“საკუთარი თავის აჩრდილია, ასე თამაში მიუღებელია” – იტალიელმა ჟურნალისტმა “ნაპოლის” ფეხბურთელი გააკრიტიკა

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ანტონელო პერილიომ “ნაპოლისა” და “ტორინოს” (1:1) მატჩი შეაფასა. მისი თქმით, მოედანზე საუკეთესო ხვიჩა კვარაცხელია იყო, თუმცა პიოტრ ზელინსკის თამაში კრიტიკას ვერ უძლებს. “ნაპოლის” ამ თამაშის მოგება ძალიან სჭირდებოდა, კვარაცხელიამ ამისთვის ყველაფერი გააკეთა და გუნდს ულიდერა, თუმცა დაცვაში უყურადღებობამ ყველაფერი შეცვალა. ზელინსკის თამაში არადამაკმაყოფილებელია, პოლონელი საკუთარი თავის აჩრდილია. ხვიჩა ნამდვილად საუკეთესო იყო და […]

საქართველოში ოქრო გაძვირდა

საერთაშორისო ბირჟაზე უნცია ოქროს ღირებულება 2165 დოლარს უკვე გადასცდა. საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასის რეკორდულად გაზრდის ფონზე, საქართველოში ოქრო ძვირდება. “ოქროს ბირჟაზე” ამბობენ, რომ ყველა სახის ოქროზე ღირებულება 10%-ით გაიზარდა. რეალიზატორები ფასების კიდევ უფრო მატებას ელიან “ჩაბარების ფასი თუ 100 ლარიდან 102 ლარამდე იყო, ახლა 102-დან 105 ლარამდეა. ნივთების ღირებულება 130 ლარიდან 150 ლარის ჩათვლითაა. ყველა […]

აშშ-ის სენატმა მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო

აშშ-ის სენატმა მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. აშშ-ის სენატმა ორპარტიული მხარდაჭერით, 75 ხმით 22-ის წინააღმდეგ 467,5 მილიარდი დოლარის დაფინანსების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მთავრობის რამდენიმე პროგრამას, მათ შორის, სოფლის მეურნეობას, ტრანსპორტს, ენერგეტიკასა და სხვა პროგრამებს ფისკალური წლის ბოლომდე, 30 სექტემბრამდე დააფინანსებს. „იმ ხალხისთვის, ვინც წუხს, რომ გაყოფილი მთავრობა არაფრის კეთებას ნიშნავს, […]

ამერიკის არჩევნები გადამწყვეტ ფაზაში გადადის

გასული კვირა ვაშინგტონში მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებით იყო დატვირთული. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ე.წ “სუპერ სამშაბათი” და ქვეყნის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კონგრესში ერისადმი მიმართვა იყო. სამშაბათს ამომრჩევლებმა სასურველ საპრეზიდენტო კანდიდატს მისცეს ხმა.

“ახლა რა ვქნათ, “ბლიაძ?”; “ვეტყვით იდი ნა…” – პოლიტიკური შარჟი – დავით ზურაბიშვილი

პილიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი: პატარა შარჟივით დავწერე და იმედია პოლიტიკოსები არ მიწყენენ. რასაც წინასაარჩევნოდ ვუყურებ, პოლიტიკური პარტიების სლოგანები იმ შინაარსის მიხედვით, რაც მათი ქმედებებისა და რიტორიკიდან მომდინარეობს, დაახლოებით უნდა იყოს შემდეგი ნაციონალური მოძრაობა: “ვიღებთ 40 პროცენტს, ვქმნით კოალიციურ მთავრობას, ვბრუნდებით ხელისუფლებაში, გამოგვყავს მიშა ციხიდან და გინაზღაურებთ ყველაფერს, რაც 2012-მდე დაგაკელით!” ლელო: “ფორდ-მუსტანგით შემოვივლით საქართველოს, ერთხმად ვეტყვით […]

კალცონა: კვარაცხელია განსაკუთრებულია – “ბარსელონასთან” სათამაშოდ შიშის გარეშე უნდა გავემზავროთ

“ტორინოსთან” ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი “ნაპოლის” მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ გააკეთა: “გუნდით კმაყოფილი ვარ, დომინირებდა და ბევრი მომენტი შექმნა. ჩვენ “ნაპოლი” ვართ და “ბარსელონასთან” შესახვედრად ყოველგვარი შიშის გარეშე უნდა გავემგზავროთ. “კვარა”? განსაკუთრებულია. მას თავდაჯერება შევძინე, ვენდობი, რაც დავავალე, ყველაფერი შეასრულა. მარიო რუიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო. რაც შეეხება ორსატოს მსაჯობას, მეორე ტაიმში 52 წუთიდან ბურთი […]

ჩვენი ქვეყნის დიდი გულშემატკივარი 80 წლის გახდა – მეზვრიშვილი

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების წარმატებული რეფორმა საქართველოში მის გარეშე ვერ იარსებებდა. ჩვენი ქვეყნის დიდი გულშემატკივარი, ავსტრიელი მოსამართლე რენატე ვინტერი 80 წლის გახდა. წარმოდგენა არ გაქვთ რამდენი აქვს გაკეთებული ბავშვებისთვის. დღესაც დამშვიდობებისას გამომაყოლა: დაიმახსოვრე, თითო ბავშვს თითო მზრუნველი რომ ჰყავდეს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება საჭირო არ იქნებოდაო.

“ცოტა რომ შეისვენოთ, არა?” – “ჩემი ქალაქი მკლავს”

თბილისი – წერეთლის გამზირი 73 ნომერი რომლის რეაბილიტაციამდე (ახალი ათვლით) დარჩა 23 დღე და დაჯდა 30 მილიონ ლარამდე, ქვეითის და მძღოლის შუქნიშანი ორივე მწვანეს ანთებს. პრინციპში მთავარია შუქნიშანი ხო დგას და რა ფრად აანთებს მაგას რა მნიშვნელობა აქვს ხო? წერეთლის გამზირის გადაცილებული რეაბილიტაციის შემდეგ, რუსთაველის და ვაჟა-ფშაველას გამზირის რეაბილიტაციას აპირებენ❗️ ცოტა რომ შეისვენოთ არა?

რა საინტერესოა, ჯერ საზ. ჯანდაცვის ცენტრი დატოვეს ხელმძღვანელის გარეშე და ახლა სამინისტროც – ზაზა წერეთელი

ისე რა საინტერესო ფაქტია, ჯერ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი დატოვეს მერამდენე წელია დირექტორის გარეშე (არ გვაინტერესებს საზოგადოებრივი ჯანდაცვაო) და ახლა სამინისტროც ხელმძღვანელის გარეშეა…ჰოდა, გვინდა კი საერთოდ ჯანდაცვა. გვაქვს 3 ჯერ მეტი კერძო ჰოსპიტალი ვიდრე საერთოდ ჰოსპიტალია საჭირო, ფული იჭრება, სახელმწიფო ჰოსპიტალი არ გვჭირდებაო, პაციენტებს შეუძლიათ თურქეთშიც იმკურნალონო, ფარმაციაც კარგად შოულობს, პირველადი ჯანდაცვა არ გვაქვს, რისკ […]

“და წელს ეგ ქალი მე ვარ” – რა ფოტოებს აქვეყნებს ბაია პატარაია

და აი, რატომ არ ვარ საქართველოში: დღეს დანიური ქალთა ორგანიზაცია KVINFO აორგანიზებს საქველმოქმედო საღამოს რამდენიმე ათასი ქალის აუდიტორიისთვის, რომელსაც ესწრება პრემიერ მინისტრი ქალი ჭრელი ზედათი, კულტურის მინისტრი კაცი ჩვილი შვილით, ცნობილი წამყვანით და სტენდაფერებით, მეცნიერებით და მუსიკოსებით. უცხოელ სტუმარ ქალსაც იწვევენ ხოლმე და წელს ეგ ქალი მე ვარ. პ.ს. მერე დავდებ ჩემ სფიჩს და ვიდეოსაც.