„ინტერ ლოჯისტიკსი“ – გადაზიდვებზე მოთხოვნა გაიზარდა როგორც შორეული აღმოსავლეთის პორტებიდან, ასევე ევროპის მიმართულებით

ქართული ლოგისტიკური კომპანია Inter Logistics-ი ბაზარზე უკვე 12 წელია ოპერირებს, რა პერიოდშიც სერვისების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა და მომსახურება მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. კომპანიას როგორც დიდ პროექტებზე მუშაობის, ისე სახიფათო და არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვის მდიდარი გამოცდილება აქვს. ის ახორციელებს პროდუქციის ექსპორტსა და იმპორტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რა სიახლეებს ნერგავს Inter Logistics-ი („ინტერ ლოჯისტიკსი“) 2024 წელს და რა ვითარებაა […]
ევროკავშირი – ცნობები იმის შესახებ, რომ ირანი, შესაძლოა, რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს გადასცემდეს, ძალიან შემაშფოთებელია – ევროკავშირი მზადაა, სწრაფად უპასუხოს

ევროკავშირის ლიდერები მზად არიან უპასუხონ ირანის ქმედებებს ახალი და მნიშვნელოვანი ზომებით იმ ცნობების ფონზე, რომ თეირანი რუსეთს, შესაძლოა, უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად ბალისტიკურ რაკეტებს გადასცემდეს. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მომავალი კვირის სამიტის დასკვნების პროექტშია აღნიშნული. „ევროპული საბჭო მოუწოდებს მესამე მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომისთვის მატერიალური მხარდაჭერა. ცნობები იმის შესახებ, რომ ირანი, შესაძლოა, რუსეთს […]
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ რატი იონათამიშვილი განიხილება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე რატი იონათამიშვილის კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, იონათამიშვილის კანდიდატურა უმრავლესობის წევრებს თავად შესთავაზა. „ველაპარაკე რატის და, ბუნებრივია, ამაზე უარი არ უთქვამს, პირიქით, სიხარულიც კი გამოხატა, რადგან ყველზე ორგანული თუკი ვინმესთვის შეიძლება ეს სფერო იყოს, არის რატი იონათამიშვილისთვის. მათ […]
მომავალში კონსულტაციებს ვაპირებთ – ჯაფარიძე “ახალზე”

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას გაერთიანებასთან მომავალში აპირებენ კოორდინაციასა და კონსულტაციებს. როგორც ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ ელენე ხოშტარიას „დროასთან“ ერთად ამჟამად საკუთარი კამპანიითაა დაკავებული. „ნიკა გვარამიასთან ჩვენ კომუნიკაცია გვქონია და ვიცი, რომ მომავალშიც გვექნება. ჯერჯერობით, ამ წუთში, ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. ვგულისხმობ „გირჩი მეტი-თავისუფლებას“ და „დროას“, ჩვენ ჩვენი […]
რუსეთში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა – მედია

ტელეგრამ არხების “112” და “Shot-ის” ინფორმაციით, რუსეთის ივანოვის რეგიონში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, სავარაუდოდ “Il-76” ჩამოვარდა. თვითმფრინავი ივანოვო სვერნის ავიაბაზაზე უნდა დაშვებულიყო, მაგრამ ის ჩამოვარდა დანიშნულების ადგილიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ტყიან ადგილას. “Baza-ს” ცნობით, თვითმფრინავზე 12 ადამიანი იმყოფებოდა.
რეზი ესაძე კლუბ Karlsruhe-Beiertheim-ის სპორტულ მენეჯერად დაინიშნა

ვეტერანი მოცურავე და საქართველოს მოცურავეთა კლუბის ვიცეპრეზიდენტი რეზი ესაძე, გერმანიის ქალაქ კარსლუეში, კლუბ Karlsruhe-Beiertheim-ის სპორტულ მენეჯერად დაინიშნა. კლუბში, 11 სხვადასხვა სპორტის სახეობაში 2,300-ზე მეტი სპორტსმენი ვარჯიშობს. კლუბის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სპორტში ჩართულობას და ასევე, მაღალ სპორტულ შედეგებს მიაღწიოს. „რეზი მრავალი წლის განმავლობაში იყო პროფესიონალური ცურვით დაკავებული და შესრულებული ჰქონდა სპორტის ოსტატობის კანდიდატის ნორმატივი თავისუფალი […]
არახამიას ასეთი დამოკიდებულება იმ არამეგობრული დამოკიდებულების გაგრძელებაა, რაც არა მხოლოდ არამეგობრულობას, არამედ ამ ქვეყნის მტრობას ნიშნავს

არახამიას ასეთი დამოკიდებულება იმ არამეგობრული დამოკიდებულების გაგრძელებაა, რაც არა მხოლოდ არამეგობრულობას, არამედ ამ ქვეყნის მტრობას ნიშნავს „არახამიას ასეთი დამოკიდებულება არის იმ არამეგობრული დამოკიდებულების გაგრძელება, რაც არა მხოლოდ არამეგობრულობას, არამედ ამ ქვეყნის მტრობას ნიშნავს და იმედს ვიტოვებ, რომ მისი და მისი თანამზრახველების ამ საკითხში ასეთი დამოკიდებულება, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვერასდროს შეარყევს ორი ხალხის ისტორიულ მეგობრობას“,-განაცხადა საპარლამენტო […]
ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირში ღირებულებათა გადაფასების პროცესი მიმდინარეობს, რაც საბოლოო ჯამში, ადამიანებში იწვევს ფართოდ რეკლამირებული ევროპული ღირებულებების ნიველირებას
ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირში ღირებულებათა გადაფასების პროცესი მიმდინარეობს, რაც საბოლოო ჯამში, ადამიანებში იწვევს ფართოდ რეკლამირებული ევროპული ღირებულებების ნიველირებას ფართოდ გაჟღერებული ევროპული ღირებულებების უამრავი წყლული წარმოაჩინა თანამედროვეობამ. ზოგჯერ იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირში ღირებულებათა გადაფასების ისეთი პროცესი მიმდინარეობს, როგორც ეს იყო გასული საუკუნის 1980-იანი წლების საბჭოთა კავშირში – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი […]
2023 წელს კავკასიის ეკონომიკის ზრდა 4.4%-ია – Gnomon Wise

კვლევითი ორგანიზაცია Gnomon Wise კავკასიის ეკონომიკური ზრდის შესახებ ყოველთვიურ მიმოხილვას აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს კავკასიის ეკონომიკის ზრდა 4.4%-ია. ამავე ცნობით, 2022 წელს კავკასიის ეკონომიკური ზრდა 7.8%-ს აღწევდა. გასულ წელს ეკონომიკური ზრდის ტემპის კლება რუსეთიდან ადამიანური და ფინანსური კაპიტალის ნაკადების შემცირებასა და წინა წელთან შედარებით, ნავთობის დაბალ ფასებს უკავშირდება. მიმდინარე წლის იანვარში ზრდამ […]
მოსამართლე, რომელმაც პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტი გახდა

მოსამართლე ტომოკო აკნე, რომელმაც პუტინის დაკავების ორდერი გასცა, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტი გახდა. ის ICC-ს სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. შეგახსენებთ, 2023 წლის მარტში, ICC-მ რუსეთის პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთში ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები გასცა უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის გამო. ამ გადაწყვეტილების პასუხად, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ჰააგის პროკურორისა და […]