ნინოწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 4 ადამიანი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 4 ადამიანი. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. ბოლო მონაცემებით, რუსების მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი ბავშვია. ამ დროისთვის 8 ადამიანია დაშავებული. შეგახსენებთ, გვიან ღამით, რუსებმა ოდესა დაბომბეს. დრონების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. სამძებრო სამუშაოები ამ […]

გიორგი ბოტკოველი – მიხეილ სააკაშვილი იქნება მთავარი ფაქტორი იმ გამარჯვებაში, რომელსაც ქართველი ხალხი 2024 წელს მოიპოვებს

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაში ჩართულია ასი ათასობით ადამიანი, რომელიც ხმას მიაწვდენს საქართველოს პრეზიდენტს, რომ მიიღოს მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება – პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება მთავარი ფაქტორი იმ გამარჯვებაში, რომელსაც ქართველი ხალხი 2024 წელს მოიპოვებს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა. ბოტკოველი დარწმუნებულია, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გათავისებული აქვს, რას ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება […]

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება თელავსა და გურჯაანში გრძელდება

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება თელავსა და გურჯაანში გრძელდება,- ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. „დღეს უკვე ვიყავით თელავში, ახლა ვართ გურჯაანში. დილიდან ადამიანების ნაკადი არ წყდება, მოდიან, რათა სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ სთხოვონ, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი. ეს ერთგული ადამიანები, […]

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი დაჯაბნა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა

მატჩი ჩვენი გუნდის იერიშით დაიწყო, ლამაზი კომბინაცია ტაბუცაძის ლელოთი დაგვირგვინდა, რთული პოზიციიდან კი მატკავმ გარდასახვა ვერ გამოიყენა. „ბორჯღალოსნებმა“ წყეხი გააძლიერა, მაგრამ რამდენიმე სახიფათო შეტევამ შედეგი ვერ გამოიღო. შემდეგ მატკავამ საჯარიმოდან ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან, ხოლო ცოტა ხანში ტაბუცაძემ დუბლი შეასრულა, მატკავამ გარდასახვა ზუსტად ვერ შეასრულა და პირველი ტაიმი 10:0 დასრულდა. კოკერილის გუნდის დომინაცია მეორე […]

რუსეთმა ევროკავშირში €450 მლნ-ის სანქცირებული საქონელი შეიტანა – Bloomberg

2023 წლის პირველ 9 თვეში რუსეთმა ევროკავშირში 450 მლნ ევროს ღირებულების წარმოებული სანქცირებული საქონელი და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიები შეიტანა ქვეყანაში, ამ თანხის თითქმის მეოთხედი მოდიოდა რუსეთის ფედერაციაში პირდაპირ ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ პროდუქტებზე. დანარჩენი რუსეთმა, ძირითადად, შუამავლების მეშვეობით შემოიტანა. ამის შესახებ Bloomberg ევროკავშირის შიდა შეფასებებში გაცნობილ ევროპელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება. Bloomberg-ის თანამოსაუბრეები აღნიშნავენ, რომ ომის […]

ალასკაში სავარაუდოდ ჩინური “ჯაშუში საჰაერო ბუშტი” ჩამოაგდეს

ალასკაში სავარაუდოდ ჩინური “ჯაშუში საჰაერო ბუშტი” ჩამოაგდეს. საჰაერო ბუშტი ალასკის საჰაერო სივრცეში თავდაპირველად მეთევზეების ჯგუფმა აღმოაჩინა. საბოლოოდ, საჰაერო ბუშტი აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავმა ჩამოაგდო. მეთევზეების ჯგუფმა ინფორმაცია, მათ შორის ფოტოები და ვიდეოები, ჰაერში საეჭვო საჰაერო ბურთის არსებობის შესახებ FBI-ს მიაწოდა. CNN-ის წყაროების ცნობით, საგამოძიებო სამსახურებმა ალასკაში აღმოჩენილი საჰაერო ბუშტი სხვა აქამდე აღმოჩენილი “ჯაშუში საჰაერო ბუშტების” მსგავსად […]

რუსეთში ალმასის მწარმოებელთა შემოსავალი 50%-ით შემცირდა

სანქციების შემოღების შემდეგ, რუსულმა ალმასის მომპოვებელმა სახელმწიფო კომპანია „ალროსამ“ წლის პირველი ნახევრის ფინანსური მაჩვენებლები მკვეთრად გააუარესა – წმინდა მოგება 47%-ით შემცირდა. ამის შესახებ კომპანიამ ანგარიშში განაცხადა. კომპანიის მაჩვენებლები წლის მეორე ნახევრისთვის პიკზე იყო: შემოსავალი შემცირდა 29%-ით (წლის პირველ ნახევართან შედარებით), საოპერაციო მოგება 55%-ით, ხოლო წმინდა მოგება 47%-ით. წლიური თვალსაზრისით, შედეგები უკეთესად გამოიყურება: შემოსავალი გაიზარდა 9%-ით, […]

ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ღაზის სექტორს თვითმფრინავებით მიაწვდის სურსათს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორში სურსათს აშშ-ის თვითმფრინავები ჩაიტანენ. პირველი რეისი უკვე ამ შაბათ-კვირას უნდა განხორციელდეს. „უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და აშშ უფრო მეტს გააკეთებს“, – თქვა ბაიდენმა. ის თვლის, რომ ახლა ღაზაში საკმარისი დახმარება არ შედის. მისი თქმით, აშშ განიხილავს ასევე პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად საზღვაო დერეფნის გაკეთებას. უშიშროების საკითხებში თეთრი […]

“ან ევროპა, ან ლგბტ პროპაგანდა, საკითხი ასე არ უნდა დადგეს” – მამუკა მდინარაძე

არსებობს გამოწვევა ერთნაირ სქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით და ჩვენ ეს კარი ამოვქოლეთ – ან ევროპა, ან ლგბტ პროპაგანდა, საკითხი ასე არ უნდა დადგეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო პროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ახლა კანონზე მსჯელობა იმის გამო დაიწყება, რომ თუ ცდუნება იქნება, ლგბტ პროპაგანდამ […]