კვლევა: პროპაგანდა ჩინეთს დასავლეთის საპირწონედ წარმოადგენს

· ჩინეთი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში დაგვეხმარება – ამ გზავნილის მიხედბით, მაშინ როცა ევროპა მხოლოდ სიტყვიერად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩინეთის რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება შეუძლია. · ამერიკის ომი VS ჩინეთის მშვიდობა – პროპაგანდისტების თქმით, აშშ მრავალი ომის ინიციატორი იყო, ხოლო ჩინეთს მსგავსი დანაშაულები არ ჩაუდენია. Პროპაგანდისტული გზავნილის მიხედვით, ჩინეთთან ურთიერთობა საქართველოზე აშშ–ს […]
დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენთან დებატებს ითხოვს

ნიკი ჰეილის მიერ საპრეზიდენტო კამპანიის შეჩერების შემდეგ, ტრამპი ბაიდენთან დებატებს ითხოვს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჯო ბაიდენთან ერთად იმსჯელოს იმ საკითხებზე, რომლებიც ამერიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ტრამპის განცხადებას უკვე უპასუხეს ბაიდენის შტაბში. მათი თქმით, დებატები „შესაფერის დროს“ გაიმართება. 5 მარტს, აშშ-ში ე.წ. სუპერ სამშაბათი გაიმართა, რა დროსაც ერთდროულად 15 შტატსა და […]
ბათუმის არენაზე დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ ვეტერანი ფეხბურთელების მონაწილეობით, Legend Series-ის პირველი თამაში გაიმართება

ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ დღეს, ახალი პროექტის, Legend Series-ის პირველი თამაში გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ ლეგენდარული ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება. კახა კალაძემ Legend Series-ის პირველი თამაშის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ ბათუმის არენაზე მსოფლიო დონის ვარსკვლავების ხილვა თამაშს სანახაობრივს გახდის და ამასთან ხელს შეუწყობს ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციას. „მოხარული […]
ხათუნა ლაგაზიძე – შეიძლება უსაფრთხოების გარანტიები ევროკავშირმაც მოგვცეს – ეს არის უნიკალური ფანჯარა, რომელიც დრომ გაუხსნა საქართველოს და ჩვენი მოვალეობაა, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გავიაროთ გზა კანდიდატობიდან წევრობამდე

რასაც აქამდე საქართველო მხოლოდ ნატო-ს უკავშირდება, შეიძლება მსგავსი ტიპის უსაფრთხოების გარანტიები ევროკავშირმაც მისცეს – ეს არის უნიკალური ფანჯარა, რომელიც დრომ საქართველოს გაუხსნა და დღეს ჩვენი მოვალეობაა, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გავიაროთ გზა კანდიდატობიდან წევრობამდე, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ „რონდელის უსაფრთხოების კონფერენციის“ ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა. ლაგაზიძის თქმით, „ევროკავშირმა დამატებითი დატვირთვა შეიძინა საქართველოსთვის, არა მხოლოდ […]
პირველი გუნდი “ბარსელონას” შემდეგ – “სიტის” მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში “სიტიმ” “კოპენჰაგენს” უმასპინძლა, 3:1 გაიმარჯვა, ორი მატჩის ჯამში კი თავის სასარგებლოდ ანგარიში 6:2 დააფიქსირა და მეოთხედფინალში გავიდა. აღსანიშნავია, რომ ინგლისური გუნდი “ბარსელონას” შემდეგ გახდა მეორე კლუბი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე სახლში 30+ თამაშია არ წაუგია. “სიტი” სახლში უკვე 30 მატჩია არ მარცხდება, 2013/18 წლებში კი “ბლაუგრანამ” ეს მიჯრით 38 თამაშში […]
“შენ მეძავ დედას მო***ვ” – ოპენდამ “რეალთან” მატჩის დროს კარვახალს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში “რეალმა” “ლაიფციგთან” საშინაო არენაზე ფრედ 1:1 ითამაშა, ორი მატჩის ჯამში 2:1 იმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა. RTL-ის ცნობით, აღნიშნულ დაპირისპირების ერთ-ერთ ეპიზოდში, სკანდალური ფაქტი მოიხდა. “ლაიფციგის” ფორვარდმა ლუის ოპენდამ მადრიდელთა მცველ დანი კარვახალს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ფეხბურთელების ბრძოლის დროს ბელგიელი თავდამსხმელი სარეკლამო ბანერს შეეჯახა, მასთან “ბლანკოსის” უკანახაზელი მივიდა, ფეხზე წამომდგარმა […]
თელავში საერთაშორისო აეროპორტის ოპერირება რეგიონის პოტენციალს სხვა სიბრტყეში გადაიყვანს – Lopota Lake Resort & Spa

გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფოსთვის თელავის აეროპორტი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. წელს კი მთავრობის წარმომადგენლების გამოსვლებიდან გაირკვა, რომ აეროპორტი ოპერირებას მიმდინარე წელს შიდა ფრენების მიმართულებით დაიწყებს. 2027 წლიდან კი, არსებული მოლოდინით “მიმინო” საერთაშორისო რეისებსაც მიიღებს. თელავში, აეროპორტის განახლების გაცხადებული მიზანი რეგიონის ტურისტული პოტენციალის ზრდაა. ამ სიახლეს კახეთში მოქმედი ბიზნესები, განსაკუთრებით კი სტუმარმაპინძლობის დარგის წარმომადგენლები […]
საქართველოში ოცამდე ბრენდული სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს – Galt&Taggart

Galt&Taggart-ის სექტორების კვლევის მიხედვით, 2022-23 წლებში ბრენდული სასტუმროების მიწოდება მნიშვნელოვნად გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის შემდეგ, დაახლოებით 12 ბრენდული სასტუმროს მშენებლობა შეწყდა. ამჟამად კი, დაახლოებით 20-მდე ბრენდული სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს, მაშინ როცა წინა წლებში ეს რიცხვი 30-35-ს აღწევდა. კვლევითი ორგანიზაცია წერს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში 14 ბრენდული სასტუმრო გაიხსნა თითქმის 2,000 ახალი ნომრით. ახალი […]
არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების კიდევ ერთხელ, 2025 წლამდე გადავადება იგეგმება

საქართველოს პარლამენტი არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების კიდევ ერთხელ, ამჯერად 2025 წლის 1-ელ დეკემბრამდე გადავადებას განიხილავს. რეგულაციის ამოქმედებას კვლავ აკრედიტებული სერტიფიცირების ცენტრების არარსებობა აფერხებს. „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში” ცვლილების შესახებ კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ვინაიდან აკრედიტაციის პროცედურების დაწყებას, აკრედიტაციის მოპოვებას და შემდგომ გამოცდების ორგანიზებას საკმაო დრო სჭირდება, 2024 წლის 1-ელი მარტისთვის, […]
დეპუტატი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ

პარტია „გირჩის” თავმჯდომარის, პარლამენტის წევრის, იაგო ხვიჩიას თქმით, მას უცნობი კაცი ფიზიკურად გაუსწორდა. დეპუტატი კლინიკაში იყო გადაყვანილი და ამჟამად ის თავს კარგად გრძნობს. ხვიჩიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მასზე თავდასხმა „ქართული ოცნებისა” და საპატრიარქოს „ბინძური პროპაგანდით” იყო გამოწვეული. მან ფიზიკური ანგარიშსწორების დეტალებზეც ილაპარაკა: „ეს ყველაფერი გამოწვეულია „ქართული ოცნებისა” და საპატრიარქოს ბინძური პროპაგანდით. ადამიანი მოვიდა ოფისში, რომლის […]