ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში ელჩად დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში ელჩად დანიშნა. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. “ხუთშაბათს, 2024 წლის 7 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვალერი ზალუჟნის კანდიდატურა შეათანხმა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიტანულ მხარეს შესაბამისი მოთხოვნა […]
ზვიად ძიძიგური – პატივისცემა დამეუფლება პარტიების მიმართ, რომლებმაც იციან, რომ ვერ გადალახავენ 5%-იან ბარიერს და არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, რადგან ხმები, რომლებიც მათ უნდა აიღონ, არა ხელისუფლების მხარეს, არამედ ოპოზიციაში წავა

პატივისცემა დამეუფლება იმ პარტიების მიმართ, რომლებმაც იციან, რომ ვერ გადალახავენ 5%-იან ბარიერს და საერთოდ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას , – ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა. როგორც ძიძიგური განმარტავს, პარტიების, რომლებსაც არ აქვთ 5%-იან ბარიერს გადალახვის შანსი და არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, ხმები არ წავა ხელისუფლების მხარეს, რაც კოალიციურ […]
სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები შესაძლოა, საპენსიო სააგენტოსთვის საინტერესო იყოს – გოგა მელიქიძე

საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ მათთვის სამომავლოდ საინვესტიციოდ შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდებიც იყოს საინტერესო. ამის შესახებ bm.ge წერს. როგორც სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ BMG-ის განუცხადა, სახელმწიფო კომპანიების მიმდინარე რეფორმა მნიშვნელოვანია და შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციებითაც დაინტერესდნენ. თუმცა მისი თქმით, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში არსებული მოთხოვნების ფონზე, საპენსიო […]
შვედეთი NATO-ში გაწევრიანდა

შვედეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (NATO) 32-ე წევრი ოფიციალურად გახდა. ამის შესახებ დღეს, 7 მარტს, ვაშინგტონში შვედეთის პრემიერმინისტრმა, ულფ კრისტერსონმა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა, ენტონი ბლინკენმა შეხვედრაზე ოფიციალურად გამოაცხადეს. ცერემონიაზე მხარეებმა ერთმანეთს შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ ფორმალური საბუთები გადასცეს, რის შემდეგაც შვედეთი ალიანსის წევრი გახდა. “ჩვენი თავდაცვითი ალიანსი ახლა უფრო ძლიერი და დიდია, ვიდრე ოდესმე. […] […]
საქართველოდან შესაფუთი მასალების ექსპორტი 14%-ით, $55,3 მილიონამდე გაიზარდა

შესაფუთი მასალების სექტორი ქვეყანაში ბოლო წლებში ერთ-ერთ მზარდ სექტორად ჩამოყალიბდა. 2018 წელს, როცა შემფუთველთა კლასტერი შეიქმნა, ქვეყნის ადგილობრივი წარმოებისა და იმპორტის წილი თითქმის თანაბარი იყო, 2022 წლის მდგომარეობით კი ადგილობრივი წარმოების წილი 78%-მდეა გაზრდილი. წარმოების ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოდან შესაფუთი მასალების ექსპორტი. 2022 წელს საქართველოდან 48,6 მილიონი დოლარის ღირებულების შესაფუთი მასალების ექსპორტი განხორციელდა, რაც […]
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრი – ხიდაშელი არც კი მინახავს არასდროს, ხოლო ვოლსკის შესახებ მხოლოდ მედიაში გავრცელებული ცნობებით ვიცი – არანაირი მოლაპარაკებები არ მიწარმოებია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “შინაგან საქმეთა მინისტრი” ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან მოლაპარაკებებს უარყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ პროექტი “ეხო კავკაზა” ავრცელებს. რობერტ კიუტის თქმით, საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შესახებ კი მხოლოდ მედიით იცის. “ეს ხიდაშელი არც კი მინახავს არასდროს, ხოლო ვოლსკის შესახებ მხოლოდ მედიაში გავრცელებული ცნობებით ვიცი… არანაირი მოლაპარაკებები არ მიწარმოებია, მითუმეტეს მათთან”, – […]
იენს სტოლტენბერგი – შვედეთის გაწევრიანება ნატოს უფრო ძლიერს, შვედეთს უფრო უსაფრთხოს და ალიანსს უფრო დაცულს ხდის

შვედეთი ჩვენს მაგიდაზე თავის კანონიერ ადგილს იკავებს, – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. მისი თქმით, შვედეთის გაწევრიანება ნატოს უფრო ძლიერს, შვედეთს უფრო უსაფრთხოს და ალიანსს უფრო დაცულს ხდის. “ეს ოფიციალურია – შვედეთი ახლა უკვე ნატოს 32-ე წევრია და ჩვენს მაგიდაზე თავის კანონიერ ადგილს იკავებს. შვედეთის გაწევრიანება ნატოს უფრო ძლიერს, […]
რუსლან აბაშიძემ სენაკში ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო

სენაკში, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. „ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჟიული შარტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს”, – აღიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს ნაკრებისა და „ინტერის“ ლეგენდების მატჩი დასრულდა

„ბათუმი არენაზე“ საქართველოს ნაკრებისა და „ინტერის“ ლეგენდების მატჩი გაიმართა. მატჩი საქართველოს ნაკრებისა და მილანის „ინტერის” ვეტერანი ფეხბურთელების მონაწილეობით 0:2 – საქართველოს ნაკრების დამარცხებით დასრულდა. თამაშის მიმდინარეობისას ორივე გოლი ლუიშ ფიგუმ გაიტანა.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი – უკრაინასთან დაკავშირებით კონგრესის უმოქმედობა საჩუქარია პუტინისთვის

უკრაინასთან დაკავშირებით კონგრესის უმოქმედობა საჩუქარია პუტინისთვის. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა ვაშინგტონში გერმანელ კოლეგა, რობერტ ჰაბეკთან შეხვედრაზე განაცხადა. იელენმა კიდევ ერთხელ მოუწოდა აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის – წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს, რაც შეიძლება სწრაფად გამოიტანოს კენჭისყრაზე უკრაინისთვის 61 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების პაკეტი. “სანამ წარმომადგენელთა პალატა ყოყმანს აგრძელებს, […]