გერმანიაში „ჯორჯიან ეარვეისის“ სპეცრეისებზე ბილეთის ფასი ₾879-დან ₾5 967-მდეა

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასასწრებად სპეციალური ავიარეისების ბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყო. ავიაკომპანიის განცხადებით, ბილეთების ფასი 295 ევროდან იწყება. პირდაპირი ფრენები შესრულდება შემდეგი განრიგით: თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს); თბილისიდან ჰამბურგში – 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს); თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში […]
ბიძინა ივანიშვილსა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა და გამარჯვება მიულოცა
ბიძინა ივანიშვილსა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა და გამარჯვება მიულოცა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვება რასაკვირველია მიულოცა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. „ბიძინა […]
გლდანის I მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთან სკვერი ეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა I მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთან სკვერს აწყობს. ჯამში, სკვერის მოწყობის სამუშაოები დაახლოებით, 1 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ხორციელდება. ტერიტორიაზე ეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა და ტენისის მაგიდა. მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ადგილზე განხორციელდება გამწვანების სამუშაოები – დაითესება ბალახი და დაირგვება ხე მცენარეები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო […]
ბელგიაში მინიმალური თვიური ხელფასი €2000-ს გადააჭარბებს

ბელგიაში, პირველი აპრილიდან, მინიმალური თვიური ხელფასი €2,029.88-მდე გაიზრდება. აღნიშნულ ინფორმაციას euronews business-ი ავრცელებს. Eurostat-ის მონაცემებით, ევროკავშირის მასშტაბით, მინიმალური თვიური ხელფასი €2,000-ს ბელგიის ჩათვლით, ახლა უკვე ხუთ ქვეყანაში გადააჭარბებს. პირველ ეტაპზე, მინიმალური თვიური ხელფასი ქვეყანაში 35.70 ევროთი გაიზრდება. პროფკავშირების განცხადებით, მინიმალური ხელფასის მატება დაბალი შემოსავლის მქონე 80 ათასამდე პირს შეეხება. გარდა ამისა, 1 აპრილიდან ბელგიაში იზრდება […]
EURO 2024-ზე Georgian Airways-ის ჩარტერულ რეისზე ბილეთის ფასი ₾879-დან 5 967 ლარამდეა

ზაფხულში გერმანიაში საფეხბურთო ჩემპიონატზე დასასწრებად დანიშნულ სპეციალური ჩარტერულ რეისებზე Georgian Airways-ის ბილეთების ფასი 879 ლარიდან იწყება და 5 967 ლარს აღწევს. უფრო კონკრეტულად, ავიაკომპანიის ოფიციალურ გვერდზე დორტმუნდის მიმართულებით 17 ივნისს ბილეთის ფასი 5 967 ლარიდან იწყება. საუბარია ბიზნეს კლასის ბილეთებზე. ხოლო, ეკონომ კლასის ბილეთის შეძენა ამ დროისთვის შეუძლებელია. უკან დასაბრუნებელი ეკონომ ბილეთი 19 ივნისს 879 […]
„რაც დრო გადის და რაც უფრო მეტად მემატება ასაკი, მით უფრო მეტად ვაფასებ ცხოვრებას” – ნინო გაჩეჩილაძე ულამაზეს ფოტოებს გვიზიარებს – Marao

ნინო გაჩეჩილაძე ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო და უკვე წლებია, რაც მის პერსონაჟს, კატოს, არაერთი გულშემატკივარი ჰყავს. მსახიობს ბევრი ოდრი ჰეპბერნს ამსგავსებს და, გარდა სამსახიობო ნიჭისა, მის გარეგნობასაც უსვამს ხაზს. ამჯერად ნინო სოციალურ ქსელში ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს: „რაც დრო გადის და რაც უფრო მეტად მემატება ასაკი, მით უფრო მეტად ვაფასებ ცხოვრებას. წარმოიდგინეთ, რა […]
მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის ქალიშვილმა შეყვარებული გამოაჩინა – ვინ არის დევა კასელის რჩეული – Marao

უკვე ოცდაათ წელზე მეტია, მონიკა ბელუჩი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და სექსუალური ქალის ტიტულს ატარებს და ანჯელინა ჯოლის გარდა, დღემდე ვერც ერთმა ქალმა შეძლო მსგავსი ტიტულის ამდენი ხნის განმავლობაში შენარჩუნება. ახალ თაობაშიც კი მონიკა ბელუჩი გამოკითხვების სათავეშია. საიდუმლო მარტივია – აფროდიტეს სხეული, გამორჩეული შარმი და, რა თქმა უნდა, გენეტიკა. მონიკას მამა ირანელი იყო, დედა კი […]
ბათუმის ზღვაში არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობის საქმეზე სასამართლომ კიდევ ორი პირი დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობის საქმეზე, სასამართლომ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო: „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივლისს, ბათუმის სანაპიროზე, ბრალდებულების თანდასწრებით, ერთმა პირმა სასეირნო-გასართობ სწრაფმავალ კატარღაზე მიბმულ საბუქსირე-წყლის ატრაქციონ ე.წ. „ბანანზე“ აყვანილი 4 მოზარდი, „ბანანის“ მკვეთრი მოძრაობის შედეგად, შუა ზღვაში გადმოაგდო. ასევე, მან […]
„ბიძინა ივანიშვილსა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა და გამარჯვება მიულოცა“ – კალაძე

თბილისის მერი, კახი კალაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვება სატელეფონო ზარით მიულოცა: „ბიძინა ივანიშვილსა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა და გამარჯვება მიულოცა. ეს იყო მთელი ქვეყნის გამარჯვება. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი დაიდო. ყველაზე კარგია, რომ ძალიან ცხელი ზაფხული გველოდება. უნდა ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს, რადგან დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატზეც ღირსეულად […]
ვინისიუსი: მაშინ გავიმარჯვებთ, როდესაც რასისტებს სტადიონიდან პირდაპირ ციხეებში გადაიყვანენ

მადრიდის “რეალის” ვარსკვლავმა ვინისიუს ჟუნიორმა საკუთარ “ტვიტერის” გვერდზე რასიზმის შესახებ ისაუბრა. “შაბათს ესპანეთში რასიზმის სამი შემთხვევა დაფიქსირდა. “სევილიას” მთავარ მწვრთნელს კიკე სანჩეს ფლორესსა და ამავე გუნდის ფეხბურთელს მარკოს აკუნიას მხარს სრულად ვუჭერ. პოლიციელებმა ტრიბუნებზე რასისტები უნდა მოძებნონ და სანამ მოედანს არ დაატოვებინებენ, თამაშები არ უნდა გაგრძელდეს. მხოლოდ მაშინ გავიმარჯვებთ, როდესაც რასისტები სტადიონიდან პირდაპირ ციხეში გადაინაცვლებენ, […]