„მოქალაქე არ დაემორჩილა მოთხოვნას მანქანის შეჩერების თაობაზე და მორები მანქანიდან გადმოყარა“ – ბალდაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში დიდი ოდენობით მრგვალი მორის უკანონო ჭრა-ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. სოფელ ბალდის მკვიდრი გ.წ. სატვირთო ავტომანქანით 22 ერთეული სხვადასხვა სახეობის მრგვალი მორის ტრანსპორტირებას ახდენდა. მოქალაქე არ დაემორჩილა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მოთხოვნას მანქანის შეჩერების თაობაზე და მორები მანქანიდან […]
„უგულავა წარმოადგენს იმ რეჟიმის ერთ-ერთ თანამშენებელს, რომელმაც საქართველოში ძალიან დიდი უბედურება მოუტანა ხალხს“ – მათიკაშვილი

გიგი უგულავა წარმოადგენს იმ რეჟიმის ერთ-ერთ თანამშენებელს, რომელმაც საქართველოში ძალიან დიდი უბედურება მოუტანა ხალხს 2012 წლამდე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მათიკაშვილს კითხვა დაუსვეს გიგი უგულავას განცხადებასთან დაკავშირებით, დავით მათიკაშვილის თქმით, გიგი უგულავას ფრაზები გასაკვირი არ არის, ის თავად არის კრიმინალი და მძარცველი. „გიგი უგულავა წარმოადგენს იმ რეჟიმის ერთ-ერთ თანამშენებელს, რომელმაც […]
ადიგენის მერის შვილმა მერიისგან 103 829 ლარი მიიღო, მერის ძმა მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის დირექტორია – საერთაშორისო გამჭვირვალობა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ადიგენის მერიაში ინტერესთა შეუთავსებლობასა და კორუფციის პრობლემებზე საუბრობს. უფრო კონკრეტულად, ადიგენის მერის, გოჩა ქიმაძის ძმა, ჯემალ ქიმაძე 2021 წლიდან დღემდე ააიპ “ადიგენის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის” დირექტორია. ეს “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონით თანამდებობრივი შეუთავსებლობაა. ჯემალ ქიმაძე ააიპ “ადიგენის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის” დირექტორად მერად გოჩა ქიმაძის არჩევამდე, ხუთი თვით ადრე დანიშნეს. […]
„რა 2008 წელი, აქამდე საღათას ძილით ეძინათ თუ სად იყვნენ?” – ელისაშვილი „ხალხის ძალის“ განცხადებაზე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “მოქალაქეების” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი „ხალხის ძალის“ განცხადებაზე: “ხელისუფლება რომ შეიცვლება, მერე არ გამოვრიცხავ, რომ ომი მართლა გამოვიძიოთ. ოღონდ, ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის მერე რომ გაახსენდათ ისე კი არა, რეალურად ვინც დასასჯელია თავიდან ბოლომდე გამოვიძიებთ, ამას არ გამოვრიცხავ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. ამათ ხელში რა გამოძიება, რა 2008 წელი, აქამდე საღათას ძილით ეძინათ თუ […]
დაკავებულია 40 წლამდე კაცი, რომელმაც მეზობელს ყური მოაჭრა – რა მოხდა ქარელში?

დაკავებულია 40 წლამდე კაცი, რომელმაც მეზობელს ყური მოაჭრა – შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღლაურში მოხდა. 50 წლამდე კაცს ექიმების დახმარება დასჭირდა. წინასწარი ინფორმაციით, დაპირიუსპირებული მხარეები ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ, ისინი ერთად ქეიფობდნენ, მოგვიანებით კი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
ისრაელის ინფორმაციით, ლიბანში ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიბანის სამხრეთში მოკლეს ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი, ჰადი ალი მუსტაფა. ისრაელის მტკიცებით, მუსტაფა, რომელიც ლიბანის ქალაქ ტირეში მოკლეს, ისრაელისა და სხვადასხვა ქვეყნებში ებრაელების წინააღმდეგ თავდასხმების მოწყობაში იყო პასუხისმგებელი. გუშინ, 12 მარტს ლიბანურმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ ჰეზბოლამ ისრაელის ჩრდილოეთით, გოლანის მაღლობების მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა ისროლა. ეს ჰამას-ისრაელის ომის პარალელურად დაწყებული შეტაკებების დროს ერთ […]
მელია: არ მჯერა, რომ ფულით შეიძლება ფული დაამარცხო

რაც შეეხება დაფინანსებას, რა თქმა უნდა, ეს პროცესი იქნება გამჭვირვალე. ამ გზაზე ამ სირთულეებს ჩვენ წავაწყდებით, ოლიგარქიული რეჟიმია და ამის პრობლემა ამ ქვეყანაში იარსებებს, მაგრამ, მადლობა ღმერთს, არსებობს ხალხი, ვინც ამ თვალსაზრისით შენ გვერდში გიდგას, ამ პარტიას გვერდში დაუდგება და მთავარი არის ის, რომ მე არ მჯერა, რომ ფულით შეიძლება ფული დაამარცხო, როგორც ამორალურობა არ […]
სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით ახალი, იაფი თურქული ავიაკომპანია იფრენს

თბილისი-სტამბოლი-თბილისის მიმართულებით რეგულარული, ყოველდღიური ავიარეისების შესრულებას 31 მარტიდან იწყებს თურქული ავიაკომპანია AJet. AJet არის უმსხვილესი თურქული ავიაკომპანიის „თურქეთის ავიახაზების“ შვილობილი კომპანია, რომელიც 2008 წელს დაფუძნდა და ამ დრომდე AnadoluJet-ის სახელით ოპერირებდა. 2023 წელს AnadoluJet-ის სრული რებრენდინგი ჩატარდა. როგორც „თურქეთის ავიახაზებმა“ განაცხადა, მათი სურვილია, AJet აქციონ აბსოლუტურად დამოუკიდებელ, იაფ ავიაკომპანიად, რომელიც უახლოეს წლებში რეგიონის ლიდერ იაფ […]
პოლონეთი უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესყიდვის ინიციატივას შეუერთდა

პოლონეთი უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესყიდვის ინიციატივას შეუერთდა, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა. „დიახ, ჩვენ შევუერთდით“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ ვაშინგტონში ჟურნალისტებთან შეხვედრისას. რადოსლავ სიკორსკიმ არ დააკონკრეტა ის, თუ რა თანხას გამოყოფს პოლონეთის მთავრობა ჭურვების შესაძენად. ცნობისთვის, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შეძენის ინიციატივას 18 […]
ნინო თანდილაშვილი გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიის (UNEA-7) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეექვსე სესიაზე (UNEA-6) 2 წლის ვადით გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიის (UNEA-7) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს. „გაეროს გარემოს დაცვის ასამბლეა, რომელიც 193 წევრ ქვეყანას აერთიანებს, წარმოადგენს მსოფლიოს უმაღლესი დონის გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასამბლეა […]