მარიამ ქვრივიშვილი – ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, რომ 2024 წელი ტურიზმის და ავიაციის ინდუსტრიებში ახალი ისტორიული შედეგების წელი იქნება

ტურიზმის და ავიაციის ინდუსტრიების 2023 წლის შედეგები განსაკუთრებით შთამბეჭდავია. ამასთან, ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, რომ მიმდინარე წელი ახალი წარმატების, ახალი ისტორიული შედეგების, ახალი რეკორდული მონაცემების წელი იქნება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომელმაც ამ ინდუსტრიების გასული წლის შედეგების შემაჯამებელი ანგარიში და მიმდინარე წლის გეგმების პრეზენტაცია წარმოადგინა. ღონისძიებას […]

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას – სად ლგბტ პროპაგანდა და სად ფასები? პასუხი გაგვეცით, საით ხართ საერთოდ, გვიერთდებით თუ არა, რომ უნდა ავკრძალოთ ეს პროპაგანდა

სად ლგბტ პროპაგანდა და სად ფასები? აბსოლუტურად სხვა თემაა, ჩვენი ქვეყნის მომავალს და იმ უბედურებას ეხება, რაც თანამედროვე ძალიან ცუდი და საშიში და ტრენდია, პასუხი გაგვეცით, საით ხართ საერთოდ, გვიერთდებით თუ არა ამაში, რომ უნდა ავკრძალოთ ეს პროპაგანდა, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციის შიდა მესიჯია ფასების […]

დავით კირკიტაძე – ხელისუფლებას არ ადარდებს მოქალაქის პრობლემები, ეს განაპირობებს იმას, რომ უამრავ თანამოქალაქეს სურვილი აქვს დატოვოს ეს ქვეყანა

ხელისუფლებას არ ადარდებს მოქალაქის პრობლემები, ეს განაპირობებს იმას, რომ ჩვენ უამრავ თანამოქალაქეს სურვილი აქვს დატოვოს ეს ქვეყანა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის თემები, რომელსაც ოპოზიცია აჟღერებდა ქვეყანაში გაზრდის ფასებთან დაკავშირებით. „ლევან ხაბეიშვილი საუბრობდა კატასტროფულად გაზრდილ ფასებზე, რომელიც არის პროდუქტებზე ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით ხილზე, ბოსტნეულზე და […]

ნარენდრა მოდი ირაკლი კობახიძეს – ინდოეთს და საქართველოს ტრადიციულად თბილი და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა თქვენი ლიდერობის პერიოდშიც განაგრძობს გაძლიერებას

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას ულოცავს. „გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას. ინდოეთს და საქართველოს ტრადიციულად თბილი და მეგობრული ურთიერთობა აქვთ. ბოლო დროს, ჩვენი ორმხრივი კავშირები სტაბილურად გაძლიერდა და მრავალფეროვანი გახდა თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროებში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა განაგრძობს გაძლიერებას თქვენი ლიდერობის პერიოდში. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას, რათა ჩვენი ურთიერთობები […]

სალომე ზურაბიშვილი – ისლანდიას აქვს უდიდესი პოტენციალი და გამოცდილება ბუნებრივი კრიზისების მართვაში, მნიშვნელოვანია საქართველომ ამ მიმართულებით მასთან თანამშრომლობა გააღრმაოს

ისლანდიას აქვს უდიდესი პოტენციალი და გამოცდილება ბუნებრივი კრიზისების მართვაში, მნიშვნელოვანია საქართველომ ამ მიმართულებით გააღრმაოს მასთან თანამშრომლობა – ჩვენ გასულ წელს განვიცადეთ ორი დიდი ტრაგედია, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისლანდიის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები და მისი მრავალფეროვანი ასპექტები განიხილეს. პრეზიდენტის განცხადებით, შეხვედრის ერთ – ერთი მთავარი საკითხი […]

„ვარსკვლავების მოედანზე“ ოთარ მაღრაძის ვარსკვლავი გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარე „ვარსკვლავების მოედანზე“ ჯაზის მუსიკოსისა და პიანისტის ოთარ მაღრაძის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნა მის იუბილეს დაემთხვა. 4 მარტს, ბატონი ოთარი 70 წლის გახდა. პიანისტი ოთარ მაღრაძე თითქმის ხუთი ათეული წელია, რაც ქართული ჯაზის განვითარებას ემსახურება. მუსიკოსს ჩატარებული აქვს ჯაზური მუსიკის მრავალი კონცერტი, არის ზაარბრიუკენის, ნანტის, ჰანოვერის, ტალინის, მოსკოვის, დონეცკის, ერევნის, რიგის, […]

პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ “საარჩევნო კოდექსში” მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი და კვორუმი. მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პრეზიდენტი სთავაზობს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევისათვის განისაზღვროს სამმეხუთედიანი უმრავლესობა, (როგორც ეს განისაზღვრა სახალხო დამცველის არჩევის შემთხვევაში), ხოლო თუ კანდიდატი ვერ მიიღებს 3/5 -ის უმრავლესობის ხმებს, 1/2 -ის უმრავლესობით […]

ირაკლი კობახიძის დედამ TV პირველს სასამართლო დავა სააპელაციოშიც მოუგო

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია პირველს ირაკლი კობახიძის დედისთვის, თამარ ზაალიშვილისთვის 5 555 ლარის, ხოლო ჟურნალისტსა და პროდიუსერს 5 000 – 5 000 ლარის გადახდა ჰქონდათ დაკისრებული. თამარ ზაალიშვილმა TV პირველს 2022 წლის სექტემბერი სასამართლოში უჩივლა. ტელეკომპანია პირველის ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მედიის გამოხატვის […]

თურქეთში 7 ადამიანი მოსადისთვის ინფორმაციის მიყიდვის ბრალდებით დააკავეს

თურქეთში ისრაელის დაზვერვისთვის ინფორმაციის მიყიდვის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ თურქულმა სახელმწიფო მედია Anadolu-მ გაავრცელა. თურქული მედია აღნიშნულ ინფორმაციას ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურთან აფილირებულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ოპერაცია თურქეთის ეროვნული დაზვერვის სააგენტომ და სტამბულის კონტრტერორისტულმა პოლიციამ ჩაატარეს. თურქეთს ოფიციალურად ამ ოპერაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. დაკავებულებს შორისაა კერძო დეტექტივიც, რომელიც ადრე თურქეთის სახელმწიფო უსაფრთხოების […]

იმდენად პრიმიტიულია კოლექტიური ხაზარაძე-გვარამია-მელია-გახარიას ვითომ საარჩევნო კამპანია, რომ შეფასების უმდაბლეს ქულასაც ვერ იმსახურებენ

იმდენად პრიმიტიულია კოლექტიური ხაზარაძე-გვარამია-მელია-გახარიას ვითომ საარჩევნო კამპანია, რომ შეფასების უმდაბლეს ქულასაც ვერ იმსახურებენ შეუცვლელი მოცემულობაა, რომ ე.წ. მესამე პოლიტიკურ ცენტრზე პრეტენზიების მქონე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იმყოფებიან “ნაცმოძრაობის” ჭაობში. იმდენად პრიმიტიულია კოლექტიური ხაზარაძე-გვარამია-მელია-გახარიას ვითომ საარჩევნო კამპანია, რომ შეფასების უმდაბლეს ქულასაც ვერ იმსახურებენ – წერს ექსპერტი გია აბაშიძე. მისი თქმით, არც ისე შორსაა ის დრო, როცა ისინი დე […]