პაატა ბურჭულაძის სარჩელი შალვა რამიშვილის წინააღმდეგ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

მსოფლიო ბანის პაატა ბურჭულაძის სარჩელზე, რომლითაც ის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის შალვა რამიშვილს უჩივის, სასამართლომ ცოტა ხნის წინ გადაწყვეტილება გამოაცხადა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილმა პაატა ბურჭულაძის არცერთი მოთხოვნა არ გაითვალისწინა და მისი სარჩელი POSTV-ის პროპაგანდისტი ჟურნალისტის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა, რომ საქალაქო […]
თბილისში, ნინოშვილზე სახლის თაღის კედელი ჩამოიშალა

თბილისში, ნინოშვილის 48 ნომერში საცხოვრებელი სახლის თაღის კედელი ჩამოიშალა. როგორც „ნეტგაზეთს“ ადგილობრივები უყვებიან, თაღისთავზე, რომლის კედელიც ჩამოინგრა, საცხოვრებელი სახლები მდებარეობს, ჯამში კი, ე.წ. იტალიურ ეზოში 27 ოჯახი ცხოვრობს. ერთ-ერთი ადგილობრივი აინა ინარიძე „ნეტგაზეთს“ ეუბნება, რომ მისი ბინა სწორედ იმ თაღის თავზეა, რომლის კედელიც ჩამოიშალა. ინარიძის თქმით, ნინოშვილის 48 ნომრის მცხოვრებლებმა ორი წლის წინ შეამჩნიეს, რომ […]
საქართველოს კორუფციის შესახებ OECD-ის მონიტორინგში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) გამოაქვეყნა აზერბაიჯანის, მოლდოვის, სომხეთის და უკრაინის ანტიკორუფციული გარემოს მონიტორინგის მე-5 რაუნდის ანგარიშები, რომლებიც ანტიკორუფციული ქსელის (OECD/ACN) მიერ მომზადდა. ანგარიშები აფასებს ანტიკორუფციული რეფორმებს შემდეგი მიმართულებებით: ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, პროკურატურის დამოუკიდებლობა, კორუფციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება, სპეციალიზებული ანტიკორუფციული ინსტიტუტები, ბიზნესის კეთილსინდისიერება, სახელმწიფო შესყიდვები, მამხილებელთა დაცვა, ინტერესთა კონფლიქტი და ქონებრივი დეკლარაციები. საქართველო […]
მთავრობამ საპატრიარქოს 7.5 მლნ ლარი გამოუყო გელათის რეაბილიტაციისთვის

მთავრობამ გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო და საკონსერვაციო სამუშაოებისთვის დამატებით 7.5 მილიონი ლარი გამოყო. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, აღნიშნული თანხა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გამოეყო. ამ უკანასკნელმა კი, თავის მხრივ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას (მიმღების დასახელება — გელათს სამონასტრო კომპლექსი) უნდა გადაურიცხოს. მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი გელათის სამონასტრო კომპლექსის […]
მამუკა მდინარაძე – ესენი უბრალოდ ითვლიან ქვეყნიდან გამსვლელების რაოდენობას და არავინ შემოსულა თურმე უკან – თინა ბოკუჩავა პარლამენტში კი არ არის, გეჩვენებათ, უცხოეთიდან აკეთებს განცხადებას

ესენი უბრალოდ ითვლიან ქვეყნიდან გამსვლელების რაოდენობას და არავინ არ შემოსულა თურმე უკან – თინა ბოკუჩავა პარლამენტში კი არ არის, გეჩვენებათ, უცხოეთიდან აკეთებს განცხადებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც მიგრაციასთან დაკავშირებით ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებას უპასუხა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მოსახლეობას მათ მიერ გამოგონებულ სიგიჟეში […]
ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს – თქვენ სართულების მთვლელი ხართ თუ ვინ ხართ?! – თანამდებობრივად სულ მცირე უნდა ხვდებოდეთ, სად ხართ მოსული

თქვენ სართულების მთვლელი ხართ თუ ვინ ხართ?! – თანამდებობრივად სულ მცირე უნდა ხვდებოდეთ, სად ხართ მოსული, – ასე მიმართა დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გიორგი მსხილაძეს, რომელმაც პლენარულ სხდომაზე დაადასტურა, რომ პრეზიდენტის ვეტო რიგით მეხუთეა და ამ რიცხვს ვერ გამოტოვებდნენ, “ისევე როგორც ანრი ოხანაშვილი ვერ გამოტოვებდა მეხუთე სართულს, რომელზეც ცხოვრობს“. ოხანაშვილმა მსხილაძეს მოუწოდა, დეპუტატთა […]
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო […]
გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისარი – ისრაელის მიერ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანაზე დაწესებული შეზღუდვები, შესაძლოა, შიმშილის ომის მეთოდად გამოყენებას წარმოადგენდეს

ისრაელის მიერ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანაზე დაწესებული შეზღუდვები, შესაძლოა, შიმშილის ომის მეთოდად გამოყენებას წარმოადგენდეს, – ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თურქმა განაცხადა. „ისრაელის მიერ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანაზე დაწესებული შეზღუდვების მასშტაბი და ის, თუ როგორ აგრძელებს იგი საომარი მოქმედებების წარმოებას, შეიძლება შიმშილის, როგორც ომის მეთოდის გამოყენებას წარმოადგენდეს, რაც ომის დანაშაულია. საჭიროა აუცილებელი […]
პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 21 მარტის 01:00-დან 22 მარტის 07:00 საათამდე იმოქმედებს. „დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას […]
კონკურენციის სააგენტომ ნავთობით მოვაჭრე კომპანიების გაერთიანებაზე თანხმობა გასცა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ნავთობპროდუქტები ვაჭრობის სექტორში სამი კომპანიის გაერთიანების თანხმობა გასცა. სააგენტოს ინფორმაციით, ნავთობპროდუქტებით საცალო და საბითუმო ვაჭრობის სექტორში უჩა ლურსმანაშვილის, შალვა ხუხაშვილისა და ნოდარ ხუხაშვილის მიერ ერთობლივი საწარმოს დაფუძნების გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.