პრემიერი – ქვეყანაში სიღარიბე განახევრდა, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად შემცირდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში სიღარიბე განახევრდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად შემცირდება. პრემიერის განმარტებით, მთავრობის მთავარი ამოცანაა, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. „ყველაფერზე მეტყველებს ის მონაცემები, რაც გვაქვს. რაც შეეხება სიღარიბის შემცირებას, სიღარიბის მაჩვენებელი 2012 წელს იყო მილიონ 100 ათასი ადამიანი, როდესაც ის [ხაზარაძე] და მისი პარტნიორი პარტია […]

ბაკურიანში ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო ღონისძიებებში 200-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო

ბაკურიანში ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო ღონისძიებებში 200-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო. სამძებრო სამუშაოები გამთენიისას განახლდა. სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი, დრონები, კინოლოგები და სხვა ტექნიკა. ცნობილია, რომ თოვლის მასაში ჯერ კიდევ არის ერთი ადამიანი მოყოლილი, ხოლო 4 – გამოყვანილია. ბაკურიანში ზვავი 28 მარტს ჩამოწვა.

დავიღალე ამდენი დაცინვითა და საყვედურით – ლიზო კარიერას ასრულებს

ამერიკელმა მომღერალმა ლიზომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მუსიკალურ კარიერას ასრულებს. მუსიკოსის თქმით მიზეზი, როგორც ცხოვრებაში, ისე ინტერნეტში მისი კრიტიკა და დაცინვა გახდა. “დავიღალე, რომ ჩემს ცხოვრებაში და ინტერნეტში ყველა მსაყვედურობს. მე მხოლოდ მინდა ვაკეთო მუსიკა, გავაბედნიერო ხალხი და შევცვალო სამყარო უკეთესობისკენ, მაგრამ ვგრძნობ, რომ სამყაროს მე არ ვუნდივარ… ამ ნეხვზე ხელი არ მომიწერია, მივდივარ”. – […]

,,საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გამჭვირვალობის პრინციპების დაცვა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა” – პრემიერი

,,საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გამჭვირვალობის პრინციპების დაცვა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციული ბიუროს ანგარიშის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. „ძალიან წარმომადგენლობითი საზოგადოება არის დღეს შეკრებილი დღევანდელ […]

რაჟდენ კუპრაშვილი – ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია კანონის სრული დაცვით შემოწმდება – რაც შეეხება ე.წ ჟურნალისტურ გამოძიებებს, ანტიკორუფციული ბიუროს მანდატში შედის მამხილებლის მანდატი, ნებისმიერ ინფორმაციას ვიღებთ და ვამუშავებთ

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია კანონის სრული დაცვით შემოწმდება. როგორც კუპრაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის დეკლარაცია დადებითად შეფასდა. “ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია 2022 წლის საანგარიშო პერიოდში დამოუკიდებელი კომისიის მოთხოვნის საფუძველზე შემოწმდა, დეტალურად იქნა შესწავლილი წარმოდგენილი ინფორმაცია და დეკლარაცია დადებითად შეფასდა. […]

“სრული სისულელეა” – კრისტანტე მოურინიოს წინააღმდეგ შესაძლო შეთქმულებაზე

“რომას” ნახევარმცველმა ბრაიან კრისტანტემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს გუნდში ყოფილ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს რაიმე პროვოკაციას უწყობდნენ და მისი გათავისუფლება სურდათ. “ერთხელ და სამუდამოდ მინდა დაგარწმუნოთ, მოურინიოს წინააღმდეგ შეთქმულება არ ყოფილა. ეს ყველაფერი ტყუილია. ფეხბურთი ასე მუშაობს – როცა ცუდი შედეგებია, მწვრთნელი პირველია, ვინც ზეწოლას განიცდის, მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავე მხოლოდ ის არ არის. მოურინიოს […]

“ლივერპულს” ამორიმის გადასაბირებლად “სპორტინგისთვის” თანხის გადახდა მოუწევს

Telegraph-ის ცნობით, “ლივერპულს” გუნდის მთავარ მწვრთნელად რუბენ ამორიმის დანიშვნივსთვის “სპორტინგისთვის” კომპენსაციის გადახდა მოუწევს. 39 წლის სპეციალისტს ლისაბონელებთან ამჟამად კონტრაქტი აკავშირებს და თუ ის დაირღვა, მაშინ “მერსისაიდელებმა” პორტუგალიელებს 15 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ. შეგახსენებთ, რომ “ლივერპულს” ხაბი ალონსომ უარი შეუთვალა და ახლა იურგენ კლოპის შეცვლის მთავარი ფავორიტები სწორედ რობერტო დე ძერბი და რუბენ ამორიმი არიან.

პრემიერი – უცხოური გავლენის აგენტები, რომლებიც აწარმოებენ საბჭოური სტილის კამპანიებს სასამართლოს წინააღმდეგ, გამოირჩევიან გაუმჭვირვალობით და სწორედ ეს არის კორუფციის საფუძველი

ჩვენ ყოველთვის ავიმაღლებთ ხმას ამ უცხოური გავლენის აგენტების წინააღმდეგ, რომლებიც საბჭოური სტილის კამპანიებს აწარმოებენ სასამართლო სისტემის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, როდესაც საუბარია სასამართლო სისტემაზე, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და ფაქტებით ისაუბროს, რაც არ ხდება და მიმდინარეობს საბჭოური სტილის კამპანიების წარმოება სასამართლოს წინააღმდეგ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. […]

საფრანგეთი უკრაინას ჯავშანტექნიკას და რაკეტებს მიაწვდის

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, უკრაინაში ასობით ჯავშანტექნიკას და „ასტერის“ რაკეტებს გაგზავნიან. ლეკურნუმ The Tribune-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იარაღის მიწოდება 2024 წელს და 2025 წლის დასაწყისში იგეგმება. მისი თქმით, საუბარია ცნობილ VAB ჯავშანტრანსპორტიორებზე. „უკრაინის არმიას სჭირდება, მაგალითად, ჩვენი ფრონტის ჯავშანტექნიკა (VAB): ამას აბსოლუტურად საკვანძო მნიშვნელობა აქვს ჯარების მობილურობისთვის. ამ ძველ ტექნიკას, რომელიც ჯერ კიდევ […]

სირიაში, თურქეთის საზღვართან, ბაზარში, დანაღმული ავტომობილის აფეთქებას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, ხალხით გადატვირთულ ბაზარში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა, რის შედეგადაც სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თავდასხმა თურქეთის საზღვართან, ალეპოს პროვინციაში, ქალაქ აზაზში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ორი ბავშვია. ამ დროისთვის, უცნობია ვინ განახორციელა თავდასხმა ქალაქში, რომელსაც მართავენ პროთურქი გასამხედროებული შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც სირიის […]