ლატვიაში ევროპარლამენტარ ჟდანოკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო

ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება ევროპარლამენტარ ტატიანა ჟდანოკის წინააღმდეგ. გამოცემა “დელფის” თანახმად, იგი ეჭვმიტანილია რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში. ცნობაში აღნიშნულია, რომ გამოძიება დაიწყო 22 თებერვალს, მაგრამ ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა დეტალებს არ ამჟღავნებს. თავად ევროპარლამენტარ ტატიანა ჟდანოკსაც არ გაუკეთებია კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე. მანამდე მან უარყო რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან რაიმე […]

ბელგოროდში აფეთქების ხმა ისმის, გუბერნატორი ხალხს თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებს

რუსეთში, ბელგოროდის რეგიონში აფეთქების ხმა ისმის. ასევე, გააქტიურებულია საჰაერო სირენები. გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებს. “ქალაქ ბელგოროდსა და რეგიონში სარაკეთო თავდასხმის საჰაერო სირენებია ჩართული. თუ იმყოფებით სახლში, ფანჯრებთან ახლოს არ მიხვიდეთ. თუ ქუჩაში მიყოფებით, გადაინაცვლეთ თავშესაფარში ან სხვა უსაფრთხო ადგილზე” – წერს გლადკოვი. გუშინ, 15 მარტს, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ დღეს უკრაინის შეიარაღებულმა […]

გურამ მაჭარაშვილი – საქართველოს პრეზიდენტი თავისი განცხადებით, პრაქტიკულად, აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს – ზურაბიშვილი უკვე ღიად და აშკარად ასრულებს უცხოური ძალების დაკვეთებს

ეს არის მორიგი მტკიცებულება, როდესაც თუნდაც ფორმალური, მაგრამ მაინც პრეზიდენტი, აკეთებს განცხადებას, რომელიც პირდაპირ ემსახურება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს – არაღიარების პრინციპის წინააღმდეგ გამოდის და პრაქტიკულად თავისი განცხადებით აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს იმის შესახებ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ […]

კლუბი KHIDI მუსიკალურ ფესტივალ TBILISI OPEN AIR-თან ერთიანდება

რეგიონის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალს TBILISI OPEN AIR-ს კლუბი KHIDI უერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას ფესტივალის ორგანიზატორები ავრცელებენ. მათივე ცნობით, TBILISI OPEN AIR 2024-ზე ტრადიციულად ოთხი სცენა იქნება წარმოდგენილი, ელექტრონული მუსიკის სცენას სწორედ KHIDI დაიკავებს. „წელს Tbilisi Open Air-ს შემოუერთდება თბილისის ერთ-ერთი წამყვანი კლუბი, KHIDI. ჩვენთვის, ფესტივალისთვის, დიდი პატივია KHIDI-თან, მის გამოცდილ გუნდთან და გამორჩეულ არტისტებთან […]

გურამ მაჭარაშვილი – გაუგონარია, როდესაც მოქმედი მოსამართლე ამბობს, რომ მისი დამოუკიდებლობის და კეთილსინდისიერების ხარისხი უცხოურმა ძალებმა უნდა შეამოწმონ – დაწყებული აქვთ შტურმი მართლმსაჯულებაზე

გაუგონარია, როდესაც მოქმედი მოსამართლე ამბობს, რომ მისი დამოუკიდებლობის და კეთილსინდისიერების ხარისხი უნდა შეამოწმონ უცხოურმა ძალებმა – ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ აშკარად დაწყებული აქვთ შტურმი მართლმსაჯულებაზე და ზოგადად სახელმწიფო ინსტიტუციებზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით განაცხადა. მაჭარაშვილის თქმით, როდესაც დაინახეს უცხოურმა ძალებმა, რომ მართლმსაჯულება ვერ დაიქვემდებარეს, შეეცადნენ […]

პრეზიდენტი ბიჭვინთის აგარაკების შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე – დამოუკიდებლობის მაგალითი აფხაზი მოსამართლეებისგან

დამოუკიდებლობის მაგალითი აფხაზი მოსამართლეებისგან, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა. აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა გამოხმაურება სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე დაწერა. მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ პრეზიდენტის სიტყვების ინტერპრეტირება არის საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა და […]

„არგუმენტირებული რეფორმები, სტაბილურობა, რაც ქვეყანაში არსებობს, ვგულისხმობ საქართველოს, ეს არის დიდი აქტივი“ – ილჰამ ალიევი

,,კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ერთმანეთს მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით და მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო საჯაროდ – ყოველთვის და მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების დაცულობის მხარდამჭერნი”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტს დიდი მნიშვნელობა […]

კობახიძე: მშვიდობა და სტაბილურობა არის ის, რასაც სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება

საქართველოს ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ზაგულბას სასახლეში პირისპირ შეხვედრისას ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს. „მშვიდობა და სტაბილურობა არის ის, რასაც სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება ყოველთვის იყო ასეთი. ყოველთვის ვცდილობდით მაქსიმალური წვლილი შეგვეტანა ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში და, რა თქმა უნდა, […]

16 მარტიდან ფინეთში იკრძალება რუსული სანომრენიშნებიანი ავტომობილების ყოფნა

ფინეთის ტერიტორიაზე დღეიდან იკრძალება რუსული რეგისტრაციის მქონე მანქანების ყოფნა. ამის შესახებ ფინეთის საბაჟო იტყობინება. ცნობაში მითითებულია, რომ ისეთი ქვეყნებისგან განსხვავებით, როგორებიცაა ლატვია და ლიეტუვა, ფინეთში ასეთ მანქანებს არ ჩამოართმევენ. რუსული სანომრენიშნიანი ავტომობილების პოვნის შემთხვევაში, მათ დააკავებენ საბაჟო ორგანოები, მანქანის მფლობელს კი დაეკისრება საბაჟო მოსაკრებლისა და შესაბამისი გადასახადის გადახდა. ამის შემდეგ ავტომობილს ევროკავშირის საზღვრის გარეთ გაიტანენ. […]