ისრაელი კაიროში მოლაპარაკებებზე არ ჩავა, რადგან ჰამასი ცოცხალი ტყვეების სიას არ აწვდის
გამოცემა Times of Israel-მა კვირას გაავრცელა ცნობა, რომ ისრაელმა კაიროში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებს ბოიკოტი მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამ უარი თქვა, მათთვის ცოცხლად დარჩენილი მძევლების სია მიეწოდებინა. Times of Israel-თან ისრაელელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მათ მოთხოვნაზე ჰამასის უარის გამო ისრაელი კაიროში მოლაპარაკებისთვის გუნდს არ გაგზავნის. ხოლო გამოცემა Channel 12-ის ცნობით, ისრაელის […]
მაჰმუდ აბასი ერდოღანს თურქეთში ეწვევა

პალესტინის ავტონომიის ლიდერი მაჰმუდ აბასი 5 მარტს თურქეთში, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეწვევა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაკან ფიდანის განცხადებით, აბასი ერდოღანთან ისრაელ-ჰამასის საკითხსა და მოლაპარაკებებზე ისაუბრებს. ფიდანმა ანტალიაში ყოველწლიური დიპლომატიური ფორუმის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, „არსებობს სერიოზული სურვილი და მცდელობა, რომ ცეცხლის შეწყვეტა რამადანის დაწყებამდე მოხდეს“. „ლიდერები განიხილავენ პალესტინაში განვითარებულ მოვლენებს, ომის მიმდინარე […]
,,საქორწილო კაბებზე მოთხოვნა დაახლოებით, 20%-ით გაიზარდა”- ,,მარიონელა”

2023 წელთან შედარებით მოთხოვნა დაახლოებით, 20%-ით გაიზარდა. ამის შესახებ “მარიონელას” თანადამფუძნებელმა ლელა ტურძელაძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა. მისი ინფორმაციით, ყველაზე დიდი მოთხოვნა ძირითადად ისევ სადა კაბებზეა. “მოთხოვნა თანაბრადაა მაღალფასიან და დაბალფასიან მოდელებზე. საკუთარი დიზაინით შესრულებულ კაბებზე მოთხოვნა შემცირდა, რადგან ჩვენ შევთავაზეთ პატარძლებს ახალი კოლექციები, რომელიც მოდის უახლეს მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ადგილობრივი ბაზრის გარდა, შეკვეთები ძირითადად გვაქვს ამერიკიდან, არაბეთიდან, […]
“ევროპელ ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლის შიში აქვთ” – სასტუმრო “არგე“

კახეთში, თელავის რაიონ სოფელ რუისპირში მდებარე სასტუმრო „არგეს“ გენერალური მენეჯერი, ნინო პაპუნაშვილი BM.GE-სთან გასულ წელს აჯამებს და მიმდინარე წლის მოლოდინებზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, კომპლექსი სოფელ რუისპირში 2018 წლიდან ოპერირებს და სარესტორნო სივრცეს, სასტუმროს, ღვინის მარანსა და საკონფერენციო დარბაზს აერთიანებს. სასტუმრო 32 ნომრისგან შედგება და ჯამში 90-მდე ადამიანის მასპინძლობა შეუძლია. ამასთან, კომპლექსი მომხმარებლებს ღვინის დეგუსტაციას, ჭაჭის […]
გერმანიის თავდაცვის მინისტრი: რუსეთმა „საინფორმაციო ომი“ გააჩაღა

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა 3 მარტს განაცხადა, რომ რუსეთს „საინფორმაციო ომი“ აქვს გაჩაღებული, რომლის მიზანია არის გერმანიის შიგნით უთანხმოების გაღვივება. ეს იყო პისტორიუსის პირველი რეაქცია რუსეთის მედიის მიერ გერმანიის მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრების შეხვედრის ჩანაწერის გამოქვეყნებაზე. გერმანიის ხელისუფლება მომხდარს იძიებს, როგორ მოხვდა რუსეთის ხელში გერმანელი ოფიცრების საუბრის ჩანაწერი. საუბარში, რომელიც ონლაინ გაიმართა 19 თებერვალს […]
მიქაუტაძის გოლი, საგოლე პასი და საუკეთესო შეფასებები – “მეცმა” როგორც იქნა გაიმარჯვა [VIDEO]

