რუსთავში ავტომობილი გაჩერებაზე შევარდა

რუსთავში, კლდიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, „რენოს“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, გაჩერებაზე შევარდა, მოანგრია გაჩერების რკინის კონსტრეუქცია და ტაბლო, შემდეგ კი ხეს შეეჯახა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარება.

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „კიდევ ერთი ემიგრანტის სიცოცხლე ჩაქრა მოულოდნელად, უცხო მიწაზე… როგორ უცბად გიმუხთლა ამ დაუნდობელმა წუთისოფელმა, მეხის გავარდნას ჰგავდა, ჩემო რუსო… როგორ მენანები, მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მონატრებული მშობლიური მიწა,“ – წერს გარდაცვლილის ახლობელი.

ქუჩები, სადაც შუქი გაითიშება – ნახეთ ჩამონათვალი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 18 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), გარდაბნის გზატკეცილის, სოფელი დიდი ლილოს, ალექსეევკის დასახლების, აეროპორტის დასახლების, ქვემო მელითონეთა დასახლების, ნავთლუღი-2 დასახლების (ნაწილობრივ), აფრიკის დასახლების, ჭიჭინაძის ქუჩის 360 კილომეტრის, ქინძმარაულის, იუმაშევის, ადამიას, თოიძის, ლორთქიფანიძის და ჭიჭინაძის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი […]

სიახლე მათთვის, ვისაც საპენსიო სესხები აქვთ აღებული

იმ პენსიონერებს, ვისაც საპენსიო სესხები აღებული აქვთ 2023 წლის 1-ელ იანვრამდე, 15 მარტის შემდეგ საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდათ და დღეს შეადგენს 24,9 ერთეულს, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში, ეროვნული ბანკის საბაზრო ქცევის ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა, ნათია ჭყონიამ განაცხადა. „მათთვის ამოქმედებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პენსიონერებს შეუძლიათ დარეკონ ბანკის ქოლცენტრზე ან მიმართონ ბანკის ფილიალს და მათი ახალი […]

პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ძვირი ბენზინი საქართველოსა და სომხეთშია – Numbeo

გლობალური მონაცემთა ბაზა Numbeo, რომელიც მსოფლიოში სამომხმარებლო ფასებს სწავლობს, მსოფლიოს 95 ქვეყანაში ბენზინის ფასის რეიტინგს აქვეყნებს. Numbeo-ს მონაცემებით, ყველაზე ძვირი ბენზინი ჰონგ კონგში, ფინეთსა და ნიდერლანდებშია. შესაბამისად, ჰონგ კონგში 1 ლიტრი ბენზინი 3$ (7.95 ლარი) ღირს, ფინეთში – 2.21$ (5.86 ლარი); ნიდერლანდებში – 2.16$ (5.72 ლარი); მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე იაფი 1 ლიტრი ბენზინი ლიბიაშია და […]

ისრაელში მძევლების გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა

თელ-ავივსა და ისრაელის სხვა ქალაქებში „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძველების გათავისუფლებისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. საპროტესტო აქციების მონაწილეებმა მთავრობას მძევლების გასათავისუფლებლად სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდეს. „ჩვენს პრემიერ-მინისტრს დაავიწყდა, რომ ის ასევე არის 134 მძევლის პრემიერ-მინისტრი“, – ციტირებს სააგენტო dpa მძევლების ერთ-ერთი ნათესავის სიტყვებს. dpa-ს ცნობით, აქციის მონაწილეებმა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. დიდ ეკრანზე […]

ემანუელ მაკრონი – ჩვენ არანაირი ლიმიტი არ გვაქვს, რუსეთის ქცევაზე რეაგირებას მოვახდენთ

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, მის ქვეყანას არ აქვს ლიმიტი უკრაინის დახმარებაში და რუსეთის ქცევაზე რეაგირებას მოახდენს. „მე ვთქვი, რა არის ჩვენი მიზანი. რუსეთმა ვერ და არ უნდა მოიგოს ეს ომი. გარდა ამისა, ჩვენი მიზანია ევროპაში მდგრადი მშვიდობის დაბრუნება. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ არ გავყვებით ესკალაციის გზას, რადგან არ გვჭირდება მორიგი ომი, მაგრამ ჩვენ მზად […]

რუსეთს ღამით დრონებით შეუტიეს

კვირას ღამით რუსეთის სხვადასხვა რეგიონსდრონებით შეუტიეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის, ბელგოროდის, კალუგას, ორიოლის, როსტოვის, იაროსლავისა და კურსკის ოლქებში მათ 35 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათგან 17 – კრასნოდარის ტერიტორიაზე. „როიტერის“ ცნობით, ეს უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო ოპერაციაა რუსეთის ტერიტორიაზე. “მოსკოვი კიევს არჩევნების დივერსიაში ადანაშაულებს რუსეთის ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით. ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო ოპერაციაა […]

“ნაპოლი” – “ინტერი” ფეხბურთს სანაკრებო პაუზაზე უშვებს – ვგულშემატკივრობთ ლეგიონერებს!..

საქართველოს ნაკრების უმნიშვნელოვანესი მატჩები მოახლოვდა და მანამდე, ბოლო უქმეებზე, ქართველი ლეგიონერების შეხვედრებს უფრო მეტი ყურადღებითა და სიფრთხილით ვაკვირდებით. ჩვენებურებს უვნებელ და წარმატებულ შაბათ-კვირას ვუსურვებთ!.. ცენტრალური შეხვედრა მილანში ჩატარდება, სადაც “ინტერი” ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლის” უმასპინძლებს. ეს დაპირისპირება, ფაქტობრივად, ევროპულ საკლუბო ფეხბურთს სანაკრებო პაუზაზე გაუშვებს – დღეს, 17 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე. იტალიური კლუბები ჩემპიონთა ლიგას […]

18 მარტს იენს სტოლტენბერგი საქართველოში ჩამოვა

NATO-ს გენერალური მდივანი საქართველოში 18 მარტს ჩამოვა – ინფორმაციას და იენს სტოლტენბერგის ვიზიტის განრიგს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია ავრცელებს. 17-19 მარტს სტოლტენბერგი ეწვევა სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს. 17 მარტს სტოლტენბერგი ბაქოში, პრეზიდენტ ალიევს შეხვდება, ხოლო 18-ში თბილისში გამოემგზავრება. დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ კობახიძესთან და პრეზიდენტ ზურაბიშვილთან. პრემიერთან შეხვედრის შემდეგ კი მედიისთვის ერთობლივი განცხადებებიც გაკეთდება. 19 მარტს სტოლტენბერგი ერევანში […]