ერაყმა ირანთან გაზის იმპორტზე 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა

ერაყმა ირანთან ბუნებრივი აირის იმპორტზე 5-წლიანი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ განაცხადა. ერაყის ენერგეტიკის სამინისტროს წერილობითი განცხადების თანახმად, მინისტრმა ზიად ალი ფაზილმა ირანის გაზის ეროვნულ კომპანიასთან გაზის იმპორტზე 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. შესაბამისად, ერაყი 5 წლის განმავლობაში ირანიდან ყოველდღიურად 50 მილიონ კუბურ მეტრ გაზს შეიძენს.
კინოცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით აუდიტს მიმართავენ

მოძრაობამ — „ქართული კინო საფრთხეშია“ — კინოცენტრის საქმიანობის შემოწმების მოთხოვნით ოფიციალური განცხადებით მიმართა აუდიტის სამსახურს: „კინოცენტრის გაუმჭვირვალე, არადემოკრატიული პოლიტიკის გამო, მივმართავთ საქართველოს გენერალურ აუდიტს – სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-17, მე-18, 24-ე მუხლების შესაბამისად, კინოცენტრის ე.წ. რეორგანიზაციიდან (2023 წლის 12 ივნისიდან) დღემდე შეამოწმოს კინოცენტრის საქმიანობა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რაში და რა პრინციპით […]
“გუნდის პოზიციას მხარს დავუჭერ” – “ოცნების” ქალი დეპუტატები კვოტირების გაუქმებაზე

“ქართული ოცნების” დეპუტატები, ხატია წილოსანი და მარიამ ლაშხი ამბობენ, რომ თუ პარტიაში უმრავლესობა გენდერული კვოტირების გაუქმებას მოინდომებს, ინიციატივას თავადაც დაუჭერენ მხარს. ორივე მათგანი გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრია. “დიახ, დავუჭერ მხარს [გენდერული კვოტირების გაუქმებას], გუნდის გადაწყვეტილებისთვის არასდროს მიღალატია და არც ახლა ვაპირებ. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ კვოტირების ინსტრუმენტს არსობრივად “ქართული ოცნებისთვის” არ შეუცვლია მიდგომა […]
“როიტერი”: ირანმა მოსკოვი თავდასხმის შესახებ გააფრთხილა

ირანმა მოსკოვი “ტერორისტული ოპერაციის” საფრთხის თაობაზე წინასწარ გააფრთხილა – ამ ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს რუსეთზე ყველაზე მსხვერპლიანი თავდასხმა იყო. შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა, 22 მარტს მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს და “კროკუს სითი ჰოლში” სულ მცირე 144 ადამიანი დახოცეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. თუმცა მოსკოვი, […]
ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონას ნაწილობრივ შეუერთდნენ

რუმინეთი და ბულგარეთი ევროპის უვიზო მიმოსვლის შენგენის ზონას 31 მარტს ოფიციალურად, ნაწილობრივ შეუერთდნენ. ევროკავშირთან წლების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ, ამ ნაბიჯს ორივე ქვეყანაში მიესალმებიან და სიხარულით აღნიშნავენ. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი დენკოვი ამბობს, რომ ეს “დიდი გამარჯვებაა” მისი ქვეყნისთვის. ბულგარეთში 6.6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. “ბულგარეთი ისტორიულ ეტაპზეა, “შენგენის ზონას” უერთდება და ეს არაა პოლიტიკური კლიშე. 2007 […]
„გრინვეი აკადემიაში“ საპილოტე ტრენინგები დაიწყო

USAID-სა და „გრინვეი საქართველოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობით შეიქმნა „გრინვეი აკადემია“, რომლის ფარგლებშიც არამარტო გრინვეისთვის, არამედ მთელი ინდუსტრიისთვის იქნება შესაძლებლობა ერთიანი სტანდარტებით მომზადდეს და გადამზადდეს ავტომობილის ინსპექტირების სპეციალისტები. პროექტის ფარგლებში უკვე დაიწყო შემუშავებული სასწავლო მოდულის მიხედვით „გრინვეი საქართველოს“ თბილისისა და რეგიონების ინსპექტორების საპილოტო ტრენინგები. საპილოტე ტრენინგის ფარგლებში სულ ოთხი ჯგუფი გადამზადდება, კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები. გადამზადება განხორციელდება სასწავლო […]
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი უკრაინას ეწვევა

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ახალი კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი პირველი სამუშაო ვიზიტით უკრაინას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. „უფრო გადაუდებელს ვერაფერს წარმოვიდგენ, ვიდრე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგებთან გამკლავებაა, რამაც ადამიანების საშინელი ტანჯვა და ნგრევა გამოიწვია“, – განაცხადა მაიკლ ო’ფლაერტიმ. ასევე, კომისარმა ის სფეროები დაასახელა, სადაც ადამიანის უფლებები უფრო ძლიერ დაცვას საჭიროებს, მათ […]
კომპანიები, რომლებიც ყველაზე მეტ ბიტკოინს ფლობენ

CoinGecko-ს მონაცემებით, საჯარო კომპანიები, რომლებიც ყველაზე მეტ ბიტკოინს ფლობენ შემდეგნაირად გამოიყურება: ჩამონათვალში პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია MicroStrategy ლიდერობს, რომელიც IT და მონაცემთა ანალიტიკაზეა ფოკუსირებული. კომპანია ამჟამად 174,530 ბიტკოინს ფლობს, რომლის საერთო ღირებულება 12 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. $1 მილიარდზე მეტის ღირებულების ბიტკოინებს ამჟამად MicroStrategy-ის გარდა კიდევ ერთი კომპანია, Galaxy Digital-ი ფლობს და მეორე პოზიციას იკავებს. მას […]
ვაისი თბილისური მატჩის სკანდალურ ფეხბურთელს ეძებს

ალბათ, კარგად გახსოვთ, ლუქსემბურგის ნაკრების თავდამსხმელი ჟერსონ როდრიგესი, რომელიც თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდთან ჩატარებულ ევრო 2024-ზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში თანაკლუბელ ჯაბა კანკავას ეჩხუბა. მან ისევ უდისციპლინობით გამოიჩინა თავი. სლოვაკური Hetrik-ის ცნობით, როდრიგესი “სლოვანში” არ გამოცხადდა და გუნდის მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი ძალიან გააბრაზა. “როდრიგესი ნაკრებიდან არ დაბრუნდა. ეს პრობლემა უნდა გადავჭრათ – მეც და კლუბმაც. ეს […]
კიევის სამხედრო ადმინისტრაცია: რუსეთმა წელს ქალაქს ესროლა ხუთი ჰიპერბგერითი რაკეტა „ცირკონი“

2024 წლის პირველ კვარტალში რუსეთმა კიევს 180 გამანადგურებელი საშუალება ესროლა, აქედან 139 რაკეტა. მათ შორის იყო ხუთი ჰიპერბგერითი რაკეტა „ცირკონი“. ამის შესახებ ნათქვამია კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი პოპკოს 1 აპრილის განცხადებაში. „მტერი სისტემატურად გვიტევს დრონებითა და სხვადასხვა ტიპისა და მოდიფიკაციის რაკეტებით“, – თქვა მან. პოპკოს სიტყვებით, უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვის საშუალება სჭირდება. „არავის არასოდეს […]