უკრაინელი ბიზნესმენი იგორ ლისკი კიევში $240-მილიონიანი ინვესტიციით შუშის ქარხნის აშენებას გეგმავს

უკრაინელი ბიზნესმენი იგორ ლისკი, რომელიც საინვესტიციო ფონდ EFI Group-ის მფლობელია, კიევის რეგიონში ფანჯრის მინა-პაკეტების ქარხნის აშენებას გეგმავს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 240 მილიონი დოლარია. უკრაინულ მედიასთან ბიზნესმენმა განაცხადა, რომ პროექტზე მუშაობა წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. ლისკის ინფორმაციით, ის გეგმავს 80 მილიონი დოლარის ინვესტიციას პროექტისთვის საჭირო 240 მილიონი დოლარიდან. ასევე იგეგმება ევროპული აღჭურვილობის მომწოდებლებთან ხელშეკრულებების გაფორმება, თუმცა დარჩენილი […]

მამუკა ხაზარაძე ანა ნაცვლიშვილთან ერთად მისი ბიძის კლასელს შეხვდა

მამუკა ხაზარაძე ანა ნაცვლიშვილთან ერთად მისი ბიძის კლასელს შეხვდა მამუკა ხაზარაძე და ანა ნაცვლიშვილი ქუთაისში, ერთ-ერთ ოჯახში იმყოფებოდნენ, რომელიც, მისი ბიძის კლასელი აღმოჩნდა. “ქუთაისში ერთ-ერთ ოჯახში გულითადად მიმასპინძლეს. ოჯახის უფროს ქალბატონთან ჩვენი ქვეყნის გასაჭირზე და ამ გაჭირვებიდან თავის დაღწევის გზებზე ვსაუბრობდით. იმისთვის, რომ პენსია 1000 ლარი გახდეს, ჩვენს ახალგაზრდებს პირველი გარანტირებული სამსახური ჰქონდეთ, ქართველებს ემიგრაციაში […]

“ლელო 6%, ორი ნიკა – 6%, გახარია – 6%, ენმ – 20%, – 38% იმას ნიშნავს, რომ “ოცნება“ რჩება ხელისუფლებაში” – გოცირიძე

“რეაქციაში” რომან გოცირიძე ინგა გრიგოლიას კითხვას, სად იქნება ის არჩევნებისთვის, მოიაზრებს თუ არა თავს მელია-გვარამიას პარტიაში, ასე პასუხობს: “ყველა პარტია, გარდა ენმ-სა და გახარიას პარტიისა, ლელოსა და ორი ნიკას პარტიის გამოკლებით, ყველა პარტია ვინც ამბობს, რომ გავდივართ ცალკე, ის ვერ გადალახავს ბარიერს ათასი პროცენტით. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც მოტივით, როცა იცი, რომ ვერ გადალახავ, […]

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 10 000-ზე მეტ დრონს მიაწვდის

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 10 000-ზე მეტ დრონს მიაწვდის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა. უკრაინაში თავისი მესამე ვიზიტის დროს შაპსს თან ახლდა დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური, ტონი რადაკინი, რომელთან ერთადაც ის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და თავდაცვის მინისტრს რუსტემ უმეროვს შეხვდა. “დღეს დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერას […]

Twitter-ის ექსხელმძღვანელები მასკს უჩივიან და $128 მლნ-ს სთხოვენ

Twitter-ის ოთხმა ყოფილმა ტოპ-მენეჯერმა (ამჟამად X) სარჩელი შეიტანა სოციალური ქსელის მფლობელის, ილონ მასკის წინააღმდეგ, 128 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ანაზღაურების ანაზღაურების ანაზღაურების თაობაზე. ამის შესახებ Financial Times წერს. https://www.ft.com/content/8d8d1872-c866-405d-9858-b072c2c7f84c სარჩელი შეიტანეს Twitter-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა პარაგ აგრავალმა, ფინანსურმა დირექტორმა ნედ სეგალმა, მთავარმა იურიდიულმა და პოლიტიკის ოფიცერმა ვიჯაია გადემ და იურიდიულმა მრჩეველმა შონ ეჯეტმა. სარჩელში ნათქვამია, […]

ვალერი ზალუჟნი დაინიშნა უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დიდ ბრიტანეთში

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. ამის შესახებ ხუთშაბათს განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყებაში აღნიშნეს, რომ ლონდონში გაიგზავნა მოთხოვნა თანხმობის შესახებ. ადრე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტყობინებოდა, რომ შეათანხმა ლონდონში უკრაინის ელჩის კანდიდატურა. „გენერალი ვალერი ზალუჟნი თავისთვის სწორედ ასეთ მიმართულებაზე მეუბნებოდა – დიპლომატიურზე. უკრაინის საგარეო […]

არ გამოვრიცხავთ, რომ ბაზარზე საერთაშორისო მოთამაშე გამოჩნდეს – TKT.GE ბილეთების გაყიდვის პლატფორმის ალტერნატივაზე

TNET-ის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ჩუმაშვილი, არ გამორიცხავს, რომ საქართველოში ელექტრონული ბილეთების გამყიდველი საერთაშორისო კომპანია შემოვიდეს. ამის შესახებ მან “საქმიანი დილას ეთერში” TKT.GE-ის ალტერნატიული პლატფორმების საჭიროებაზე საუბრისას განაცხადა. კითხვაზე, რამდენად განმუხტავდა ბილეთების შეძენის პროცესთან დაკავშირებულ შეფერხებებს მომხმარებლისთვის ალტერნატიული პლატფორმის შეთავაზება, ჩუმაშვილი აღნიშნავს, რომ ამის განსაზღვრა რთულია, თუმცა TKT.GE ბილეთების გასაყიდად უფლებებს შესაბამისი ინფრასტრუქტურის ქონის გამო ახერხებს. […]

კუპრაძე: თამარ გუდავაზე და მის შვილზე მეფიქრება – დედამ თავისი საქმე უნდა გააგრძელოს

ლელოს გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, თამარ გუდავას შვილის ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. კუპრაძის თქმით, შვილის დანაშაულის მიუხედავად გუდავამ, რომელმაც თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, პროფესიული საქმიანობა უნდა განაგრძოს. “მესამე დღეა მეფიქრება ბათუმელ ჩინოვნიკზე, თამარ გუდავაზე და მის შვილზე. მოვლენა ძალიან მძიმეა, შვილი უნდა დაისაჯოს […]

რა დაუხაზა ქაღალდზე ხიდაშელმა ვოლსკის? – კრემლის გეგმა საქართველოს რკინიგზაზე

გადაცემა „რეაქციაში“ პარტია „დროას“ წევრი თამარ კაკაბაძე იხსენებს გიორგი ვოლსკისა და დავით ხიდაშელის შეხვედრას, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, მათ შორის, რკინიგზის ირგვლივ საუბრობდნენ და ამბობს: “3-4 ადამიანი ვიყავით კაფეში, როდესაც ხიდაშელი შემოვიდა, ყურადღება მან მიიქცია, ვოლსკი ყურადღებას არ მიიქცევდა, ხშირად გვინახავს იქ. აღმოჩნდა ისე, რომ ჩვენ გვერდით დასხდნენ ზუსტად და არ სჭირდებოდა დაძაბვა სმენის, რომ […]

კიტეიშვილის “შტურმი” სახლში “ლილთან” უშანსოდ დამარცხდა

კონფერენს ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში „შტურმი“ საკუთარ მოედანზე „ლილთან“ 0:3 დამარცხდა და პრაქტიკულად შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა. პირთამდე სავსე სტადიონზე უპირატესობას თავიდანვე სტუმრები დაეუფლენ და დევიდმა დააწინაურა. შემდეგ „ლილს“ მეორე გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ ჰარალდსონის თავური მეკარე იაროშმა მოიგერია. სწრაფი კონტრიერიშისას კიტეიშვილმა ქუსლით ლამაზი პასი ჰორვატს გაუკეთა, რომელმაც ბურთი სარკარიას გადააწოდა და მას გატანა […]