მარნეულის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მელინე არაკელიანს შეხვდნენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მელინე არაკელიანს შეხვდნენ. მარნეულის მერიის ინფორმაციით, მერიაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნიდერლანდების მხარდაჭერით მარნეულის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე. ასევე, ხაზი გაესვა საქართველო-ნიდერლანდების თანამშრომლობის მნიშვნელობას. „მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს. შეხვედრა სიმბოლური საჩუქრების გადაცემით დასრულდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ანტიკორუფციული ბიუროს საკითხზე „ოცნებას” “ორი მთავარი საკითხის” უგულებელყოფის გამო აკრიტიკებენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა. კანონპროექტი ეხება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული „ცხრა ნაბიჯის” ფარგლებში ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებულ ცვლილებებს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადეს, რომ დაგეგმილი ცვლილება ორ ძირითად საკითხს არ ითვალისწინებს. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წარმომადგენელმა სანდრო ქევხიშვილმა განაცხადა, ბიუროს უფროსი უნდა დანიშნოს საქართველოს პარლამენტმა და […]

გარდაცვალების საქმის არაეფექტურად გამოძიებისთვის საქართველოს €12 ათასის გადახდა დაეკისრა – სტრასბურგის სასამართლო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ზურა ელიბაშვილის გარდაცვალების საქმეზე საქართველოს ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევა დაუდგინა. სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიების ჩატარება. 2016 წლის 1 აგვისტოს ზურა ელიბაშვილი (დაბადების გვარი ხუციშვილი) დედისა და ძმის დასახვედრად მიდიოდა. რადგან იგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არ მივიდა, ოჯახმა მისი ძებნა დაიწო. მოგვიანებით გაირკვა, […]

ბაქო: გამყოფ ხაზთან აზერბაიჯანის მოქალაქე ნაღმზე აფეთქდა

აზერბაიჯანული მხარის ცნობით, 3 მარტს აზერბაიჯანი-სომხეთის შეიარაღებულ ძალებს შორის გამყოფ ხაზთან, აღდამის რაიონში, ნაღმზე აფეთქდა მწყემსი, რის შედეგადაც დაიზიანა ორივე ფეხი. “სომხეთის მიერ დამონტაჟებული ნაღმები კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება” – ავრცელებს განცხადებას აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრო. 2023 წლის ნოემბერში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 2020 წლის 44- დღიანი ომის შემდეგ 960 კვადრატული კილომეტრი დანაღმულია. […]

შმიგალი: გვინდა სამჯერ შევამციროთ სამინისტროების რაოდენობა

უკრაინაში სამინისტროების რაოდენობა შესაძლოა სამჯერ შემცირდეს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა ილაპარაკა. “გვსურს სამჯერ შევამციროთ სამინისტროებისა და სახელმწიფო მოხელეების რაოდენობა”. – თქვა პრემიერმინისტრმა. გარდა ამისა, პრემიერმინისტრის თქმით 2024 წელს უკვე გათავისუფლებულია 20 000 უკრაინელი სახელმწიფო მოხელე. დღეს უკრაინაში 17 სამინისტრო მოქმედებს.

ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე ბოლო წლებში უდიდესი რეიდი ჩაატარა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა დასავლეთ სანაპიროს დედაქალაქ რამალაში ბოლო წლებში უდიდესი რეიდი ჩაატარეს. პალესტინური წყაროების ცნობით, რამალაში, ამარის ლტოლვილთა ბანაკში ისრაელის რეიდისას 16 წლის თინეიჯერი, მუსტაფა აბუ შალბაკი გარდაიცვალა. რეიდის თვითმხილველების ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა რამალაში ათობით სამხედრო სატრანსპორტო საშუალება შეიყვანეს. პალესტინური საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალების შესვლას ბანაკში კონფლიქტი მოჰყვა, რა დროსაც […]

ფილიპინები მეზობლებს მოუწოდებს, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში პეკინის ამბიციებს წინ აღუდგნენ

