“მრავალეროვანმა საქართველომ“ მარკ კლეიტონს უმასპინძლა

დღეს „მრავალეროვანმა საქართველომ“ თავის ოფისში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონს უმასპინძლა. “მრავალეროვანი საქართველოს” ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ ორგანიზაციის ლიდერები და მისი ქოლგის ქვეშ გაერთიანებული სომხური და აზერბაიჯანული თემების წარმომადგენლები. “დამსწრეებმა ისაუბრეს ეთნოსთაშორის სფეროში არსებულ მდგომარეობასა და არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის არჩევნებში ახალი ტექონოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით. საუბარი, ასევე, შეეხო ორგანიზაციის სამომავლო გეგმებსა […]

მთავრობამ “სითი მოლის” მფლობელ კომპანიას შაორის მიმდებარედ 2,246 კვ/მ 49 წლის აღნაგობით გადასცა

საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, IG Development-ის შემადგენლობაში არსებულ კომპანია “სითი დეველოპმენტს” რაჭაში, შაორის ტბის მიმდებარედ 49-წლიანი აღნაგობის უფლებით 2,246 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი გადაეცა. განკარგულების თანახმად, კომპანიამ მიწით სარგებლობისთვის წლიურად 7,900 ლარი უნდა გადაიხადოს. IG Development-მა რაჭაში სასტუმროს პროექტის განვითარებისთვის 29,693 კვ/მ მიწის ნაკვეთი ელექტრონული აუქციონის წესით ჯერ კიდევ 2022 წელს შეიძინა. სავარაუდოდ, […]

თბილისის ზოოპარკი ჟირაფების ჩამოსაყვანად ემზადება

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟირაფებისთვის ვოლიერებს ამზადებენ. სეზონური, ზამთრისა და ზაფხულის ვოლიერები აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ თბილისის ზოოპარკს “ზოოპარკებისა და აკვარიუმების ევროპულ ასოციაცია” ცხოველების მოძიებაში დაეხმაროს. “ზამთრის ვოლიერი სრულდება, თუმცა ზაფხულის ჯერ გასაკეთებელია – ეს პრობლემაა ჟირაფების ჩამოყვანის… ” – ეუბნება რადიო თავისუფლებას თბილისის ზოოპარკის დირექტორი გურიელიძე. მისი თქმით, “ზოოპარკებისა და აკვარიუმების ევროპულ ასოციაციას” გასულ […]

„პორშე ცენტრი თბილისმა“ ახალი Porsche Panamera გუდაურში, 2750 მეტრის სიმაღლეზე წარადგინა

გუდაურში, 2750 მეტრის სიმაღლეზე, ექსტრემალურ პირობებში, „პორშე ცენტრი თბილისმა“ ახალი, მესამე თაობის, Porsche Panamera მორიგი Road Tour-ის ფარგლებში წარადგინა. თამარ ხოსროშვილი, „პორშე ცენტრი თბილისის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის ვცდილობთ, „პორშეს“ მოდელების წარდგენა გამორჩეული და დასამახსოვრებელი იყოს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ახალი Porsche Panamera-ს წარდგენა განსხვავებულ ლოკაციაზე მოგვეწყო. სპეციალურად ღონისძიებისთვის დავამზადეთ ავტომობილის გადასაადგილებელი კონსტრუქცია, […]

ნავთობის ფასი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა

ნავთობის ფასი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა 2024 წლის 11 მარტის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 82.21 (+ 0.13) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 77.93 (- […]

ღაზისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთულმა გემმა კვიპროსი დატოვა

გემმა, რომელზეც ღაზისთვის განკუთვნილი 200 ტონა ჰუმანიტარული დახმარებაა განკუთვნილი კვიპროსი დატოვა. იქ მიმდინარე ომის ფონზე, ღაზაში სხვადასხვა ორგანიზაციების შეფასებით, უმძიმესი ჰუმანიტარული მდგომარეობაა და მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა. საქველმოქმედო გემი “ოუფენ არმი” კვიპროსიდან, ლარნაკადან გავიდა და თან მიაქვს ფქვილი, ბრინჯი და ხორცი. ეს საპილოტე პროგრამაა, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საემიროებისა და ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაცია “მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს” მიერაა […]

შიდა ფრენების სუბსიდირება კიდევ 3 თვით გახანგრძლივდა

შიდა ფრენების სუბსიდირება კიდევ 3 თვით გახანგრძლივდა პრემიერის განკარგულებით, შიდა ფრენების ხელშეკრულება კიდევ ერთხელ, ამჯერად 3 თვით გახანგრძლივდა. 1 მარტს გამოცემული განკარგულების მიხედვით, კომპანიებს, რომლებიც შიდა ფრენებს ახორციელებენ უფლება 31 მაისის ჩათვლით ექნებათ. აღსანიშნავია, რომ შიდა ფრენების უმეტესობას, რომელსაც მთავრობა ასუბსიდირებს, AK-Air Georgia ემსახურება. ავიაკომპანიამ ტენდერში 2018 წელს გაიმარჯვა, ამის შედეგ ახალი ტენდერი არ გამოცხადებულა […]

პროკრედიტ ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), ევროკავშირთან და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით ქალი მეწარმეების მხარდაჭერას აძლიერებს

პროკრედიტ ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), ევროკავშირთან და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით ქალი მეწარმეების მხარდაჭერას აძლიერებს პროკრედიტ ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), ევროკავშირთან და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით ქალი მეწარმეების მხარდაჭერას აძლიერებს. EBRD-ის მიერ გამოყოფილი 8 მილიონი ევროს საკრედიტო რესურსის ფარგლებში, ბანკი ქალი მეწარმეების ზრდისა და განვითარების ახალ შესაძლებლობას ქმნის. ეს საშუალებას მისცემს […]

1919 წლის 12 მარტს საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა გაიმართა

1919 წლის 12 მარტს საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა გაიმართა. ეს იყო პირველი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც 14-17 თებერვალს ჩატარებული საყოველთაო, პირდაპირი არჩევნების შედეგად, ფარული კენჭისყრით აირჩიეს. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში ინახება დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის ფოტო; დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრების ფოტო; ასევე საარჩევნო მასალები: საარჩევნო-სააგიტაციო ფურცლები, ქალაქებსა და მაზრებში არჩევნების შედეგების ამსახველი დოკუმენტები. რაც […]

ბრიტანული გამოცემა “The Financial Times” საქართველოს შესახებ წერს

„დაბრუნება საქართველოში, სადაც სტუმარი ღვთისა“ – ამ სათაურით გავლენიანი ბრიტანული გამოცემა “The Financial Times” საქართველოს შესახებ 20 -გვერდიან სტატიას აქვეყნებს. ვრცელი სტატია მწერალმა ლეო ვარდიაშვილმა მოამზადა და დეტალურად აღწერა ქართული კულტურა, ტრადიციები, ტურისტული ადგილები, ღვინო, კულინარია, სტუმართმოყვარეობა და სვანეთში გამართული ფრირაიდის მსოფლიო ტური. „ევროპიდან საქართველოში ფრენისას ალბათ თვალი შეგივლიათ კავკასიონის მთებისთვის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში […]