ისრაელი გაეროს „ჰამასზე“ ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდებს

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს გაზარდოს ზეწოლა „ჰამასზე“, რათა უპირობოდ და დაუყონებლივ მოხდეს „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლება. მინისტრ ისრაელ კაცის თქმით, გაერო „ჰამასს“ ისე უნდა მიუდგეს, როგორც „ალ ყაიდას“ და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს. ისრაელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციისგან ითხოვს, რომ გადაიდგას უმკაცრესი ნაბიჯები და დაგმობილ იქნას ისრაელის მოქალაქეებზე „ჰამასის“ სექსუალური ძალადობის ფაქტები, […]

რუსული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი, რომელშიც 15 ადამიანი იმყოფებოდა, ჩამოვარდა

რუსეთმა განაცხადა, რომ სამშაბათს, აფრენიდან მალევე, მისი ერთ-ერთი სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი Ilyushin Il-76 ჩამოვარდა. მოსკოვის ცნობით, ბორტზე 15 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ძრავზე გაჩენილი ხანძარი გახდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კატასტროფა ივანოვოს რაიონში მოხდა. რუსული ონლაინ საინფორმაციო სამსახურების ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. რუსულ სოციალურ მედიაში გადაუმოწმებელი ვიდეოკადრები ვრცელდება, რომელზეც ასახულია, […]

გენადი არველაძემ პარლამენტარებს DCFTA – ის განხორციელების ანგარიში და 2024 წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების 2023 წლის ანგარიში და 2024 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა 2023 წლის 14 დეკემბერს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის […]

ლევან დავითაშვილმა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დახურვის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, მის ფარგლებში გაწეული სამუშაოსთვის, მადლობა გადაუხადა. როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, პროგრამა USAID-ის ეკონომიკური მხარდაჭერის მიმართულებით წამყვან როლს ასრულებდა. „მრავალი წელია, სხვადასხვა პროგრამის და პროექტის ფარგლებში […]

კონკურენციის სააგენტომ “დროს” წინააღმდეგ “სკას” საჩივარი განუხილველად დატოვა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს “სკა ჯგუფის“ საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ბრძანება გამოაქვეყნა. „სკა“ სააგენტოში წარდგენილ საჩივარში ამტკიცებდა, რომ შპს „დრო ჰელსი“ არაკეთილსინდისიერ კონკურენციას ეწეოდა. სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, მომჩივანმა სააგენტოში წარდგენილი საჩივარი უკან გაიხმო, შესაბამისად, ბრძანების საფუძველი შპს “სკა ჯგუფის“ საჩივრის გახმობის შესახებ განცხადებაა. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, „საჩივრის განუხილველად დატოვება არ […]

APM TERMINALS-ის მტკიცებით, ფოთის პორტში $200-მილიონიანი ინვესტიცია მთავრობის მიზეზით ჭიანურდება

APM ტერმინალს ფოთი (სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“) მზად არის, პორტის გაფართოების პროექტში მინიმუმ 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს, მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობა მიიღებს განკარგულებას და გასცემს თანხმობას APM ტერმინალს ფოთთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. ეს განცხადება დღეს ეიპიემ ტერმინალს ფოთმა გაავრცელა. როგორც ცნობილია, ფოთის პორტის გაფართოების და ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესი ბოლო […]

“ვინ შემამოწმებს – ხელმოცარული იურისტები? კორუმპირებული პოლიტიკოსები?” – თადუმაძე ვეტინგზე

“ვინ აპირებს ჩემს შემოწმებას – ხელმოცარული იურისტები და კორუმპირებული პოლიტიკოსები?” – ასე ეხმაურება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე შალვა თადუმაძე მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების პროცედურის – ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებულ ინიციატივას. თადუმაძე ამბობს, რომ ე.წ. ვეტინგი “მის მიერ მიღებული ათასობით გადაწყვეტილებაა, რომელიც სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმაზე საჯაროდ ქვეყნდება და ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია”. “პოლიტიკურად ანგაჟირებული ფსევდო ექსპერტები […]

“ჟირაფს ასე მაღაზიაში ვერ იყიდით, სადღაც უნდა დაიბადოს” – თბილისის ზოოპარკის დირექტორი

საჟირაფე შენდება, ეს არის ყველაზე რთული შენობა და ძალიან დიდი ხანი დაჭირდა ამის აშენებას, უახლოეს პერიოდში უნდა დამთავრდეს და ამასობაში ჩვენ ვზრუნავთ ჟირაფების ჩამოყვანაზე. მოგეხსენებათ, ჟირაფს ასე მაღაზიაში ვერ იყიდით, სადღაც უნდა დაიბადოს, შემდეგ გარკვეულ ასაკამდე უნდა მიაღწიოს, შემდეგ უკვე ჩამოვიყვანთ. მისი ტრანსპორტირებაც საკმაოდ რთული და ძვირადღირებული საქმეა. თბილისის ზღვის ზოოპარკი უკვე გახლავთ ევროპის აკვარიუმებისა […]

განგაში ბელგოროდში, კურსკში, ვორონეჟში, იბომბება როსტოვის, ბრიანსკის, ლენინგრადის ოლქები – კობერიძე

გრძელდება შეტევა რუსეთის ტერიტორიაზე. უკრაინის მხარეს მებრძოლი თავისუფალი რუსეთის ლეგიონი ღრმად შევიდა ბელგოროდის ოლქში. სირენების ხმაა ჩართული ბელგოროდში, კურსკსა და ვორონეჟში. იბომბება როსტოვისა და ბრიანსკის ოლქები. დაიბომბა ლენინგრადის ოლქიც. ჯერ კიდევ დაუდგენელი ინფორმაციით ბელგოროდის ოლქში რუსეთის გამანადგურებელი იქნა ჩამოგდებული პრო-უკრაინული ძალების მიერ. ჩამოვარდა რუსული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავიც. ჯერჯერობით წინააღმდეგობა რუსეთის მხრიდან ლიმიტირებულია. ლეგიონის გაცხადებული მიზანი […]

ჰეზბოლამ ისრაელის მიმართულებით 100 რაკეტა გაისროლა

სამშაბათს, „ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ ისრაელის სამხედრო ობიექტებზე 100-ზე მეტი რაკეტა გაისროლა, რაც ხუთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ღაზაში ომის პარალელურად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეტევაა. ლიბანური წყაროების ცნობით, მეორე დღეა, ისრაელი ლიბანის ბექაას ხეობაზე, ავიადარტყმებს ახორციელებს. მათი სამიზნე „ჰეზბოლას“ ობიექტებია. ამავე წყაროების ცნობით, ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად, მოკლულია ირანის მხარდაჭერილი ჯგუფის მინიმუმ ერთი წევრი. „ჰეზბოლას“ განაცხადებაში […]