ქართული კივი სტენდებზე – „ნერგეტამ“ იაპონიაში კივის ექსპორტი გაზარდა

ქართული კივის მწარმოებელმა კომპანია „ნერგეტამ“ იაპონიაში კივის ექსპორტი გაზარდა. როგორც bm.ge-ის კომპანიის დამფუძნებელმა, კოტე ვეკუამ განუცხადა, მიმდინარე სეზონზე „ნერგეტამ“ იაპონიაში დაახლოებით 160 ტონა კივი გაგზავნა, მაშინ როცა გასულ სეზონზე, საექსპორტო მოცულობამ 40 ტონა შეადგინა. მწარმოებლის თქმით, იაპონურ ბაზარზე მათი პროდუქტისადმი დაინტერესება მზარდია. „რადგან მოცულობას ვზრდით, იაპონურმა მხარემ უფრო მეტი დრო დაუთმო ქართული კივის პრომოუშენს, ცალკე […]
მამუკა მდინარაძე – პრეზიდენტის ვეტოც ამას ემსახურება, რომ რამენაირად ხაზარაძის პოლიტსაბჭოს წევრმა გააყალბოს არჩევნები და არაობიექტური იყოს ცესკო

პრეზიდენტის ვეტოც ამას ემსახურება, რომ რამენაირად ხაზარაძის პოლიტსაბჭოს წევრმა გააყალბოს არჩევნები და არაობიექტური იყოს ცესკო, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე შეფასებით, ცესკოს თავმჯდომარეზე „ბულინგი“ და მორალური თავდასხმა მიმდინარეობს, ხოლო ამის მიზანი მისი გადადგომაა. „პრეზიდენტის ვეტო რას ადასტურებს იცით? ხაზარაძეს რაც ჰქონდა დაგეგმილი, რომ თავის ტელევიზიებით, „ფეიკებით“ უნდა დაებულინგებინა თავმჯდომარე. მისი […]
ილჰამ ალიევი საფრანგეთს ისლამოფობიაში, ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოს კი ისლამოფობიის პროპაგანდაში ადანაშაულებს

საფრანგეთი ღიად ახორციელებს ზეწოლისა და დისკრიმინაციის პოლიტიკას მუსლიმების მიმართ და სხვადასხვა ისლამოფობიურ კამპანიას აწყობს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში, საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომლის თემაა : „მრავალფეროვნების დაცვა: ისლამოფობიასთან ბრძოლა 2024 წელს“. „საფრანგეთი, თავის ტრადიციულ ნეოკოლონიალიზმის პოლიტიკასთან ერთად, ღიად ახორციელებს მუსლიმებზე ზეწოლისა და მათ მიმართ დისკრიმინაციის პოლიტიკას და აწყობს სხვადასხვა ისლამოფობიურ კამპანიებს“, – […]
შალვა პაპუაშვილი მარტის აქციებზე – შარშან მარტში ჩვენ ვნახეთ კარგად ორგანიზებული და კოორდინირებული დეზინფორმაციული შტურმი – გავიდა დრო და ქართული საზოგადოება დარწმუნდა, რომ მაშინ მწარედ მოატყუეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილო სოციალურ ქსელში 2023 წლის მარტში „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის“ წინააღმდეგ გამართულ აქციებთან დაკავშირებით წერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ქართული საზოგადოება დარწმუნდა, რომ სინამდვილეში, რაც გასულ წელს მარტის აქციების დროს მოხდა, იყო ის, რომ აჯანყდნენ ის პარტიები და ორგანიზაციები, რომლებიც გაუმჭვირვალედ იღებენ უცხოურ დაფინანსებას და მათი ინტერესი იყო, რომ ეს დამალულად დარჩენილიყო. […]
იუწყებიან, რომ ზელენსკი თურქეთში ჩადის ერდოანთან შესახვედრად

უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, ჩრდილო-აღმოსავლეთის ქალაქ სუმიში რუსეთის რაკეტამ გამოიწვია მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში. მსხვერპლის რაოდენობა ჯერჯერობით დაუზუსტებელია. პარალელურად, ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 8 მარტს სტამბოლში შეხვედრას გამართავს თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეპ ტაიპ ერდოანთან. ერდოანის ოფისი პლატფორმაზე X-ზე წერს, რომ “ვიზიტი მოიცავს უკრაინასა და რუსეთს შორის ომის მიმდინარეობის დეტალურ განხილვას, კონტაქტების მხრივ შექმნილ ვითარებას […]
ქართულ ბაზარზე თურქეთის უმსხვილესი ჯანდაცვის ჯგუფი შემოვიდა

თურქულმა ჯანდაცვის ჯგუფმა Medicana Health Group-მა თბილისში წარმომადგენლობა გახსნა. ამ ფაქტს თურქული მედია Medimagazin-ი წერს. ოფისში შესაძლებელი იქნება კონსულტაციების მიღება სხვადასხვა დაავადების მკურნალობისა და დიაგნოსტიკის მიმართულებით. ოფისის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს თურქეთის საელჩოს წარმომადგენლებმა, თავად Medicana-ს სამედიცინო დირექტორმა, Medicana-ში მომუშავე ექიმებმა და საქართველოს ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებმა. ოფისის გახსნისას Medicana-ს სამედიცინო დირექტორმა ნეჯიპ ქოზალიმ განაცხადა, რომ […]
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის დასკვნითი ტური მიმდინარეობს

2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური 8 მარტს დაიწყო, რომელიც 122-ე საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, პირველი სესია ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება. ოლიმპიადას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი აკვირდებოდა. „2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობდა 26 300-ზე მეტი მოსწავლე; მათგან მეორე ტურში […]
“ლევერკუზენი” შესაძლოა, რაულმა ჩაიბაროს

დიდი ალბათობით, “ლევერკუზენს” სეზონის ბოლოს ჩაბი ალონსო დატოვებს. ესპანელი სპეციალისტის საკუთარ გუნდში ხილვა “ლივერპულსა” და მიუნხენის “ბაიერნს” სურთ. გერმანული Bild-ის ცნობით, “ლევერკუზენი” ალონსოს შემცვლელად წარსულში ცნობილი ფეხბურთელისა და ამჟამად “რეალის” მეორე გუნდის, “კასტილიას” მწვრთნელის, რაულის კანდიდატურას განიხილავს. შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, ალონსოს “რეკორდმაისტერში” გადასვლის შესაძლებლობა უფრო ხიბლავს, ვიდრე “ნისლიან ალბიონზე” სამწვრთნელო კარიერის გაგრძელება.
გვყავს რამდენიმე NGO, რომლებიც პირდაპირ მონაწილეობენ პოლიტიკაში და ამავდროულად ფინანსდებიან საერთაშორისო ფონდებისგან
ფაქტია, რომ ხდება არასამთავრობო სექტორის ნაწილის ინსტრუმენტალიზაცია ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან. ჩვენ გვყავს არასამთავრობო სექტორის სახელით ცნობილი რამდენიმე NGO, რომლებსაც აქვთ მსუყე დაფინანსება, პირდაპირ, უშუალოდ მონაწილეობენ პოლიტიკაში და ამავდროულად ფინანსდებიან საერთაშორისო ფონდებისგან, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, დაფინანსების პრობლემა არ არის, თუმცა თუ არასამთავრობო სექტორს სურს საქმიანობდეს, როგორც პოლიტიკური […]
რომან გოცირიძე ეროვნული მარეგულირებელი კომისიების წევრთა ხელფასებზე ზედა ზღვრის დაწესების ინიციატივით გამოდის

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ეროვნული მარეგულირებელი კომისიების წევრთა ხელფასებზე ზედა ზღვრის დაწესების ინიციატივით გამოდის. გოცირიძემ პარლამენტს წარუდგინა პროექტი, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში, მარეგულირებელი ორგანოების წევრებისა და თავმჯდომარეების შრომის ანაზღაურება მინისტრებისთვის კანონით დადგენილ ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალურ ჭერს გაუტოლდება. რომან გოცირიძის ინფორმაციით, მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი პირების წლიური შრომის ანაზღაურება საშუალოდ 255 ათასი ლარია, რაც თვეში 21 […]