ასეთი რამ გინახავთ? – ზვერევისა და ალკარასის მატჩი უცნაური მიზეზით შეწყდა [VIDEO]

ინდიან უელსის მეოთხედფინალში კარლოს ალკარასი (ესპანეთი) ალექსანდრ ზვერევს (გერმანია) დაუპირისპირდა და 2 სეტში 6:3, 6:1 დაამარცხა. მატჩისას კურიოზული შემთხვევა დაფიქსირდა. კორტზე ფუტკრების შემოსევის გამო შეხვედრა დროებით შეწყდა. გთავაზობთ ვიდეოს. შეგახსენებთ, ინდიან უელსის ნახევარფინალში კარლოს ალკარასის მეტოქე იტალიელი იანიკ სინერი იქნება. მატჩი 16 მარტს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

თებერვალში ფულადი გზავნილები 27%-ით შემცირდა, მათ შორის რუსეთიდან — სამჯერ

2024 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 272.3 მლნ აშშ დოლარი (723.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 26.9%-ით (100.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ფულადი გზავნილების სტატისტიკას 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა თებერვალში თითოეულზე […]

„წინ რომ გამოხტებიან, შეიძლება, მგელმა შეჭამოს“ — ოდიშარია უზენაესის ორ მოსამართლეზე

საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა ოდიშარია უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეებს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ევრორეკომენდაციის ფარგლებში კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმზე უზენაესი სასამართლოს ნეგატიურ შეფასებას, მოუწოდებს, „კეკლუცობას თავი დაანებონ“. ოდიშარია აცხადებს, რომ არცერთ მოსამართლეს კეთილსინდისიერების შემოწმებასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს და შესაბამისად, ვინც „წინ გამოხტება“, შესაძლოა, „მგელმა შეჭამოს“, რადგან აღმოჩნდეს, რომ თავად „არ არიან კეთილსინდისიერები“: „იმ […]

ალექსანდრე რაქვიაშვილის ინფორმაციით, გარემოს დაცვის კომიტეტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტს ისე იხილავს, რომ განსახილველი ინიციატივა დეპუტატებს დარიგებული არ აქვთ

„გირჩის“ დეპუტატის ალექსანდრე რაქვიაშვილის ინფორმაციით, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონის პროექტს ისე იხილავს, რომ კომიტეტის სხდომაზე განსახილველი ინიციატივა დარიგებული არ არის. რაქვიაშვილმა კანონის პროექტი მოითხოვა და კომიტეტის თავმჯდომარეს მაია ბითაძეს მიმართა, რომ მისი წარმოდგენა მეორე მოსმენით განხილვის დროს მაინც უზრუნველყონ. „კანონპროექტი მჭირდება – იქნებ მეორე მოსმენით განხილვის დროს იყოს ბოლო ვერსია. […]

შარლ მიშელი – მსურს, მივულოცო ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვება – არანაირი ოპოზიცია, არანაირი თავისუფლება, არანაირი არჩევანი

მსურს, მივულოცო ვლადიმერ პუტინს არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვება, – ასე ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს. „მსურს, მივულოცო ვლადიმერ პუტინს არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვება. არანაირი ოპოზიცია, არანაირი თავისუფლება, არანაირი არჩევანი“, – წერს მიშელი სოციალურ ქსელ X-ში. შეგახსენებთ, რუსეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო, ხმის მიცემის პროცესი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ვახტანგ მეგრელიშვილი მაია ბითაძეს – „შინაურ, ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტს ადამიანის საკუთრებაში შეჭრა, მისი კონტროლი და დაბეგვრა უდევს საფუძვლად, ისევე როგორც ნებისმიერ ლგბტ პროპაგანდას

„შინაურ, ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონის პროექტს ადამიანის საკუთრებაში შეჭრა, მისი კონტროლი და დაბეგვრა უდევს საფუძვლად, ისევე როგორც ნებისმიერ ლგბტ პროპაგანდას, – ასე მიმართა „გირჩის“ დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მაია ბითაძეს, კომიტეტის სხდომაზე, სადაც კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. მისივე თქმით, „ეს არის ბოროტი კანონი“. „თქვენ ამ კანონპროექტით სინამდვილეში სპეციფიკურად ბეგრავთ ადამიანებს, რომლებსაც […]

თეონა აქუბარდია – არასარწმუნოა, რომ დავით ხიდაშელს მხოლოდ რჩევებს ეკითხებოდნენ, რადგან რჩევა თავდაცვის მინისტრს შეეძლო ფიზიკური პირისგანაც მიეღო – პასუხი უნდა იყოს კითხვაზე: ჰქონდა თუ არა ხიდაშელს წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე

არასარწმუნოა, რომ დავით ხიდაშელს მხოლოდ რჩევებს ეკითხებოდნენ, იმიტომ, რომ რჩევა თავდაცვის მინისტრს შეეძლო ფიზიკური პირისგანაც მიეღო – დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის შემადგენლობაში ხომ არ ჰყავთ დავით ხიდაშელი და რა წვდომა ჰქონდა, მათ შორის არასაიდუმლო, თუმცა შეზღუდული სარგებლობისთვის ინფორმაციაზე, ამაზე უნდა იყოს პასუხი, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომ […]

ირაკლი კობახიძე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაკელიანს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებული კავშირები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. აღინიშნა ნიდერლანდების სამეფოს მტკიცე პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, აგრეთვე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისადმი. მთავრობის მეთაურმა ნიდერლანდების მხარეს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების […]

შალვა პაპუაშვილი – ლიხტენშტაინის პრემიერ-მინისტრთან ვისაუბრეთ ევროპაში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, მას აინტერესებდა, როგორ ახერხებს საქართველო უსაფრთხოების შენარჩუნებას გამოწვევების ფონზე

ლიხტენშტაინის პრემიერ-მინისტრთან, დენიელ რიშთან ვისაუბრეთ უსაფრთხოების იმ გარემოზე, რომელიც ევროპაში არსებობს, განსაკუთრებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის გათვალისწინებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ლიხტენშტაინის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის ეს რთული უსაფრთხოების მდგომარეობაა, თუმცა ქვეყნისთვის ეს ახალი არ არის. „შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რა გამოწვევების წინაშეა საქართველო, როგორც იშვიათი ქვეყანა, […]

ანრი ოხანაშვილი – თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება იძლევა შესაძლებლობას, რომ ლიხტენშტაინთან ეკონომიკური თანამშრომლობა გვქონდეს

თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩვენ ლიხტენშტაინთან გვქონდეს ეკონომიკური თანამშრომლობა და ამ მიმართულებით საინტერესო იყო მათი ინტერესების მოსმენა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ლიხტენშტაინის პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენთვის საინტერესო იყო უშალოდ პრემიერ-მინისტრის ხედვების მოსმენა, როგორ მართავენ ისინი ამ ქვეყანას, მაშინ როდესაც […]