“ილიას მინდა ვუთხრა, რომ…” – ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა ქართველ “მატადორს” მიმართა

ლეგენდარულმა მოკრივემ მაიკ ტაისონმა Marca-სთან ინტერვიუში UFC-ის ქვემსუბუქითი დივიზიონის ჩემპიონის, ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა. “რკინის მაიკმა” ქართველი “მატადორის” მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალა და მომავალში წარმატებებიც უსურვა. “ილიამ ჰოლოუეი ნოკაუტში ჩააგდო, ამას მიზეზი აქვს, თოფურია ძალიან ძლიერია და სანახაობრივად იბრძვის, მაქსის დამარცხება ურთულესია. მინდა მივულოცო და ვუთხრა, რომ არ გაჩერდეს და გააგრძელოს რასაც აკეთებს”, – განაცხადა […]
რუსეთში მსჯავრდადებულები ანაზღაურებას აღარ მიიღებენ თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმებისთვის

რუსეთის ხელისუფლებამ შეცვალა თანხის ერთჯერადად გადახდის წესი თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმებისთვის, უკრაინის ომში მონაწილეობის მიზნით. 28 დეკემბრით დათარიღებულ ახალ ბრძანებაში, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც კონტრაქტის გაფორმების მომენტში საპატიმროებში იხდიან სასჯელს, კარგავენ ამგვარი ანაზღაურების მიღების უფლებას. ახალი წესი 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. მსჯავრდებულები, რომლებიც კონტრაქტებს გააფორმებდნენ, ამ დრომდე იღებდნენ ერთჯერად ანაზღაურებას, რომლის მოცულობაც განისაზღვრებოდა ფედერალური და […]
წელს გამოთავისუფლდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, უკანონოდ დაკავებული 100 000 კვ.მ -ზე მეტი სახელმწიფო მიწა – მუნიციპალური ინსპექცია

მიმდინარე წელს მუნიციპალურ ინსპექციას მაღალი შედეგები ჰქონდა, როგორც სამშენებლო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოპერატიულად რეაგირების, მათი აღკვეთის და პრევენციის, ასევე მშენებლობა დასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების კუთხით. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ინსპექცია ავრცელებს. კერძოდ, მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, ურბანული წესრიგის დაცვის ღონისძიებების ფარგლებში, 2024 წელს ინსპექციის მიერ გაცემული ფინანსური სანქციების ჯამურმა ოდენობამ 29 652 560 ლარი შეადგინა. კერძოდ, […]
,,2024 წელი იყო არა მხოლოდ გაყიდვების ზრდის, არამედ ჩვენი ფილოსოფიის გაფართოების წელი.’’- ქართული ბრენდი „შავდია“

,,შავდია’’ ქართული ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2018 წლიდან გამოჩნდა. ბრენდი საინტერესოა არა მხოლოდ იმით, რომ ქართულია, არამედ იმითაც, რომ ის ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწევა. ამ მიზნით კოლექციებში გამოყენებულია ასომთავრული და მხედრული ანბანები, ორნამენტები, ქართველი მწერლების ვიზუალური გამოსახულებები და ცნობილი მხატვრების ტილოები. ბრენდის დამფუძნებელი ელენე შავდია ,,კომერსანტთან’’ გასულ წელს აჯამებს. დიზაინერი აცხადებს, რომ 2024 […]
კახა კალაძე – ძალიან ბევრი წერილი შემოვიდა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საახალწლო სოფელი მუშაობას 14 იანვრამდე გააგრძელებს

თბილისის მერიის ინფორმაციით, ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფელი 14 იანვრამდე გააგრძელებს მუშაობას. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში აღნიშნა. კალაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი „უამრავი წერილი” გახდა, რომელიც საახალწლო სოფლის გახანგრძლივებას შეეხებოდა. „ჩვენ განცხადება გვქონდა გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი საშობაო სოფელი 7 იანვარს დაიხურებოდა, თუმცა ძალიან ბევრი წერილი შემოვიდა მის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, […]
“ოქროს ჯვრის“ კავალერი კურსკთან გმირულად დაეცა

რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქის იმ ნაწილში, რომელსაც 2024 წლის აგვისტოდან უკრაინის არმია აკონტროლებს, კიდევ ერთი ქართველი მოხალისე, გამორჩეული მებრძოლი, 46 წლის სოხუმელი ბადრი (ჯაბა) კვარაცხელია გმირულად დაიღუპა. კვარაცხელია პროფესიონალი სამხედრო იყო. საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში იბრძოდა მშობლიურ აფხაზეთში, სამაჩაბლოში, რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომში. იყო ერაყისა და ავღანეთის სამშვიდობო მისიების მონაწილე. 2015 წლიდან, იბრძოდა უკრაინის […]
ყუბანში მაზუთით დაბინძურებულია სანაპირო ზოლის უკვე 63 კილომეტრი

რუსეთში, ყუბანის შავი ზღვის სანაპირო ხაზის მაზუთით დაბინძურების არეალი უკვე 63 კილომეტრს შეადგენს – იუწყება რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო 31 დეკემბერს. არეალი დაბინძურდა ქერჩის სრუტეში ტანკერების ჩაძირვის შედეგად. მანამდე იუწყებოდნენ, რომ სანაპიროდან აღებულია 70 ათასამდე ტონა დაბინძურებული ქვიშა და გრუნტი. 15 დეკემბერს ათასობით ტონა დაბალი ხარისხის საწვავით დატვირთული ორი ტანკერი, „ვოლგონეფტ 212“ და „ვოლგონეფტ 239“ […]
ლიეტუვა საქართველოს შიდა პოლიტიკაში არ ერევა – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოსადმი და მისი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევისთვის არ არის გამიზნული, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუსის ბუდრისმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ეს არ ეხება საშინაო პოლიტიკას ან რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერას. საუბარია საქართველოს დაპირებაზე, რომელიც ერთი წლის წინ გასცეს და არ შესრულდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების […]
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ 2024 წელს ბენეფიციარებს უპრეცედენტო თანხა მოახმარა

სილქნეტის მიერ დაფუძნებულმა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ 2024 წელს ჯანმრთელობის, განათლებისა და ადაპტაციის საკითხებში უპრეცედენტო თანხა – 1 097 000 ლარი მოახმარა დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს, ვეტერანებსა და მათ ოჯახებს. სილქნეტის მიერ ფონდში შეტანილმა თანხამ წელს 781 000 ლარი შეადგინა, ხოლო სხვა შემომწირველებისგან ფონდში 316 000 ლარი ჩაირიცხა. ფონდმა განსაკუთრებულად ნაყოფიერად ითანამშრომლა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან. ფონდისა […]
საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის 03:00 საათამდე იმუშავებს – განახლებული ინფორმაცია

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის 03:00 საათამდე იმუშავებს – განახლებული ინფორმაცია თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღეს გახანგრძლივებული დროით იმუშავებს: როგორც ყოველთვის, ახალი წლის ღამეს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმოძრავებს. გახანრძლივებული რეჟიმი შეეხება, როგორც მეტროპოლიტენს, ისე ავტობუსებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს პირველი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება. რაც შეეხება შობის ღამეს, მეტროპოლიტენით მგზავრთა მომსახურება 6 იანვრის […]