაო ამნისტიასთან დაკავშირებით „გირჩისა“ და საპარლამენტო ოპოზიციის რამდენიმე […]

ირაკლი ქადაგიშვილი – ალბათ, ესმის პრეზიდენტს, რომ სააკაშვილის შეწყალება, სულ მცირე, დიდი არეულობის პროვოცირებას და დიდ დაპირისპირებას ნიშნავს – მინდა ვისურვო, რომ ერთ საკითხში მაინც დარჩეს ის ბოლომდე ერთგული თავისი ნათქვამი სიტყვის

ალბათ, ესმის პრეზიდენტსაც, რომ სააკაშვილის შეწყალება, სულ მცირე, დიდი არეულობის პროვოცირებას და დიდ დაპირისპირებას ნიშნავს, -ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეთანხმება პრეზიდენტს, რომ ეს არის ძალიან დიდი მორალური პასუხისმგებლობა და იმედს გამოთქვამს, რომ ის დარჩება მისი სიტყვების ერთგული – „არა და არასდროს“. „ეს პასუხისმგებლობა იმაზე გადის, რომ […]

ლევან დავითაშვილი – საქართველოს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპის გაზით მომარაგების და ენერგოუსაფრთხოების კუთხით

საქართველო სამხრეთის გაზის დერეფნის უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენს. პროექტი 10 წლის წინ დაიწყო და დღეს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპის გაზით მომარაგების კუთხით, ასევე ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის, რაშიც საქართველოს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ლევან დავითაშვილმა დღეს ბაქოში მიმდინარე […]

ჯაბა სამუშიამ სტამბოლისა და ბოსფორის უნივერსიტეტებში სამუშაო შეხვედრები გამართა

თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია და სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი თურქეთის ორი წამყვანი უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, ბოსფორის უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ მეჰმეთ ნაჯი ინჯისთან შეხვედრაზე თსუ რექტორმა ისაუბრა ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებზე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობასა და ერასმუს პლუსის ფარგლებში ერთობლივი განაცხადების გაკეთების […]

იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან „აქამდეც მოსახსნელი იყო“

თუ მოხსნა უნდოდა, მოსახსნელი იყო იმის გამო, რომ ტრანსპლანტაციის კანონი აკრძალა. ადამიანებს ერთმანეთის გადარჩენა აუკრძალა, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. მისივე თქმით, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ზურაბ აზარაშვილს მანამდე უნდა დაეტოვებინა თანამდებობა, იყო ხელოვნური განაყოფიერების კანონთან ბრძოლა, […]

„საქსტატი“ 2023 წელს, საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში შემოსული გემების რაოდენობას აქვეყნებს

2023 წელს საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში 1 6191 გემი შემოვიდა, რომელთა 34.5 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდია, 29.3 პროცენტი – თხევადი ტვირთმზიდი, 27.2 პროცენტი – კონტეინერმზიდია, ხოლო დანარჩენი 9.0 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე, სამგზავრო და სპეციალიზებულ გემებზე ნაწილდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. „საქსტატის“ ცნობთ, 2023 წელს წინა წელთან შედარებით, საქართველოს […]

არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას – კობახიძე ლგბტ გამოხატვის შემზღუდველ პროექტზე

მთავრობა მზადაა ჩაერთოს იმ კანონპროექტის მომზადებაში, რომლის მიზანიც, მმართველი პარტიის განმარტებით, “საზოგადოების დაცვაა”. ლგბტ გამოხატვის შემზღუდველ პროექტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას ილაპარაკა. მისი თქმით, მთავარია, შემუშავებული დოკუმენტი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგებოდეს. “მე მესმის საპარლამენტო უმრავლესობის შეშფოთების, არის მძიმე ტენდენციები სხვადასხვა სახელმწიფოში, რაც პირდაპირ სტატისტიკაზეც აისახება. ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობას სურს საზოგადოების დაცვა […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2-3 მარტს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. 4 მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. თბილისში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, […]