საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (AFD) და ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით, ქალაქ ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებია დაგეგმილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ხაშურში წყლისა და წყალარინების თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას აშენებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ალექსანდრე თევდორაძე, AFD-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული სააგენტოს ხელმძღვანელი ფანი დელპი და ევროკავშირის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ. წყალმომარაგების კომპანიაში […]
“საქართველოს სარეალიზაციო ბაზრის გაზრდა და EU-ში ინტეგრაციაზე მუშაობა სჭირდება” – ჯონ ბრაეკეველდტი

“ევროპული ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, მის გარეშე ვერც ერთი კომპანია ვერ იმუშავებს”, – ასე აფასებს ქართული კომპანიებისთვის ევროპულ ბაზარზე წვდომის მნიშვნელობას ევროპული ბიზნეს ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ჯონ ბრაეკეველდტმა მედიასთან საუბრისას. მისი თქმით, საქართველოსთვის სარეალიზაციო ბაზრის ზრდა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამ პროცესში კერძო სექტორს ხელს ბიზნეს ასოციაციები უწყობენ. “ჩვენ გვჭირდება ევროპული ბაზარი იმიტომ, რომ ის საქართველოსთან […]
SOLO-ს და Visa-ს მხარდაჭერით, SITUATIONIST-მა პარიზის მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა (რ)

SOLO ქართველი არტისტების მხარდაჭერას განაგრძობს. ქართველი ხელოვანების საერთაშორისო ასპარეზზე მასშტაბირების ხელშეწყობისთვის კი ბრენდი არაერთ ინიციატივას ახორციელებს. ამ მიზნით, SOLO-სა და Visa-ს მხარდაჭერით, SITUATIONIST-მა პარიზის მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა. პარიზის მოდის კვირეული ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მაღალი მოდის ღონისძიებაა მსოფლიოში, რომელიც ფართო საზოგადოებას მოდის დიზაინერებისა და წამყვანი ბრენდების უახლეს კოლექციებს აცნობს. ღონისძიება ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და […]
პესკოვი: რუსული დემოკრატია საუკეთესოა და ჩვენ მის შენებას გავაგრძელებთ

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსული დემოკრატია საუკეთესოა და ხელისუფლება მის შენებას გააგრძელებს. ამის შესახებ პუტინის სპიკერმა მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე გამოსვლისას ისაუბრა. “აღარ მოვითმენთ კრიტიკას ჩვენი დემოკრატიის მისამართით და მტკიცებას, რომ ის არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ჩვენი დემოკრატია საუკეთესოა და ჩვენ მის შენებას გავაგრძელებთ”. – თქვა პესკოვმა. ამავდროულად, კრემლის სპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთი […]
“დაწერეთ ბიულეტენზე ნავალნი” – ნავალნაია რუსებს საარჩევნო უბნებზე პროტესტისკენ მოუწოდებს

დაღუპული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ცოლი იულია ნავალნაია მოსახლეობას მოუწოდებს, რუსეთში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე სხვადასხვა ფორმით პროტესტი გამოხატონ. ამის შესახებ მან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. ნავალნაია მოუწოდებს მოსახლეობას, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ დღესა და ერთ დროს – 17 მარტს, შუადღის საათებში მივიდნენ და ხმა მისცენ ნებისმიერ კანდიდატს, გარდა პუტინისა, ან გააფუჭონ ბიულეტენი. “წინ […]
გია ვოლსკი პრეზიდენტის ვეტოზე – არ ვიცი პირადია, პოლიტიკურია, დავალებაა თუ რაღაც ტრენდია, მაგრამ ყველა შემთხვევაში მავნებლური გადაწყვეტილებაა

არ ვიცი პირადია, პოლიტიკურია, დავალებაა თუ რაღაც ტრენდია, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს არის მავნებლური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც საქართველოს პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებულ ვეტოს გამოეხმაურა. მისივე განცხადებით, „ვეტოს არანაირი გამართლება არ აქვს“. „არ ვიცი პირადი [ინტერესია] თუ რა არის, მაგრამ ფაქტია, […]
ნიკი ჰეილიმ აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიის დასრულება გადაწყვიტა

ნიკი ჰეილიმ აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიის დასრულება გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს. NBC News-ის ცნობით, სამხრეთ კაროლინის ყოფილმა გუბერნატორმა, ნიკი ჰეილიმ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „სუპერ სამშაბათს“ ვერმონტის გარდა, ყველა შტატში დამარცხდა. ნიკი ჰეილი ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს. ჰეილის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ […]
SOLO-სა და Visa-ს მხარდაჭერით, SITUATIONIST-მა პარიზის მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა

SOLO ქართველი არტისტების მხარდაჭერას განაგრძობს. ქართველი ხელოვანების საერთაშორისო ასპარეზზე მასშტაბირების ხელშეწყობისთვის კი ბრენდი არაერთ ინიციატივას ახორციელებს. ამ მიზნით, SOLO-სა და Visa-ს მხარდაჭერით, SITUATIONIST-მა პარიზის მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას SOLO ავრცელებს. „პარიზის მოდის კვირეული ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მაღალი მოდის ღონისძიებაა მსოფლიოში, რომელიც ფართო საზოგადოებას მოდის დიზაინერებისა და წამყვანი ბრენდების უახლეს კოლექციებს აცნობს. ღონისძიება […]
რიკარდ იოზვიაკი – ვფიქრობ, უნგრეთი გამოიყენებს მის ვეტოს უკრაინასთან დაკავშირებით იმისთვის, რომ საქართველოს წინსვლას მიაღწიოს – ვფიქრობ, რომ ეს არის სტრატეგია, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება მუშაობს

ვფიქრობ, რომ უნგრეთი გამოიყენებს მის ვეტოს უკრაინასთან დაკავშირებით იმისთვის, რომ საქართველოს წინსვლას მიაღწიოს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს არის სტრატეგია, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება მუშაობს – ბუდაპეშტთან ახლო კავშირების შექმნამ, შეიძლება, კარგად იმუშაოს, მაგრამ ასევე ძალიან რთული იქნება წინსვლა „ყველა კვერცხის ერთ ყუთში მოთავსებით“, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა თბილისში მიმდინარე რონდელის […]
პარლამენტმა სპეციალურ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებთან დაკავშირებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა სპეციალურ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებთან დაკავშირებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა. უმრავლესობის საკანონმდებლო პაკეტი, პირველი მოსმენით – 80 ხმით, ერთხმად მიიღეს. ცვლილებების თანახმად, როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ენიჭება უფლებამოსილება საკუთარი ინიციატივით ნებისმიერ დროს გამოაქვეყნოს სპეციალური ანგარიში იმ საკითხების თაობაზე, რაც მის საქმიანობას უკავშირდება და მას მნიშვნელოვნად მიაჩნია. კანონის პროექტებით, […]