გერმანულიდან ითარგმნა ნინო ხარატიშვილის „კატა და გენერალი“

მწერალთა სახლის ხელშეწყობით, გერმანულიდან ითარგმნა ნინო ხარატიშვილის „კატა და გენერალი“. მთარგმნელი: ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი. „კატა და გენერალი” – ესაა დაძაბული, ღრმა ფსიქოლოგიური რომანი დანაშაულსა და სასჯელზე, სახელმწიფოებისა და ადამიანების გონებაში მიმდინარე ბრძოლაზე, მშვიდობისა და გადარჩენისკენ სწრაფვაზე.

სადაც ლეოა, ისიც იქაა – ვინ არის მესის მცველი, რომელიც არგენტინელს სულ თან დაჰყვება და რამდენს გამოიმუშავებს ის [VIDEO]

მაიამის “ინტერში” გადასვლის შემდეგ ლიონელ მესის დაცვის ახალი წევრი ჰყავს. ის ყოფილი ამერიკელი სამხედრო და MMA ბრძოლების რეგულარული მონაწილე იასინ სეხუდოა. არგენტინელს თავისი დაცვის წევრი ყველგან თან დაყვება და მატჩის დროს მოედანზეც შევა, ეს თუ საჭირო გახდება. ის შეხვედრის მიმდინარეობისასაც კი გამუდმებით მოძრაობს და მოედნის კიდესთან დარბის და ლეოს გადაადგილებას აკვირდება. სეხუდო თვეში 250 000 […]

Wizz Air მსოფლიოს 26 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, მარშრუტებს ამცირებს

Wizz Air მსოფლიოს 26 ქვეყანაში მარშრუტების ქსელს ამცირებს, მათ შორისაა საქართველო. მიმდინარე წლის პირველი კვარტალის ბოლოდან შეზღუდვა შეეხება გდანსკი – ქუთაისის და რომი – ქუთაისის რეისებს. Wizz Air-ის მარშრუტების ქსელის შემცირებაზე Lowcostavia წერს. გამოცემა წერს, რომ ქუთაისი – რომის რეისზე, რომის აეროპორტს ჩიმპინოს აეროპორტი ჩაანაცვლებს. კომპანია მარშრუტების გაუქმებას Airbus-ის თვითმფრინავებში დაყენებული Pratt & Whitney-ის ძრავების […]

სააკაშვილი: ბოლო რამდენიმე არჩევნებზე იყო მცდელობა შექმნილიყო ენმ-ს კლონები, წარუმატებლად

მე ჩამოვედი საქართველოში, გავრისკე სიცოცხლე, ჯანმრთელობა და თავისუფლება, იმიტომ რომ გამეთავისუფლებინა საქართველო კლანებისაგან, სიღარიბისგან მასობრივი ემიგრაციის და უპერსპექტივობისგან. მე ყველაფერი მქონდა, კომფორტული, დაცული ცხოვრება, თანამდებობა, პატივისცემა, მაგრამ ვერასდროს ვაპატიებდი ჩემს თავს შორიდან წყნარად მეყურებინა ჩემი ქვეყნის განადგურებისათვის. 2024 წელს ქართველი ხალხი აკეთებს არჩევანს, არის სრულფასოვანი, ერთიანი ერი, რომელიც საკუთარ მიწაზე ცხოვრობს ღირსეულად, შრომობს ღირსეულად და […]

მოშიშვლებული მკერდი საბავშვო კულინარიული წიგნით – ჰუმელსის ყოფილი მეუღლე მკაცრად გააკრიტიკეს

“დორტმუნდის” მცველის მატს ჰუმელსის ყოფილი მეუღლე ქეთი ფიშერი სერიოზული კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. გოგონამ საბავშვო კულინარიული წიგნი გამოსცა, რომლის პოპულარიზაციასაც თავის Instagram-ზე შეეცადა, სადაც 689 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. ფიშერის მოშიშვლებულ მკერდს მხოლოდ წიგნი უფარავდა, რის გამოც მან ძალიან ბევრი უარყოფითი კომენტარი მიიღო და მალევე პოსტი წაშალა და წიგნი სხვა ფოტოთი დაარეკლამა, სადაც უკვე ჩაცმული იყო. […]

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10 პირი დააკავეს. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე დაკავებული არიან: 1987 წელს დაბადებული ბ.შ., 1993 წელს დაბადებული ი.შ., 1977 წელს დაბადებული ე.ი., 2005 წელს დაბადებული გ.ლ., 2006 წელს დაბადებული […]

ბიზნესისთვის პერსონალური მონაცემების ოფიცრის პოზიციის შექმნა გამოწვევაა – დავით კესარელი

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის დავით კესარელის ამბობს, პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ამოქმედებამ, ფაქტობრივად, ახალი პროფესია გააჩინა. მისი თქმით, პერსონალური მონაცემების ოფიცერი გახდება საჭირო და მოთხოვნადი, რაც ქართულ ბაზარზე დეფიციტურია. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის ამ სახით მიღება არის ერთ-ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროინტეგრაციის გზაზე. ამ საკანონმდებლო ცვლილებებს, მიუხედავად მისი დიდი მნიშვნელობისა, ვერ […]

ანა დოლიძე – ჯანდაცვის სამინისტრო არის ხელისუფლების ფიასკო – დაე, დაჭამონ ერთმანეთი იმიტომ, რომ ამ დაპირისპირებებს ხალხის ინტერესებთან, შეღავათიან ჯანდაცვასთან, შეღავათიან ფასებთან საერთო არაფერი აქვს

დაე, დაჭამონ ერთმანეთი ბოლომდე იმიტომ, რომ ამ დაპირისპირებებს ჩვენი ხალხის ინტერესებთან, შეღავათიან ჯანდაცვასთან, შეღავათიან ფასებთან, ხარისხიან განათლებასთან, უსაფრთხო გზებთან არაფერი საერთო არ აქვს, – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა ზურაბ აზარაშვილის მიერ ჯანდაცვის მინისტრის პოსტის დატოვებას. ანა დოლიძის თქმით, სინამდვილეში, აზარაშვილის მიერ თანამდებობის დატოვება ხელისუფლების წევრებს შორის კინკლაობის ეპიზოდია. […]

მიხეილ სააკაშვილი – არ ვთამაშობ, ვიბრძვი, გავრისკე სიცოცხლე და თავისუფლება იმისათვის, რომ გავათავისუფლო საქართველო კლანებისგან მოვლენილი უპერსპექტივობისა და სიღარიბისგან

მე თამაშებს არ ვთამაშობ, მე ვიბრძვი და გავრისკე სიცოცხლე და თავისუფლება იმისათვის, რომ გავათავისუფლო საქართველო კლანებისგან მოვლენილი უპერსპექტივობისა და სიღარიბისგან,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა. მისი თქმით, ყველასთვის, ვისაც სურს არჩევნებისთვის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად იბრძოლოს, პარტიის კარი ღიაა, მათ შორის, პარტიული ბორდის დონეზე. „მე ჩამოვედი საქართველოში, გავრისკე სიცოცხლე, ჯანმრთელობა და […]

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს იტალიელი ჟურნალისტები ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იტალიის წამყვანი მაუწყებლის Rai -ს, TV Seria A-ს და გამოცემა Il Sole 24 Ore -ის წარმომადგენლებს მასპინძლობს – გავლენიანი იტალიური მედიის ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული მიმართულების, ზამთრის კურორტების, მესტიაში მიმდინარე „ფრირაიდის“ მსოფლიო ტურისა და თბილისის შესახებ რეპორტაჟებს, სიუჟეტებსა და სტატიებს ამზადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, იტალიელი ჟურნალისტები […]