ლიგა 1-ის 24-ე ტურში „მეცმა“ გასვლაზე „ნანტს“ 2:0 სძლია. მასპინძლები მცირე უპირატესობას ფლობდნენ, პირველ ტაიმში კი ყველაზე სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს, მაგრამ ლამკელ ზეს დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. ორივე გუნდი ფრთხილობდა და თამაში თვალსასეირო არ გახლდათ. შესვენების შემდეგ „მეცი“ გააქტიურდა: ჟან ჟაკმა და უდოლმა ვერ გაიტანეს, სამაგიეროდ გაიტანა გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც პენალტით ანგარიში გახსნა, ხოლო […]
ენმ-მ სამეგრელოს ორგანიზაციის თავმჯდომარედ ხარჩილავა დაამტკიცა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ხარჩილავას კანდიდატურა დაამტკიცა. მისი მოადგილეები თემურ ჯანაშია და ლევან კონჯარია იქნებიან. “მინდა, სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ხარჩილავას კანდიდატურა წარმოგიდგინოთ. თქვენი მხარდაჭერისა და დამტკიცების შემდეგ, წარმოგიდგინეთ მოადგილეებს, ესენი იქნებიან თემურ ჯანაშია და ლევან კონჯარია. ასევე, მაქვს შესაძლებლობა, წარმოგიდგინოთ რეგიონალური საბჭოს სხვა წევრები. აბსოლუტური უმრავლესობა ესწრება, […]
გივი მიქანაძემ საფრანგეთში საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ საფრანგეთში მოქმედ საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გივი მიქანაძე საკვირაო სკოლების საჭიროებებსა და გამოწვევებს გაეცნო. შეხვედრაზე საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან საკვირაო სკოლების მხარდაჭერის შესაძლებლობები განიხილეს. „შეხვედრაში მონაწილეობდნენ საკვირაო სკოლები: „ლილე“ (ბორდო), „ფესვები“ (რენე), ქართული კულტურის კერა „ლაზი“ (პარიზი) […]
ჰაიტიში მზარდი არეულობის ფონზე დედაქალაქის ციხიდან ასობით პატიმარი გაიქცა

ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსის ეროვნული სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ასობით პატიმარი მას შემდეგ გაიქცა, რაც შაბათს, 2 მარტს, შეიარაღებული ბანდების თავდასხმის შემდეგ ციხეში ბრძოლა დაიწყო. X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ჰაიტის პოლიციის კავშირმა დედაქალაქში მყოფ ყველა ოფიცერს, ვისაც მანქანასა და იარაღზე ჰქონდა წვდომა, მოუწოდა, პოლიციას სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე კონტროლის დამყარებაში დახმარებოდა. პოლიციის თქმით, თუკი ციხეზე თავდასხმა წარმატებული იქნებოდა, დედაქალაქში დამატებით 3 […]
რუსეთში მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალში საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობს

რუსეთში, სოჭისთან ახლოს მდებარე დასახლება სირიუსში, მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობს. ამის შესახებ გამოცემა SOVA წერს. 40 კაცისგან შემდგარ ჯგუფს პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი, დიმიტრი ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს. ღონისძიებაში ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციებიც მონაწილეობენ. ფესტივალი 1-დან 7 მარტამდე გაგრძელდება. როგორც ლორთქიფანიძე თავის Facebook-ზე წერს, ქართულ დელეგაციას სოჭის აეროპორტში ინგუშეთის წარმომადგენლები […]