მოსკოვი აცხადებს, რომ უკრაინა დრონებით რუსეთის ტერიტორიას მთელი დღის განმავლობაში უტევდა

უკრაინამ სამშაბათს რუსულ სამიზნეებზე ათობით დრონითად და რაკეტით იერიში მიიტანა. შედეგად, სერიოზულად დაზიანდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. რუსეთი და უკრაინა უპილოტო საფრენ აპარატებს აქტიურად იყენებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, სამხედრო ობიექტებზე და ჯარების კონცენტრაციაზე თავდასხმისთვის. კიევმა ბოლო თვეებში რამდენიმე იერიში მიიტანა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ენერგეტიკულ ობიექტებზე. პარალელურად, რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის მოკავშირე რუსულენოვანმა მებრძოლებმა რუსეთის საზღვრის გადაკვეთა, სულ […]

რუსეთის თქმით, ორ რეგიონში, უკრაინიდან შეჭრის მცდელობა აღკვეთა

12 მარტს, რუსეთმა განაცხადა, რომ ბელგოროდის და კურსკის ოლქებში, უკრაინის მხრიდან რამდენიმე თავდასხმა მოიგერია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, რუსეთის ძალებმა აღკვეთეს უკრაინიდან სამხედრო შეჭრის მცდელობა და თავდამსხმელებს დიდი ზარალი მიაყენეს. მანამდე, დაუზუსტებელი ინფორმაცია უმეტესად “ტელეგრამის” სოციალური ქსელის საშუალებით ვრცელდებოდა. ცნობების მიხედვით, დღეს დილიდან საბრძოლო მოქმედებები რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქის რამდენიმე დასახლებაში ერთდროულად დაიწყო. მოგვიანებით, რუსეთის […]

ბორჯღალოსნები | პარიზული ფინალისთვის მზადება დაიწყო

ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა ორი დღეა საფრანგეთში იმყოფება და 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის ემზადება, რომელიც 17 მარტს, ჩვენი დროით 23:55 საათზე „ჟან ბუინზე“ დაიწყება. რიჩარდ კოკერილმა თავისი პირველი ფინალისთვის 34 მოთამაშეს უხმო და რადგან ფინალი საფრანგეთში იმართება, გუნდიც პირდაპირ პარიზში შეიკრიბა. 2023 წლის მსოფლიო თასზე პორტუგალიასთან ნათამაშები ფრის (18:18) შემდეგ, ბორჯღალოსნებში განსაკუთრებული განწყობაა და […]

Reuters – აშშ უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს

აშშ უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნული აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის გადაცემული პირველი სამხედრო პაკეტი იქნება, იმის ფონზე, რომ „რესპუბლიკელები” აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში უკრაინისთვის განკუთვნილ 60 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის კენჭისყრაზე გატანას ბლოკავენ. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, პაკეტის გადაცემის შესახებ არაუგვიანეს სამშაბათს გამოცხადდება.

ბულგარეთის ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბულგარეთი აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების გაზრდით არის დაინტერესებული

ბულგარეთი დაინტერესებულია აზერბაიჯანისგან გაზის მიწოდების გაზრდით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ ბულგარეთის ენერგეტიკის სამინისტროში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. „აზერბაიჯანი ბულგარეთის სტრატეგიული ეკონომიკური პარტნიორი და ჩვენს ქვეყანაში ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიცირების მნიშვნელოვანი წყაროა. 2022 წლის პირველი ოქტომბრიდან საბერძნეთი-ბულგარეთის ინტერკონექტორის კომერციული ექსპლუატაციის საშუალებით ბულგარეთი, ფაქტობრივად, სამხრეთის გაზის დერეფნის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განუყოფელი ნაწილი გახდა, რითიც ხელს უწყობს […]

ევროპარლამენტმა მიიღო კანონი ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ავლის კრიმინალიზაციის შესახებ

12 მარტს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა და მიიღო კანონი ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევის და მათთვის გვერდის ავლის კრიმინალიზაციის შესახებ. კანონი კერძოდ, ამარტივებს იმ აქტივების კონფისკაციას, რომლებსაც შეზღუდვა შეეხებათ. ახალი კანონით ასევე დადგინდა სანქციების დარღვევის განსაზღვრა და მათ გამო სასჯელის პრინციპები. უნებლიედ დარღვევის გარდა, ახალი კანონით დაისჯება იარაღით და ორმაგი დანიშნულების საქონლით სავაჭრო ქმედება, რომელიც დაუდევრობით […]

ამ დროს, მიხეილ სააკაშვილი უკვე შემოპარული იყო მათი მეშვეობით საქართველოში და აწყობდა გეგმებს სამოქალაქო დაპირისპირების მოსაწყობად

ამ დროს, მიხეილ სააკაშვილი უკვე შემოპარული იყო მათი მეშვეობით საქართველოში და აწყობდა გეგმებს სამოქალაქო დაპირისპირების მოსაწყობად როგორც ჩანს ის ადამიანები, რომლებიც მფარველობენ და პატრონობენ მათ შორის ადეიშვილსაც, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ ადამიანმა სასჯელი არ მოიხადოს საქართველოში. ასევე, რა თქმა უნდა, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ სააკაშვილსაც თავი აერიდებინა სასჯელისთვის მაგრამ, როგორც ჩანს, მას სხვა დავალება […]

დღეს, როგორც არასდროს საქართველო სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანაა, შიდა და გარე მტრები ცდილობენ დაგვაბრუნონ ძველ ორბიტაზე, როცა საქართველოს ხელისუფლება ხან მოსკოვს ემორჩილებოდა და ხან ვაშინგტონს – ნინო ფოჩხუა ვეტინგის სისტემაზე

დღეს, როგორც არასდროს საქართველო სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანაა, შიდა და გარე მტრები ცდილობენ დაგვაბრუნონ ძველ ორბიტაზე, როცა საქართველოს ხელისუფლება ხან მოსკოვს ემორჩილებოდა და ხან ვაშინგტონს – ნინო ფოჩხუა ვეტინგის სისტემაზე ნინო ფოჩხუა ე.წ “ვეტინგის” სისტემის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. “დღეს, როდესაც როგორც არასდროს საქართველო სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანაა, შიდა და გარე მტრები ცდილობენ დაგვაბრუნონ ძველ […]

„ინდოელი ტურისტების 60-70%-ს საქართველოში შემოსვლაზე უარს ეუბნებიან“ – “აჭარა ტური”

წელს პირველად აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ინდოეთის ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ. რეგიონის და ზოგადად, საქართველოს, როგორც მრავალფეროვანი და ინდოეთისთვის ახალი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად განახორციელა. გამოფენის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა ინდოეთის ტურიზმის სამინისტროს, მსხვილი ტურისტული ასოციაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან. ინდოეთის ტურიზმის სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და ინდოეთის ტურიზმის გაერთიანებულ […]

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის შესახებ კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს მიმართა

მოწმის, დაზარალებულის, ბრალდებულის, მსჯავრდებულისა და გამართლებულის მხრიდან, გამოძიების მიერ მოპოვებული/ამოღებული სატრანსპორტო საშუალების ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებისგან გათავისუფლების მიზნით, სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათი ცნობით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ცვლილება-დამატება უნდა შევიდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს […]