ბაბი კირკიტაძის ახალმა იმიჯმა და ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა

· 96 ღამის შოუს“ ბენდის მომღერალი, ბაბი კირკიტაძე გამომწერებს მორიგ ფოტოს უზიარებს და რვა მარტს ულოცავს ქალბატონებს. ბაბის ფოტომ მისი გამომწერების აღფრთოვანება დაიმსახურა. „სასწაული ბაბი“, „როგორ შეგიძლია, ყოველთვის ასე მაოცებდე“, „ძალიან ლამაზი ხართ“. – წერენ ბაბის გამომწერები. ნახეთ, ფოტოები:

შოთა არველაძემ “ფატიჰ კარაგუმრუკის” მწვრთნელის პოსტი დატოვა

თურქეთის სუპერლიგის 29-ე ტურში, სტუმრად “ტრაბზოსპორთან” 1:5 დამრცხების შემდეგ “ფატიჰ კარაგუმრუკის” მწვრთნელი შოთა არველაძე გადადგა. “მე გუნდისგან მეტს ველოდი. სამწუხაროდ, იმედები ვერ გავამართლეთ. ეს კლუბი მომწონს, ძალიან დიდ პატივს ვცემ მის პრეზიდენტს, მაგრამ ამ წაგების შემდეგ პოსტს ვტოვებ. დარჩენილ 9 მატჩში გუნდს მძიმე შეხვედრები ელის. ბოდიში, თუმცა მე ეს უნდა გამეკეთებინა”, – განაცხადა შოთა არველაძემ. […]

მწვრთნელმა ჩაკვეტაძის ტრავმის შესახებ კომენტარი გააკეთა

ჩემპიონშიფის 37-ე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „კოვენტრისთან“ 1:2 დამარცხდა. “უოტფორდის” მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე „სუონსისთან“ ჩატარებული კარგი მატჩის შემდეგ სასტარტოში დააყენა. ჩაკვეტაძეს 43-ე წუთზე უკნიდან ფეხი სტუმართა გუნდის მცველმა ჯეკ ბიდველმა ჩაარტყა, მარცხენა კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა, მაგრამ შესვენებაზე შეცვალეს. გიორგის სტადიონი არ დაუტოვებია,სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა და გულშემატკივრები […]

“ინვესტორები რაჭაში სასტუმრო პროექტების განხორციელებაში უნდა დავარწმუნოთ”- გიორგი დოლიძე

ეკონომიკის სამინისტრომ ტურიზმის 2024 წლის საპროგნოზო მაჩვენებლები წარადგინა. მთავრობის გათვლებით, წელს მგზავრთნაკადი 6,8 მილიონამდე გაიზრდება, 4,5 მილიარდ დოლარს მიაღწევს შემოსავლები ტურიზმიდან, ხოლო საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 7,9 მილიონამდე გაიზრდება. ამასთან, თუ გასულ და მიმდინარე წელს სასტუმრო ბიზნესში საშუალოდ 220 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, 2024/2027 წლებში მთავრობის გათვლებით, ეს ციფრი 1 მილიარდამდე გაიზრდება. როგორც სასტუმრო ბიზნესის კონსულტანტი […]

ლაზარე გრიგორიადისი: მოლოდინი მაქვს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება

დიდად სასამართლოებზე არ ვფიქრობ, არ მახასიათებს მაგდაგვარი ჩვევები. მოლოდინი მაქვს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება. ამჯერად სასამართლოს ონლაინ რეჟიმში ჩავერთვები. მინდა ყველა ჩემს მხარდამჭერს უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ჩათვლით. მიყვარხართ და ყოველთვის გვერდში მიგულეთ.

„ვერაგობა და სიყვარული”: დავით დოიაშვილის სპექტაკლის პრემიერა ბუდაპეშტში

9, 10 და 12 მარტს ბუდაპეშტის კომედიის თეატრში (“Vígsthínház”) გაიმართება დავით დოიაშვილის დადგმული სპექტაკლის პრემიერა. ქართველმა რეჟისორმა სცენოგრაფ ქეთი ნადიბაიძესთან ერთად იმუშავა შილერის პიესაზე „ვერაგობა და სიყვარული”: „ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველაფერი არეულია, ჩვენი უწინდელი მყარი შეხედულებები შეირყა. გარს გვაკრავს ომები და კატაკლიზმები, ჩვენ კი ვცხოვრობთ ისე, თითქოს არ ვიცით, ან არ გვინდა ვიცოდეთ ეს ყველაფერი. […]

უკრაინის დაცვის ჯგუფის შემდეგი შეხვედრა 19 მარტს გაიმართება გერმანიაში, აშშ-ის ბაზაზე

უკრაინის დაცვის საკონტაქტო ჯგუფის (UDCG) მე-20-ე შეხვედრა 19 მარტს გაიმართება, გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე – იუწყება აშშ-ის საჰაერო ძალები 9 მარტს. “აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა… კვლავ მოიწვია თავდაცვის მინისტრები და მსოფლიოს მაღალი რანგის სამხედროები, რათა განიხილონ უკრაინის კრიზისი და უსაფრთხოების სფეროს სხვადასხვა გამოწვევა, რომელთა წინაშეც არიან აშშ-ის მოკავშირეები და პარტნიორები” – ვკითხულობთ განცხადებაში. […]

გახარია: ჩემი ბრალიც არის, დღეს საქართველოში ფუნქციონირებს ერთადერთი ინსტიტუტი – ივანიშვილი

სამწუხაროდ ჩემი ბრალიც არის, ჩვენი ბრალიც არის, რომ დღეს საქართველოში ფუნქციონირებს ერთადერთი ინსტიტუტი და ამ ინსტიტუტს ჰქვია ივანიშვილი – სხვა ყველა ინსტიტუტი გაუქმებულია. ახლა ყოფილი პრემიერი მიმდინარეს რაღაცაში ეხმალავება, არანაირი მნიშვნელობა მაგას არ აქვს. ეტაპობრივად ბოლო სამი წლის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ დაშალა ყველა ინსტიტუტი შინაარსისგან. პარლამენტი დაცალა, პრეზიდენტი შეზღუდა, კონსტიტუცია საერთოდ გააუქმა. საბოლოო ჯამში, ქვეყანაში […]

შოთას “ფატიჰი” “ტრაპზონსპორთან” დამარცხდა

სამწუხაროდ მალე მოხსნეს შოთი. გალათასარაის მოუგეს და ამ 5:1 გამო არ უნდა მოეხსნათ . წარმატებები შოთის სადაც წავა . ისე თუ თურქეთს დაანებებს თავს კარგი იქნება მგონი

ლოჩოშვილი არ ათამაშეს – “კრემონეზემ” უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა

სერია B-ს 29-ე ტურში მეორეადგილოსანმა „კრემონეზემ“ საკუთარ მოედანზე უახლოესი მდევარი „კომო“ 2:1 დაამარცხა. მასპინძელთა გუნდის მცველი ლუკა ლოჩოშვილი ისევ სათადარიგო იყო. „კრემონეზე“ 56 ქულით მეორე პოზიციაზეა და 16 მარტს გასვლაზე „ზიუიდტიროლს“ დაუპირისპირდება. კრემონეზე – კომო 2:1 გოლები: 1:0 კოდა (45, პენ), 1:1 და კუნია (67), 2:1 ზანიმაკია (88) გაძევება: სტრეფეცა (14, კომო)