რა შემთხვევაში არ უნდა ენდონ მომხმარებლები ონლაინ ვაჭრობის გვერდებს – ირაკლი ლექვინაძის განმარტება

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს დირექტორი ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, რა შემთხვევაში არ უნდა ენდონ მომხმარებლები ონლაინ ვაჭრობის გვერდებს. როგორც ლექვინაძემ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რეკომენდაციაა, რომ მომხმარებლები ნაკლებად ენდონ ისეთ ონლაინ გვერდებსა და სოციალურ ქსელებში ისეთი ტიპის შეთავაზებებს, სადაც მფლობელის იდენტიფიცირება არ ხდება. მისი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც მომხმარებლის მხრიდან თანხის გადახდის შემდეგ, ესა თუ […]

ძვლის ტვინის პირველი წარმატებული ტრანსპლანტაცია კავკასიის მედიცინის ცენტრში

ჯანდაცვის ლიდერი ჰოსპიტალი რეგიონში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის მძლავრ სერვისს ნერგავს. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად, კავკასიის მედიცინის ცენტრი პაციენტებს ღეროვანი უჯრედების გადანერგვის სრულ სერვისს სთავაზობს. ჰოსპიტალში პირველი წარმატებული ტრანსპლანტაცია უკვე განხორციელდა. 35 წლის ქალს აუტოგენური (საკუთარი) ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ჩაუტარდა. ტრანსპლანტაციის სერვისის დასანერგად მუშაობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სამედიცინო სერვისების მიმწოდებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია Max Healthcare-თან […]

რეგიონებში დასაქმებულთა რაოდენობა 0.3-დან 9.2%-მდეა – საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში, რეგიონებში დასაქმებულთა რაოდენობა 0.3-დან 9.2%-მდეა, ხოლო ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობით თბილისი ლიდერობს. საქსტატის მონაცემებით, დასაქმებულთა 64.5%-ით თბილისზე მოდის. დანარჩენი რეგიონები კი ასე ნაწილდება: აჭარის ა.რ. – 9.2%; იმერეთი – 6.9%; ქვემო ქართლი – 5.8%; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.5%; კახეთი – 2.9%; შიდა ქართლი – 2.3%; მცხეთა-მთიანეთი – 1.8%; სამცხე-ჯავახეთი – […]

დიდუბეში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში რეგისტრაციისთვის საინფორმაციო ჯიხურები განთავსდა

„დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე 1-ელი აპრილიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, 1-ელი მარტიდან კონკრეტულ მისამართებზე უკვე განთავსებულია საინფორმაციო ჯიხურები. „კიდევ ერთხელ შევახსენებ მოსახლეობას, რომ 1-ელი აპრილიდან დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება. […]

„მინიმალური ხელფასი უფრო ლამაზად ჟღერს ვიდრე ეფექტი, რაც აქვს მის არსებობას ქვეყანაში“ – ლევან ვეფხვაძე

„მინიმალური ხელფასი უფრო ლამაზად ჟღერს ვიდრე ეფექტი, რაც აქვს მის არსებობას ქვეყანაში“ – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ მიმართულებით ბიზნეს ასოციაციის მიდგომა არის ის, რომ შრომის კოდექსის ბოლო სამი წლის პრაქტიკა ერთიანად შეაფასოს, გამოკვეთოს სუსტი და ძლიერი მხარეები და რაც დასაკორექტირებელია დააკორექტიროს. […]

ლიბერთი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს სტრატეგიულ პარტნიორობას აგრძელებს

ლიბერთის მხარდაჭერით და განათლების კოალიციის ორგანიზებით, ბათუმში „ედკემპ საქართველო 2024“ კონფერენციაზე, 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გახსნითი ღონისძიება გაიმართა და ნომინირების და აპლიკაციის წარდგენის დეტალები გამოცხადდა. კონკურსი წელს მერვედ ტარდება და მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას. აღნიშნულ შეხვედრაზე გაჟღედა ახალი ინიციატივა, ლიბერთის თანადგომით დაწესდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს […]

რუსეთის რეგიონებიდან დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან, მათ შორის საწვავის საცავზე

რუსეთის კურსკის, ვორონეჟის და ბელგოროდის ოლქების გუბერნატორები უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ იუწყებიან. კურსკის გუბერნატორ რომან სტაროვოიტის მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, „უკრაინული უპილოტოს“ იერიშის შედეგად ჟელეზნოგორსკის რაიონში ხანძარი გაუჩნდა საწვავის რეზერვუარს. სტაროვოიტი, რომელიც კონკრეტულ ობიექტს არ ასახელებს, აცხადებს, რომ არავინ დაშავებულა. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ ცნობით, დრონით დარტყმის შედეგად ხანძარი გაუჩნდა მიხაილოვსკის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის […]

მარნეულში ერთმანეთს მიკროავტობუსი და მანქანა შეეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

დაიბრუნეთ თანხის 30% SOLO Visa ბარათით გადახდისას – შეთავაზება 50–ზე მეტ მაღაზიაში (რ)

SOLO მომხმარებლებს 7 და 8 მარტს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ქეშბექით 50-ზე მეტ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიაში. SOLO Visa ბარათით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლებს ანგარიშზე გადახდილი თანხის 30% (ჯამურად მაქს. 250 ლარი) დაუბრუნდებათ. აქცია მოქმედებს ისეთ მაღაზიებსა და ბრენდებზე, როგორებიცაა: Dressup: Levi’s, Lacoste, Gant, Guess, Tommy Hilfiger, Calvin Klein, Atrio, Tommy Jeans, Lee & Wrangler, Jack & […]

ანსამბლის “აფხაზეთი” კონცერტმა პოლონელი მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა

პოლონეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის “აფხაზეთი” კონცერტმა, პოლონელი მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. ღონისძიება ვარშავის ეროვნულ ოპერის თეატრში გაიმართა, სადაც ანსამბლ “აფხაზეთის” დასი ორ განყოფილებიანი პროგრამით წარდგა. წარმატებული კონცერტის დასრულების შემდეგ, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბაჩანა ჭანტურიამ დასის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ტურნე პოლონეთის სხვადასხვა ქალაქებში გრძელდება.