ფილიპინების პრეზიდენტმა, ფერდინანდ მარკოს უმცროსმა 4 მარტს, მელბურნში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტის მიმდინარეობისას თქვა, რომ მას არ ჰქონდა სხვა გზა, გარდა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში პეკინის მზარდი ამბიციების ფონზე ქვეყნის ტერიტორიების დაცვისა. “სამწუხაროა, რომ მიუხედავად საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული სიცხადისა, პროვოკაციული, ცალმხრივი და უკანონო ქმედებები კვლავ არღვევს ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენს სუვერენულ უფლებებსა და იურისდიქციას… სხვა არჩევანი […]

„მასალა შემოგვაქვს გერმანიიდან და თურქეთიდან. ადგილობრივი თიხის ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი“ -„CeramicArt“

„CeramicArt“ ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. ამჟამად 6 ადამიანი ჰყავს დასაქმებული და როგორც ადგილობრივ, ისევე საერთაშორისო პროგრამებში იღებს გარკვეული სახის დაფინანსებას. კომპანიის თანადამფუძნებლის, ანა ჯაფარიძის თქმით, „CeramicArt“ აწარმოებს ხელნაკეთ მხატვრულ კერამიკას თანამედროვე ინტერიერისთვის და ექსტერიერისთვის, რომელიც იყიდება როგორც სახელოსნოდან, ასევე ონლაინ. „ვაწარმოებთ ხელნაკეთ მხატვრულ კერამიკას თანამედროვე ინტერიერისთვის და ექსტერიერისთვის: ფუნქციურ ჭურჭელს, სახლის აქსესუარებს და დიდი […]

ვინ შეიძლება შეეცადოს რევოლუციის მოწყობას? რაზე ეჭვობენ „ოცნებაში“? -„ივანიშვილის რუსული მეტსახელი რატომღაც ბევრს ავიწყდება..“

ანი დვალიშვილი „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიცია არა არჩევნებისთვის, არამედ რევოლუციური სცენარისთვის ემზადება და ამიტომაც არის, არც ერთი ოპოზიციური პარტია, რეგიონებში ოფისების გახსნას და წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას რომ არ ჩქარობს. საპარლამენტო არჩევნებამდე რვა თვე დარჩა, რაც პოლიტიკურად ძალზედ მცირე პერიოდია და იმ დროს, როცა „ოცნებამ“ ადმინისტრაციული საკითხები ლამის სრულად მოაგვარა და შტაბებიც აამუშავა, ოპოზიციის […]

„ჩემი დღევანდელი საქმიანობა მაინც დედობა და ოჯახია… ამ 11-12 წლის განმავლობაში არ გავჩერებულვარ, ორი უნივერსიტეტი დავამთავრე“ – სად გაქრა ყველასთვის საყვარელი იუმორისტი, სალიტა ჩუბინიძე და როგორია მისი ცხოვრება ახლა – Marao

„ჩემი დღევანდელი საქმიანობა მაინც დედობა და ოჯახია… ამ 11-12 წლის განმავლობაში არ გავჩერებულვარ, ორი უნივერსიტეტი დავამთავრე“ – სად გაქრა ყველასთვის საყვარელი იუმორისტი, სალიტა ჩუბინიძე და როგორია მისი ცხოვრება ახლა – Marao მშვე­ნი­ე­რი გა­რეგ­ნო­ბის, ნი­ჭი­ე­რი გო­გო­ნა სა­ლი­ტა ჩუ­ბი­ნი­ძე 11 წლის წინ იუ­მო­რის­ტუ­ლი შო­უ­დან გა­იც­ნეს. მრა­ვალ­მხრი­ვი­ად სა­ინ­ტე­რე­სო სა­ლი­ტა პო­პუ­ლა­რუ­ლი მა­ლე­ვე გახ­და. მა­ყუ­რე­ბელ­მა შე­იყ­ვა­რა… ცოტა ხან­ში ოჯა­ხიც შექ­მნა, […]