ნაღმის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება ქუთაისის კერძო სკოლა „პროგრესშიც“ შევიდა

ქუთაისში სკოლა „პროგრესში“ ევაკუაცია გამოცხადდა. მიზეზი ქართულ-ამერიკული სკოლაში ნაღმის არსებობის შესახებ შესული შეტყობინება გახდა. სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი შეწყდა, 800 მოსწავლე და პედაგოგები სკოლიდან გაიყვანეს. როგორც სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მომხდარის შესახებ შეატყობინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში პერიმეტრი ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს. სკოლის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა და სკოლაში ნაღმის არსებობა არ […]
ტაქსის 20 წლის მძღოლი ამტკიცებს რომ შსს-ს მაღალჩინოსანმა სცემა

ტვ პირველის ინფორმაციით, აეროპორტის პოლიციის განყოფილების მაღალჩინოსანს ტაქსის მძღოლი ცემაში ადანაშაულებს. ოცი წლის ახლგაზრდის ადვოკატი ამტკიცებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნამა ტაქსის მძღოლი მხოლოდ იმიტომ სცემა, რომ მგზავრს მის მანქანაში დარჩენილი ჩანთა უკან დროულად არ მიუტანა. ელჯან გამბაროვი პოლიციის განყოფილებაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ახალგაზრდა ქალმა მისცა ჩვენება, რომ კაცმა მისი ჩანთა გაიტაცა. ადვოკატი ამბობს, […]
პამფილოვა: ამომრჩევლებმა აქტივობით და პუტინის მხარდაჭერით „რეკორდები” დაამყარეს

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ელა პამფილოვამ „უპრეცედენტო“ და „სარეკორდო“ უწოდა საპრეზიდენტო არჩევნებში მოქალაქეთა აქტივობას. მოსკოვში დღეს, 18 მარტს, გამართულ პრესკონფერენციაზე პამფილოვამ განაცხადა, რომ აქტივობამ შეადგინა 77,44%, რაც რუსეთის უახლეს ისტორიაში(1991 წლიდან) არასდროს ყოფილა. როგორც პამფილოვამ თქვა, კენჭისყრაში მონაწილეოება მიიღო 87 113 127-მა „პატივცემულმა ამომრჩეველმა“. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, 2024 წლის 15-17 მარტის საპრეზიდენტო […]
ლონდონის ბირჟაზე Georgia Capital-ის აქციები გაძვირდა

Galt & Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, 11-17 მარტის კვირაში ლონდონის ბირჟაზე ორი ქართული კომპანიის აქციების ფასები შემცირდა, მხოლოდ Georgia Capital-ის გაიზარდა. საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 48.45 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -6.10% წინა კვირასთან შედარებით და +20.22% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 350 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 47.35 – 53.10 დიაპაზონში. ბოლო 4 […]
Red Wings-ი რუსეთიდან საქართველოში 6 ახალ მარშრუტს ამატებს

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ, ავიაკომპანია Red Wings -ზე გასცა წინასწარი ნებართვა, დაიწყოს დამატებითი ფრენები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ავიაკომპანიას მათთვის ჯერჯერობით არ მოუმართავს და შესაბამისად, ნებართვის გაცემის პროცედურა დაწყებული არ არის. თუმცა, როგორც ცნობილია, Red Wings -ი ფრენების დაწყებას შემდეგი მიმართულებებით გეგმავს: · ირკუტსკი – თბილისი · გროზნო […]
ბათუმში, ერთ-ერთ კერძო სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო, სასწავლო პროცესი შეჩერებულია

ბათუმში, კერძო სკოლა “პროგრესში” სასწავლო პროცესი შეჩერებულია. არასებული ინფორმაციით, შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინება შევიდა. სასწავლო დაწესებულებაში “ინტერპრესნიუსს” დაუდასტურეს, რომ შენობიდან პედაგოგებისა და მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა, თუმცა სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ. შენობაში კინოლოგები მუშაობენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.
Technovation Girls SAKARTVELO-ს მონაწილეები საერთაშორისო კონკურსისთვის ემზადებიან

“თიბისის” მხარდაჭერით და „ალტე უნივერსიტეტის” ორგანიზებით, გლობალური პროექტი Technovation Girls საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ეს არის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგონას ტექნოლოგიების და ინოვაციური იდეების ირგვლივ აერთიანებს. „Technovation Girls SAKARTVELO-ს მონაწილეების და მენტორების შეხვედრას „თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციურმა სივრცემ უმასპინძლა. შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის მნიშვნელოვანი […]
ილია თოფურია საქართველოში დღეს ჩამოვა

პრემიერ-მინისტრის მოწვევით დღეს საქართველოში ილია თოფურია ჩამოვა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავი 18:30 საათზე დაეშვება. 27 წლის მებრძოლი ქვეყანაში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება და რამდენიმე ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. 21 მარტს თოფურია დინამო არენაზე საქართველო – ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე საჩემპიონო ქამარს წარადგენს. ილია თოფურია პირველი ქართველია, რომელიც UFC-ს ჩემპიონი გახდა. მან UFC-ს ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული ავსტრალიელი […]
ბათუმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ბათუმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ორივე შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მოხდა. შსს-ის ინფორმაციით, დაღუპულია ქალი და შუახნის მამაკაცი. გარდაცვლილი ქალის შემთხვევაში გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
სკანდალური ბრალდება აჩერბის – “ნაპოლის” მოთამაშე იტალიის ფეხბურთის ფედერაციისგან პასუხს ითხოვს

სერია A-ს 29-ე ტურში “ინტერი” “ნაპოლის” დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში ერთმანეთს “პარტენოპეისა” და “ინტერის” ცენტრალური მცველები ხუან ჟესუსი და ფრანჩესკო აჩერბი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. “გაიგონე, რა მითხრა? მან “ნიგერი” მიწოდა, ზომები მიიღე!” – მიმართა ჟესუსმა მთავარ არბიტრ ფედერიკო ლა პენიას. იტალიელმა მსაჯმა მომენტი უყურადღებოდ დატოვა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას ზომების მიღებისკენ […]