ოხანაშვილი ზურაბიშვილზე: სიმბოლურია მეხუთე ვეტოს დადება, ამით დასტურდება ენმ–სთან კავშირი

ეს იყო არა პრეზიდენტის ვეტო, არამედ რეალურად ეს გახლავთ ნაციონალური მოძრაობის და რადიკალური ოპოზიციის ვეტო. სიმბოლურია, რომ დღეს გახლავთ მეხუთე ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა გამოიყენა და სიმბოლურია ზუსტად ეს ციფრი, ხუთიანი, რადგან ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა პირდაპირი კავშირი რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფს ნაციონალურ მოძრაობასა და პრეზიდენტად წოდებულ თანამდებობის პირს შორის. თქვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი […]
რუსეთმა გერმანიას ლენინგრადის ბლოკადის გენოციდის აქტად აღიარება ოფიციალურად მოსთხოვა

რუსეთმა გერმანიას ლენინგრადის ბლოკადის გენოციდის აქტად აღიარება ოფიციალურად მოსთხოვა. “რუსული მხარე აღნიშნავს გერმანული მხარის მიდგომას წარსულში ჩადენილი დანაშაულების გენოციდის აქტებად ოფიციალურად აღიარების საკითხთან დაკავშირებით. გერმანიამ აღიარა კოლონიალიზმის ეპოქაში ჩადენილი დანაშაულები, თუმცა დღემდე არ აღიარებს ლენინგრადის ბლოკადას და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, სსრკ-ს ხალხების წინააღმდეგ ჩადენილ სხვა დანაშაულებს”. – წერია რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვაში. საგარეო […]
მაკა ბოჭორიშვილმა და მაია ბითაძემ ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე საპარლამენტთაშორისო სხდომაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის მიერ ორგანიზებულ საპარლამენტთაშორისო სხდომაში ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სხდომაზე განიხილეს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ისეთი საკითხები, რომლებიც პროდუქციის წარმოებისა და მოხმარების ახლებურ, თანამედროვე ხედვას უკავშირდება და რომლის მიზანიცაა ნარჩენების […]
ტრამპი ამბობს, რომ ნავალნის სიკვდილში “ალბათ” პუტინის ხელი ურევია

ტრამპის თქმით, პუტინს “ალბათ” წვლილი მიუძღვის რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სიკვდილში. “არ ვიცი, მაგრამ იქნებ, ვგულისხმობ, რომ შესაძლოა, ვიტყოდი, რომ ალბათ ასეა, არ ვიცი”, – თქვა პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, როდესაც ჰკითხეს, ეკისრება თუ არა პუტინს პასუხისმგებლობა ნავალნის სიკვდილზე. “ახალგაზრდა კაცია [ნავალნი], სტატისტიკურად, დიდხანს უნდა ეცოცხლა… ამიტომ, რაღაც ისეთი მოხდა, რაც არ […]
Marca: საგიჟეთი თბილისში – თოფურიას 5 ათასი ადამიანი დახვდა და ქამარს სტადიონზე ნაკრების მატჩის წინ წარადგენს

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის, ილია თოფურიას თბილისში ჩამოსვლას “მარკა” გამოეხმაურა. გამოცემა წერს, რომ ორი ქვეყნის – საქართველოსა და ესპანეთის სპორტსმენს თბილისის აეროპორტში ხუთი ათასმა გულშემტკივარმა ზღაპრული დახვედრა მოუწყო, ნამდვილი საგიჟეთი იყო და კიდევ უფრო შთამბეჭდავი ღონისძიებები ელის: “არავითარ ეჭვს არ იწვევდა, რომ “თოფურომანია” ჩასვლისთანავე დაიწყებოდა. ის სამშობლოში რამდენიმე დღით დაბრუნდა, რათა ვოლკანოვსკისთან ნოკაუტით გამარჯვება თბილისში […]
ირაკლი კობახიძემ იენს სტოლტენბერგს და მის დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

ირაკლი კობახიძემ იენს სტოლტენბერგს და მის დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის წევრებთან ერთად, ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს და მის დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
უკრაინამ რუსეთის მიერ გაშვებული 22 დრონიდან 15 გაანადგურა

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 18 მარტს, რუსეთის მიერ გაშვებული 22 დრონიდან 17 ჩამოაგდეს, განაცხადეს უკრაინის სამხედროებმა Telegram-ში. დრონები განადგურდა უკრაინის ცხრა რეგიონის – კიევის, პოლტავის, ხმელნიცკის, ჩერკასკის, კიროვოჰრადის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და რივნეს – თავზე განაცხადეს სამხედროებმა და დასძინეს, რომ ხარკოვისა და სუმის რეგიონებსაც ესროლეს მთლიანობაში შვიდი რაკეტა. სამხედროების მხრიდან ცნობები მსხვერპლის ან ზარალის შესახებ არ […]
“აბსოლუტური ფარსი” – დასავლეთში რუსეთის “არჩევნებს” აფასებენ

“ეს ე.წ. “არჩევნები” აბსოლუტური ფარსია და ის არაფრით განსხვავდება ბელარუსში, ლუკაშენკოს “არჩევნებისგან”. მსოფლიოს უმეტესობა მას ლეგიტიმურად არ მიიჩნევს და არც ჩვენ უნდა მივიჩნიოთ რუსეთის “არჩევნები” ლეგიტიმურად. ან, როგორც მინიმუმ, საუბრისას, სიტყვა “არჩევნები” ბრჭყალებში უნდა ჩავსვათ”, – ასე აფასებს გენერალი (თადარიგის) ბენ ჰოჯესი, ევროპაში ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი, რუსეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო “არჩევნებს”. კრემლი ამტკიცებს, რომ რუსეთში […]
„ნუნისში წყლის ლიცენზიაზე საბოლოო შეთანხმება მიღწეულია“ – დაუშვილი

სასტუმრო „ნუნისის“ დამფუძნებლის ირმა დაუშვილის თქმით, ბარნეოლოგიურ კურორტზე წყლის ლიცენზიის მოპოვებაზე შეთანხმება მიღწეულია და აუქციონი უახლოეს პერიოდში ჩატარდება, პროცედურები კი სავარაუდოდ 1,5-თვიან პერიოდში დასრულდება. „საქმიანი დილის“ ეთერში დაუშვილმა ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეწყერის გამო დაზიანებულია კურორტზე მისასვლელი ორივე გზა, რამაც სტუმრების მიღება მნიშვნელოვნად შეაფერხა. „კურორტი ნუნისი რთულ ინფრასტრუქტურულ პირობებშია და ამას ახლა ლიცენზიის […]
დიმიტრი შაშკინი – სტოლტენბერგის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო განსაკუთრებით, იმ მიმართულებით, რომ მომავალ არჩევნებზეც ისაუბრა – თუ სააკაშვილი პატიმრობაში იქნება, არჩევნები დემოკრატიულად არ ჩაითვლება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, თუ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დარჩება, მომავალი არჩევნები დემოკრატიულად არ ჩაითვლება. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ერთადერთი ბერკეტი აქვს, შეწყალების სახით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ვერაფერს უპირისპირებს. ამასთან, მან ისაუბრა ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტზე, შაშკინის თქმით, ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი […]