„საზღვრის ჩაკეტვის გამო აზერბაიჯანელი პაციენტები აღარ გვყავს“ – რა შეიცვალა უჯარმის კურორტზე პანდემიის შემდეგ

უჯარმის ბალნეოლოგიური კურორტი პაციენტებს აქტიურად მასპინძლობს. სამკურნალო სეზონი 1-ელი მაისიდან იწყება და ოქტომბრამდე გრძელდება. ადგილზე შესაძლებელია როგორც ამბულატორიული მომსახურების მიღება, ისე ღამით დარჩენა და დასვენება. თუ რა შეიცვალა ბოლო წლებში კურორტზე, რამდენად დიდია მოთხოვნა პაციენტებისგან და რა სიახლეებია ადგილზე, ამ თემებზე „კომერსანტი“ უჯარმის ბალნეოლოგიური ცენტრის დირექტორს თანრივერდ გასუმოვს ესაუბრა. მისი თქმით, კურორტზე პაციენტების რაოდენობა პანდემიის […]
აჭარაში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

აჭარაში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მახალაკიძეებში, ჩანჩხალოსა და ოლადაურში, მოქალაქეებს ლენტური ტიპის სახერხი საამქროები საკარმიდამო ეზოებსა და სპეციალურ შენობა-ნაგებობებში ჰქონდათ მოწყობილი. სოფელ ოლადაურში, სამართალდამრღვევს, უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიაზე 13 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) ჰქონდა განთავსებული. დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები […]
წლიური ინფლაცია 0.3%-ია

2024 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.04 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.3 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.4 პროცენტით განისაზღვრა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების […]
სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული ორი პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული ორი პირის, ალი ბალაძისა და მამუკა ბერიძის საქმის განხილვა მიმდინარეობს. პროცესი ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით ტარდება. დღევანდელი სხდომა ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება და ის დასკვნით ეტაპზეა. სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში რამდენიმე მოწმე ჰყავს […]
ისრაელი შეცვლის „ევროვიზიისთვის” შერჩეული სიმღერის ტექსტს

ისრაელი თანახმაა შეცვალოს მუსიკალური კონკურსის, „ევროვიზიისთვის” შერჩეული სიმღერის ტექსტი. ევროპის მაუწყებელთა კავშირმა(EBU), რომელიც ამ ყოველწლიურ კონკურსს ატარებს, თებერვალში მიიჩნია, რომ სიმღერა პოლიტიკური შინაარსისაა, რაც ევროვიზიის წესებით აკრძალულია. 3 მარტს, ისრაელის საზოგადოებრვმა მაუწყებელმა KAN-მა გამოაცხადა, რომ სიმღერის October Rain(ოქტომბრის წვიმა) სათაური და ტექსტი შეიცვლება და უახლოეს დღეებში წარმოდგენილი იქნება ახალი ვარიანტი. October Rain-ში იყო ფრაზები: „ჯერ […]
“ეს თუ თერთმეტმეტრიანი არ არის, რისთვის არსებობს VAR-ი?” – იტალიაში “კვარაზე” უხეშობის გამო აღშფოთებულები არიან [VIDEO]

გუშინ, 3 მარტს, “ნაპოლი” “იუვენტუსს” დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა. “პარტენოპეის” ყოფილი მცველის პაოლო ზილიანისა და საფეხბურთო მიმომხილველის მაურიციო პისტოკის თქმით, ერთ-ერთ ეპიზოდში ხვიჩა კვარაცხელიაზე მცველმა თამაშის წესები დაარღვია და “ნაპოლი” თერთმეტმეტრიანს იმსახურებდა. “რისთვის არსებობს VAR-ი? მსაჯს არაერთი მომენტი გამოეპარა, კვარაცხელიას ეპიზოდში პენალტი აუცილებლად უნდა დანიშნულიყო. გრეთვე კამბიასო და ბრემერი არ გააძევა და მაინც მოიგეს“. მაურიციო […]
ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 4 მარტის 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. ეროვნული გამოცდების გარდა, რეგისტრაცია დაიწყო საერთო სამაგისტრო გამოცდის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის. რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმეეტაპიანია. ძირითად ეტაპზე – 4 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელმა უნდა შეავსოს […]
ზელენსკი: სიტუაცია პოლონეთის საზღვარზე დიდი ხანია გასცდა ეკონომიკისა და მორალის ფარგლებს

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკვე რამდენიმე თვეა, რაც პოლონელი ფერმერები უკრაინის საზღვარზე ომში მყოფი მეზობელი ქვეყნიდან მარცვლეულის შეტანის გამო პროტესტს აგრძელებენ, კეტავენ გამშვებ პუნქტებს. მათ რამდენჯერმე სატვირთოებიდან უკრაინული ხორბალიც გადმოყარეს.
სატყეო სექტორის რეფორმის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სატყეო სექტორის რეფორმის საკითხებზე გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგების გათვალისწინებით განსახორციელებელ აქტივობებზე იმსჯელეს და 2024 წლის სამოქმედო გეგმა, სტრატეგიული მიმართულებები და ზოგადად, რეფორმის მიმდინარეობა განიხილეს. აღინიშნა, რომ ტყის მართვის გეგმების მომზადება, ტყის აღდგენის მასშტაბების ზრდა და მოსახლეობის მერქნული რესურსით […]
დონალდ ტრამპი ვაშინგტონის პრაიმერიზში დამარცხებაზე – ეს არის „ჭაობი“, ძალიან ცოტა დელეგატით და არანაირი სარგებლით – ჰეილი „ლუზერია“, მან პრაქტიკულად ყველა შტატში რეკორდულად დაბალი შედეგი აჩვენა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კოლუმბიის ოლქს „ჭაობს” უწოდებს მას შემდეგ, რაც მისმა კონკურენტმა ნიკი ჰეილიმ იქ „რესპუბლიკელების“ პრაიმერიზი მოიგო. „მიზანმიმართულად თავი შორს დავიჭირე ვაშინგტონის კენჭისყრისგან, რადგან ეს არის „ჭაობი“, ძალიან ცოტა დელეგატით და არანაირი სარგებლით. Birdbrain-მა (მეტსახელი, რომლითაც ტრამპი ჰეილის მოიხსენიებს) მთელი თავისი დრო, ფული და ძალისხმევა იქ დახარჯა. შაბათ-კვირას მოვიგეთ მისური, აიდაჰო და […]