ომბუდსმენს მოქმედი თანამშრომელი სასამართლოში უჩივის და დისკრიმინაციის დადგენას ითხოვს

სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს თანამშრომელი ლევან პაპავა უჩივის და თბილისის საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებული შეხედულებების ნიშნით დისკრიმინაციის დადგენას და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. ლევან პაპავა, რომელიც ომბუდსმენის აპარატის რეგიონული სამმართველოს კოორდინატორის პოზიციას იკავებს, ამბობს, რომ სამსახურში უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ადრესატი გახდა, რაზეც სახალხო დამცველს რეაგირება არ ჰქონია. პაპავას თქმით, მისი უშუალო უფროსისგან, გიორგი ტალახაძისგან […]

პუტინი: მოლაპარაკებები უფრო ადვილია მათთან, ვისაც ცხვირი კოკაინში აქვთ

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, კრემლი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ის უნდა ეფუძნებოდეს რეალობას და არა ფსიქოტროპული წამლების გამოყენების შემდეგ გაჩენილ სურვილებს. ამის შესახებ პუტინი ადგილობრივ მედიას ესაუბრა. “მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის? დიახ, მაგრამ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის არა ფსიქოტროპული წამლების მოხმარების შემდეგ გაჩენილი სურვილების საფუძველზე, არამედ იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც შეიქმნა”. – თქვა პუტინმა. ამასთან, […]

მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას მიწის ოთხი ნაკვეთი ერთ ლარად გადასცა

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 მარტის განკარგულების მიხედვით, მართლმადიდებელ ეკლესიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით 1 ლარად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ოთხი ნაკვეთი გადაეცა. დოკუმენტს ხელს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. · ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ნარუჯაში მდებარე 849 კვადრატული მეტრი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი · ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ნატანებში, 22-ე ქუჩაზე, N106-ში მდებარე 929 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო მიწის […]

ემანუელ მაკრონი პარასკევს ოლაფ შოლცსა და დონალდ ტუსკს შეხვდება

ემანუელ მაკრონი პარასკევს ოლაფ შოლცსა და დონალდ ტუსკს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ევროპულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, თავდაპირველად, ბერლინში ერთმანეთს საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი შეხვდებიან, მოგვიანებით კი მათ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი შეუერთდება. 1991 წელს შექმნილი გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის პოლიტიკური თანამშრომლობის პლატფორმის „ვაიმარის სამკუთხედის“ ფარგლებში, ეს დონალდ ტუსკის, როგორც პრემიერ-მინისტრის, […]

არასამთავრობო ორგანიზაციები – ხელისუფლება „კლანის“ წევრების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე უარით ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს

ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ხელისუფლებამ დროულად უნდა აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და დაიწყოს იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ევროკომისიის მიერ დამტკიცებული 9 ნაბიჯითაა გათვალისწინებული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ხელისუფლება „კლანის“ წევრების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე უარით ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს“. „ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშის თანახმად, საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად ხელისუფლებამ სხვა დათქმების შესრულებასთან ერთად, კეთილსინდისიერების […]

შალვა პაპუაშვილი – ზურაბ ადეიშვილი ქართული სახელმწიფოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი, მას ადრე თუ გვიან ქართული მართლმსაჯულების ხელი მიწვდება და ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილი, ისიც ციხეში აღმოჩნდება

ზუსტად ზურაბ ადეიშვილის პროკურორობის დროს იყო, როცა როინ შავაძე, ქართველი ჯარისკაცი მოკლეს და შემდეგ ეს საქმე ისე ჩაფარცხეს, რომ არავინ დასაჯეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა მიუღებელია ის, რომ ამ რეჟიმის შემოქმედ ადამიანს, ხვდებოდნენ და ხელს ართმევდნენ იმ კაბინეტებში, სადაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ევროპელ პარტნიორებთან ერთად საუბრობენ […]

გიგი წერეთელი – დიდი კრიტიკული მასის არსებობა არის ხელისუფლების დამარცხების გარანტია და არა რაღაც მექანიკური გაერთიანებები

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი აცხადებს, რომ ნებისმიერ გაერთიანებაზე საუბარი, რომელსაც არ აქვს შინაარსობრივი ერთობა და ტექნიკური ხასიათისაა, რათა ბარიერი გადაილახოს, არარეალისტურია. „ეს არ მოიტანს შედეგს და მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების სასარგებლოდ იმოქმედებს. პარტიებისთვის მთავარია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გააქტიურდეს და რაც შეიძლება მეტმა გაიგოს, თუ რისი გაკეთება სურთ პარტიებს. “ევროპული საქართველო” სწორედ […]

ბათუმის წყალი – ბათუმში, შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და წყალარინების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი განხორციელდება

ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მე-5 ფაზის ფარგლებში ვორქშოფი გაიმართა. ბათუმის წყლის ინფორმაციით, შეხვედრაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების სამშენებლო სამუშაოების შესახებ პრეზენტაცია გერმანულმა საკონსულტაციო კომპანიებმა – Posch & Partner GmbH და MACS წარადგინეს. მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში, შემოერთებულ ტერიტორიებზე: ადლია, კახაბერი, აეროპორტისა და ხელვაჩაურის ინდუსტრიული დასახლებები, შეიქმნება უწყვეტი წყალმომარაგებისა და წყალარინების გამართული სისტემები, ასევე დაგეგმილია: […]

შალვა პაპუაშვილი – შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებზე საუბარი გვექნება, როგორც საპარლამენტო თანამშრომლობის შესახებ, ასევე ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე

საპარლამენტო დელეგაციის ფარგლებში ვიზიტი შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში გვექნება, სადაც პირველ რიგში პარლამენტში ჩვენს კოლეგებს, პარლამენტის თავმჯდომარეებს შევხვდებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შვეიცარიის კონფედერაციაში ვიზიტის დროს განაცხადა. როგორც, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები, სადაც საუბრის მთავარი თემა, გამოცდილების გაზიარება და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება იქნება. ,,დღეს, […]

ილია დარჩიაშვილი ფინეთის პრეზიდენტს შეხვდა

ფინეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ფინეთის პრეზიდენტს ალექსანდერ სტუბს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში. „შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესსა და ამ მიმართულებით, ფინეთის […]