მისი პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების მიმართ განსაკუთრებული ნდობა მაქვს – ირაკლი კობახიძე მიხეილ სარჯველაძეზე

გასული ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა კონსულტაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის კანდიდატურის შესარჩევად. ამ ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა ინდივიდუალური კონსულტაციები, როგორც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებთან, ასევე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, კონსულტაციების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ის, […]
ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა რაპირით ასპარეზობაში, გუნდურ შეჯიბრებაში, მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა

პარიზში ეტლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა რაპირით ასპარეზობაში, გუნდურ შეჯიბრებაში, მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. პარიზში გამართულ ტურნირზე ჩვენმა გოგონათა ნაკრებმა – ირმა ხეცურიანის, ნინა თიბილაშვილის და გვანცა ზადიშვილის შემადგენლობით, რაპირით ასპარეზობაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში იტალიის უძლიერესი გუნდი ანგარიშით, 45:32 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეტლით მოფარიკავე […]
დევისის დომინანტური მატჩი – “ლეიკერსმა” “მინესოტა” დაამარცხა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” “მინესოტა ტიმბერვულსს” უმასპინძლა და 120:109 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ “მგლებს” ტრავმების გამო რუდი გობერი და კარლ ენტონი თაუნსი ვერ ეხმარებოდნენ. “ანგელოზების” რიგებში კი შეხვედრაში მონაწილეობა ქემ რედიშმა, ჯარედ ვანდერბილტმა და გეიბ ვინსენტმა ვერ მიიღეს. “ლეიკერსიდან” საუკეთესო ენტონი დევისი გახლდათ, ამერიკელმა ცენტრმა 27 ქულა, 25 მოხსნა, 5 […]
ჟორჟოლიანი, ტყემალაძე, აბაშიძე, ქაჯაია – საკადრო ცვლილებები მთავრობის ადმინისტრაციაში

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჟორჟოლიანი დაინიშნა, რომელიც ამჟამად თბილისის საკრებულოს წევრი და იურიდიული კომიტეტის თავჯდომარეა. ასევე, ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა ნიკოლოზ ტყემალაძე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩევლად გიორგი ქაჯაია, ხოლო პრემიერმინისტრის მრჩევლად – ზურაბ აბაშიძე. ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრად ქართული ოცნების დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე წარადგინა.
“იქნება საუკეთესო მინისტრი” – პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დანიშნა

ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის მინისტრად ქართული ოცნების დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე დანიშნა. პრემიერმინისტრმა გადაწყვეტილება ბრიფინგზე გამოაცხადა. მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში ჰქონდა კონსულტაციები როგორც ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდის წევრებთან, ისე სამედიცინო საზოგადოებასთან. “კონსულტაციების ერთერთი მთავარი საკითხი იყო, რამდენად უნდა ყოფილიყო ახალი მინისტრი სამედიცინო წრეების წარმომადგენელი. ამასთან დაკავშირებით როგორც პოლიტიკური გუნდის წევრების, ისე სამედიცინ საზოგადოების წარმომადგენლებს შორის აზრი […]
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჟოჟოლიანი დაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჟოჟოლიანი დაინიშნა. ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელად ჟორჟოლიანი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 11 მარტს, წარადგინა. გარდა, ამისა ირაკლი კობახიძემ რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად ნიკოლოზ ტყემალაძე დაასახელა. კიდევ ერთი ცვლილება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ზურაბ აბაშიძეს შეეხო, რომელსაც აღნიშნული პოსტი წლების განმავლობაში ეკავა. ზურაბ აბაშიძე ამ პოსტზე გიორგი ქაჯაიამ ჩაანაცვლა, ხოლო ზურაბ აბაშიძე […]
CNN: რუსეთს უკრაინაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს საარტილერიო ჭურვების რაოდენობით

რუსეთი იმაზე მეტ საარტილერიო ჭურვს აწარმოებს, ვიდრე ეს უკრაინის დასახმარებლად შეუძლიათ აშშ-ს და ევროპას. ამის შესახებ ევროპის და ნატოს სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება ამერიკული ტელეკომპანია CNN-ი. მისი წყაროების თანახმად, რუსეთი ყოველთვიურად აწარმოებს 250 ათასამდე საარტილერიო ჭურვს, ანუ წელიწადში დაახლოებით 3 მილიონს. აშშ-ს და ევროპის სახელმწიფოებს შეუძლიათ უკრაინა ყოველწლიურად მოამარაგონ 1,2 მილიონი ჭურვით. CNN-ის ცნობით, […]
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ლევან ჟორჟოლიანი დაინიშნა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იქნება თბილისის საკრებულოს დეპუტატი ლევან ჟორჟოლიანი. მისი დანიშვნის შესახებ მედიას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აცნობა. ლევან ჟორჟოლიანი თბილისის საკრებულოს დეპუტატია 2017 წლიდან. ის მე-6 და მე-7 მოწვევის საკრებულოებში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარედ მუშაობდა. ჟორჟოლიანი მუნიციპალიტეტის საკრებულოში პარტია “ქართულ ოცნებას” წარმოადგენდა. კანონმდებლობის მიხედვით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ მას […]
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ სარჯველაძე დანიშნა. ირაკლი კობახიძემ ახალი მინისტრი მედიას ბრიფინგზე წარუდგინა. მიხეილ სარჯველაძე ამ დრომდე იყო საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. წლების განმავლობაში იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე და ასევე ხელმძღვანელობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. “ქართული ოცნების” ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მეოთხე მინისტრია. მისი წინამორბედები იყვნენ: · ზურაბ აზარაშვილი […]
ვინც დღეს აკრიტიკებს ქართულ მართლმსაჯულებას, თავის დროზე ქართული მართლმსაჯულება რეალურად საკუთარი ფეხის ქვეშ ხალიჩად აქცია
ვინც დღეს აკრიტიკებს ქართულ მართლმსაჯულებას, არიან ისინი, ვინც თავის დროზე ქართული მართლმსაჯულება რეალურად საკუთარი ფეხის ქვეშ ხალიჩად აქცია და მასობრივად დაარღვია ფუძემდებლური უფლებები, მაგალითად სამართლიანი სასამართლოს უფლება, – ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ თეა წულუკიანმა განაცხადა. ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ასევე გაიხსენა, რომ იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დაკავების შემდეგ, ზურაბ ადეიშვილის ყოფილ კაბინეტში აღმოაჩინა იმის […]