“კობიაშვილთან მქონდა საუბარი და ეს გადაწყვეტილება მივიღეთ” – 21 მარტს გულშემატკივარს საქართველოს ნაკრების მატჩის ხილვა დიდ ეკრანზე შეეძლება

თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, 21 მარტს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი, საბავშვო სივრცეები და კვების ობიექტები მოეწყობა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო ჩართვისას ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოსა და ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრებების შეხვედრის ყველა ბილეთი გაიყიდა. შესაბამისად, გულშემატკივარს, რომელსაც დასასწრები ბილეთი არ შეხვდა, თამაშის ყურება სპეციალურად მოწყობილ დიდ ეკრანზე […]
Financial Times: ევროკავშირი რუსულ და ბელარუსულ მარცვლეულზე ტარიფების დაწესებას აპირებს

Financial Times-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ევროკავშირი რუსეთისა და ბელარუსისთვის მარცვლეულის იმპორტზე ტარიფების დაწესებას აპირებს. ეს იქნება პირველი შემთხვევა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, როდესაც ევროკავშირი რუსეთს საკვებ პროდუქტზე შეზღუდვებს დაუწესებს. ევროკავშირი ამ ნაბიჯისგან დიდხანს იკავებდა თავს იმის შიშით, რომ მსგავსი შეზღუდვების დაწესება, პირველ რიგში, განვითარებად ქვეყნებს დააზიანებს. Financial Times-ის წყაროების მიხედვით, ევროკომისია გეგმავს მომდევნო დღეებში ერთ […]
ბელგოროდის გუბერნატორი: 9000-მდე ადამიანის ევაკუაციას ვიწყებთ

ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, ბელგოროდიდან 9000-მდე ადამიანის ევაკუაცია იგეგმება. “ვგეგმავთ ქალაქ ბელგოროდიდან და ბელგოროდის ოლქიდან, შებეკინსკისა და გრაივორონსკის რეგიონებიდან 9000-მდე მშვიდობიანი მოსახლის ევაკუაციას. 22 მარტს 1200 ბავშვი პენზასა, ტამბოვსა და კალუგაში გაემგზავრება”. – ამბობს გლადკოვი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 19 მარტის დილას საჰაერო თავდაცვამ 9 ვამპირის ტიპის უკრაინული ჭურვი ჩამოაგდო. იერიშის შედეგად დაშავდა 3 […]
Reuters – ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ჩავა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავა. ინფორმაციას გამოცემა Reuters 5 სხვადასხვა გამოცემაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, სავარაუდოდ პუტინი ჩინეთში მაისში ჩავა და პრეზიდენტად კიდევ 6 წლით არჩევის შემდეგ ეს მისი პირველი ოფიციალური საგარეო ვიზიტი იქნება. როგორც ცნობილია, ვლადიმერ პუტინი ორმხრივ შეხვედრას ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან გამართავს. ინფორმაცია კრემლს ოფიციალურად ჯერ-ჯერობით არ დაუდასტურებია. Reuters წერს, რომ […]
რომან გოცირიძე – როდესაც ანტიამერიკული, ანტიდასავლური და ანტიუკრაინული გამოსვლებით გამოირჩევა „ქართული ოცნება“, ეს პრორუსულ პოზიციაზე დგომას ნიშნავს

როდესაც ანტიამერიკული, ანტიდასავლური და ანტიუკრაინული გამოსვლებით გამოირჩევა „ქართული ოცნება“, ეს პრორუსულ პოზიციაზე დგომას ნიშნავს, – ამის შესახებ საპარლამენტო ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ხელისუფლებას მიმართა, რომ ეს არის „უნიჭო პროპაგანდა“, რის გამოც „ქართულ ოცნებას“ ისტორია დასჯის და განსჯის. „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ კვლავ განაახლა თავისი მავნებლური პროპაგანდა, წამოიწყო ანტიდასავლური კამპანიის […]
ბელგია უკრაინას 450 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს გადასცემს, მათ შორის სამასამდე ერთეულ ჯავშანმანქანას

ბელგია უკრაინისთვის 450 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემას გეგმავს, – ინფორმაციას მედიასაშუალებები ქვეყნის თავდაცვის მინისტრ ლუდივინ დედონდერზე დაყრდნობით ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, დახმარების პაკეტი მოიცავს სამასამდე ერთეულ LMV ჯავშანტექნიკას. ცნობილია, რომ ეს მხარდაჭერის პაკეტი ბელგიისა და ნიდერლანდების თანამშრომლობის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას. დედონდერმა აღნიშნა, რომ ამ დახმარების ფარგლებში უკრაინა […]
ქუთაისის მერი მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს ესტუმრა

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს ესტუმრა. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, გასულ წელს, საქართველოს კულტურის სამინისტროს კონკურსში – „სამუსიკო სასწავლებლებისთვის ინსტრუმენტების შეძენა“ – გამარჯვების შედეგად, ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლისათვის ახალი როიალი Ritmuler და ელექტრო პიანინო Pearl River შეიძინა. „ქალაქის მერმა სასწავლებლის […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ საგაზაფხულო სესიისთვის მსმენელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე, „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ საგაზაფხულო სესიისთვის მსმენელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, საგაზაფხულო სესიაზე, რომელიც 30 მარტიდან – 11 მაისს ჩათვლით გაგრძელდება და შაბათობით, 2 აკადემიური საათის განმავლობაში ჩატარდება, მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების 9-12 კლასების მოსწავლეებს შეუძლიათ. რეგისტრაცია 2024 წლის 25 მარტს დასრულდება, მსურველებმა განაცხადი […]
ირლანდიური “ცეკვავენ ვარსკვლავები” დასრულდა

ირლანდიური “ცეკვავენ ვარსკვლავები” დასრულდა. ფინალში სალომე ჭაჭუამ და დევიდ ვილანმა 2 ცეკვა შეასრულეს. მთავარ ცეკვაში მათ უმაღლესი – 30 ქულა დაიმსახურეს, თუმცა გამარჯვებული ჯეისონ სმიტის და კარენ ბირნის წყვილი გახდა. ჯეისონი არის მხედველობა დაქვეითებული, მეწყვილემ თანადგომის ნიშნად თვალები აიხვია ფინალურ ცეკვაში. ამ ნომერმა განსაკუთრებულად იმოქმედა ირლანდიელ მაყურებელზე და წყვილს საბოლოო გამარჯვება მოუტანა.
აშშ-ს თავს ესხმით, რადგან გეშინიათ ძალაუფლების დაკარგვის და კრიტიკის – აქუბარდია „ოცნებას“

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ წევრები აშშ-ს თავს ესხმიან, რადგან ეშინიათ ძალაუფლების დაკარგვის და კრიტიკის, რომელიც აუცილებლად იქნება დემოკრატიული რეფორმების უკუსვლის შემთხვევაში. ამის შესახებ მან დღეს, 19 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. აქუბარდიას თქმით, ის, რასაც უმადურობაა ის, რასაც მმართველი გუნდი აშშ-სთან მიმართებით აკეთებს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეგახსენებთ, ერთი მხრივ იმას, რომ […]