საქართველოში საშუალო ხელფასი ₾2 044.5 გახდა – რომელ სექტორებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება

2023 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.3 პროცენტით (270.9 ლარით) გაიზარდა და 2 044.5 ლარი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 309.2 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 17.3 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – […]

„საქსტატი“ – 2023 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.3%-ით გაიზარდა და 2 044.5 ლარი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.3 პროცენტით (270.9 ლარით) გაიზარდა და 2 044.5 ლარი შეადგინა. როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 309.2 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან […]

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს – ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებს დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აცნობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს. პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებს კომიტეტის წევრებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე აცნობს. სალომე ზურაბიშვილის “მოტივირებულ შენიშვნებზე” დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს და არსებული ინფორმაციით, მიმდინარე კვირასვე განსახილველად პლენარულ სხდომაზე გავა. პრეზიდენტმა ვეტო პარლამენტის მიერ “საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს […]

ბელგოროდის გუბერნატორი – უკრაინის მხრიდან დაბომბვის გამო 13 დასახლება ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

უკრაინის მიერ განხორციელებული დაბომბვის შემდეგ რუსეთის ბელგოროდის ოლქის გრაივორონის რაიონის ცამეტი დასახლება, მათ შორის ქალაქი გრაივორონი, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, რაიონში ვითარება კვლავ დაძაბულია, – ამის შესახებ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა. გუშინ გუბერნატორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გრაივორონის რაიონში ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები გრძელდება. ამჟამად ელექტროენერგია 13 დასახლებას არ მიეწოდება. „გრაივორონის რაიონში ვითარება კვლავ დაძაბულია. დღეს […]

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი – თუ ის კანონპროექტი გავიდა, რომელიც პარლამენტს აქვს შემუშავებული, მივიღებთ ერთპარტიულად დაკომპლექტებულ ცესკოს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, თუკი პარლამენტი “საარჩევნო კოდექსში” შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს და კანონპროექტი ძალაში შევა, ერთპარტიულად დაკომპლექტებულ ცენტრალური საარჩევნო კომისიას მივიღებთ. მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის არგუმენტია, რომ არჩევნების სამართლიან გარემოში ჩასატარებლად, პარლამენტმა ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის ერთობლივი დასკვნა და შენიშვნები გაითვალისწინოს. “ჩვენი არგუმენტი არის ერთადერთი ის, რომ საქართველოს პარლამენტმა, კერძოდ, […]

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ პარტიად დაფუძნების ყრილობას გამართავს

დღეს, 13:00 საათზე, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ პარტიად დაფუძნების ყრილობა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, ყრილობაზე აირჩევენ პარტიის მთავარ კომიტეტის შემადგენლობასა და თავმჯდომარეს. ასევე, დამტკიცდება პარტიის წესდება და სტრუქტურა. გარდა ამისა, დამფუძნებელი ყრილობის ფარგლებში, აირჩევენ პარტიის სარევიზიო და ხმის დამთვლელი კომისიების შემადგენლობასაც.

რუსეთის ცესკო – დათვლილია ბიულეტენების 98.02% – ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, – ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით : ნიკოლაი ხარიტონოვმა ხმების 4.30%-ი მიიღო, ვლადისლავ დავანკოვმა – ხმების 3.80%-ი, ლეონიდ სლუცკიმ – 3.17%-ი. შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 3 დღის განმავლობაში, 15-17 მარტს მიმდინარეობდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ვლადიმერ პუტინი ძალაუფლებით არის დაავადებული, მისი ბოლო ჰააგაში, განსასჯელის სკამი უნდა იყოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის იმიტირებულ საპრეზიდენტო არჩევნებს არ აქვს ლეგიტიმაცია და ვლადიმერ პუტინი ჰააგის სასამართლოში, განსასჯელის სკამზე უნდა აღმოჩნდეს. „მსოფლიოში ყველამ გააცნობიერა, რომ ეს ფიგურა, როგორც ისტორიაში ხშირად ხდებოდა, უბრალოდ ძალაუფლებით არის დაავადებული და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სამუდამოდ მართოს. არ არსებობს ისეთი ბოროტება, რასაც ის პიროვნული ძალაუფლების გასახანგრძლივებლად არ ჩაიდენს. ამისგან მსოფლიოში […]

ლონდონში იხსნება ქორეოგრაფიული სტუდია, სადაც ბავშვებს და მოყვარულებს ქართულ და მსოფლიო ხალხთა ცეკვებს შეასწავლიან

ქალაქ ლონდონში იხსნება ქორეოგრაფიული სტუდია, სადაც 6-იდან 14 წლამდე ბავშვებს და მოყვარულებს(ასაკის შეუზღუდავად) ქართულ და მსოფლიო ხალხთა ცეკვებს შეასწავლიან. ხელმძღვანელები იქნებიან საქართველოს შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი: რომიკო ბიბილეიშვილი და ქ.რუსთავში არსებული, ანსამბლ “სალხინოს” ყოფილი წევრი და ამჟამად მოქმედი მოცეკვავე – მსახიობი: გუკა წიკლაური. „სტუდიის მიზანია, ემიგრაციაში მყოფ […]

პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე “სანიტარული ზონის” შექმნას ისევ არ გამორიცხავს

ბელგოროდის ოლქის საზღვარზე მიმდინარე შეტაკებებისა და რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრზე იერიშების მიტანების ფონზე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კვლავ საუბრობს უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. “სანიტარული ზონის” შექმნაზე. “არ გამოვრიცხავ, რომ, დღეს მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების გათვალისწინებით, რაღაც მომენტში იძულებული გავხდეთ, მაშინ, როცა ჩავთვლით, რომ მიზანშეწონილია, შევქმნათ გარკვეული სანიტარული ზონა კიევის რეჟიმზე დღესდღეობით დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე.” – თქვა პუტინმა არჩევნების შედეგებთან […]