შალვა პაპუაშვილი – ვაპირებთ, დავარწმუნოთ ჩვენი მეგობრები, რომ როდესაც არის უსამართლო გადაწყვეტილებები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, პირველ ყოვლისა, ეს აზიანებს მათ რეპუტაციას, ვინც ამ უსამართლო სანქციებს აწესებს

ვაპირებთ, დავარწმუნოთ ჩვენი მეგობრები, რომ როდესაც არის უსამართლო გადაწყვეტილებები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, პირველ ყოვლისა, ეს აზიანებს მათ რეპუტაციას, ვინც ამ უსამართლო სანქციებს აწესებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან შენი ქვეყნის მოსამართლეები სანქცირდებიან ორი აზრი არ არსებობს, რომ პარტნიორ მხარეს მტკიცების განსაკუთრებული ტვირთი აქვს. […]

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ლიეტუვის პროკურატურის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა

საქართველოს პროკურატურის დელეგაცია, გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით, ლიეტუვის რესპუბლიკას ეწვია. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ლიეტუვის გენერალური პროკურორის სპეციალური მიწვევით, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარების მიზნით, ირაკლი შოთაძე მოხსენებით წარსდგა ლიეტუვის რესპუბლიკის პროკურატურის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე – „სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოვლენა, გამოძიება და პრევენცია თანამედროვე გამოწვევების კონტექსტში“. ღონისძიებას ლიეტუვის პრეზიდენტი […]

თურქეთი, რუსეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია და ლათინური ამერიკა ანდროიდის საფრთხის ქვეშ მოხვდნენ: „კასპერსკის ლაბორატორია“

„კასპერსკის ლაბორატორიის“ მკვლევარებმა გააანალიზეს ანდროიდის მავნე პროგრამის სამი ახალი საშიში ვარიანტი. მავნე პროგრამებს Tambir, Dwphon და Gigabud აქვთ ფუნქციები, რაც ამოიხატება სხვა პროგრამების ჩამოტვირთვაში, სერთიფიკატების მოპარვაშიით, ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის (2FA) გვერდის ავლაში და ეკრანის ჩანაწერებამდე შეღწევაშიც კი, რაც არღვევს მომხმარებლების კონფიდენციალურობას და უსაფრთხოებას. კომპანია იტყობინება, რომ Tambir არის ანდროიდის უკანა კარი, რომელიც თავს ესხმის მომხმარებლებს თურქეთში. […]

მაშინაც მიუღებელი იყო ამერიკის საელჩოს სანქციები მოსამართლეებზე და დღესაც მიუღებელი იქნება მათი უარი სანქციების მოხსნაზე

„იმედია, სტრასბურგის სასამართლო მაინც არის ანგარიშგასაწევი ამერიკისთვის და მათ სანქციებს უდანაშაულო მოსამართლეებზე უკან წაიღებენ“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე წერს. თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ პარტნიორი ქვეყნები ისე არ იქცევიან, როგორც ამერიკის ყოფილი ელჩი ქართველ მოსამართლეებს მოექცა. „მამუკა მდინარაძის მიმართვა ამერიკის ელჩისადმი მოსამართლეებზე სანქციების მოხსნის თაობაზე, არის სამართლიანი მოთხოვნა პარტნიორი ქვეყნის […]

რაქვიაშვილი კვოტებზე: კარგი პრეცედენტია, რომ მართლა პოლიტიკური ვაჭრობა შედგა, ღია წესებით

· 55 · · მინდა, ვისაუბრო იმ შეთანხმებაზე, რომელიც ჩვენსა და ქართულ ოცნებას შორის შედგა და რომელიც ეხება გენდერული კვოტების გაუქმებას. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან კარგი პრეცედენტი, როცა მართლა პოლიტიკური ვაჭრობა შედგა, ღია, საჯარო და გასაგები წესებით. ამბობს გირჩის წევრი პარლამენტში. პირველ აპრილს გირჩი გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით გამოვიდა. პარტიაში სურთ, ცვლილებები დაჩქარებული წესით […]

როდის დაიწყება EURO2024 ის ბილეთების გაყიდვა? – ფედერაციის პასუხი

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამუშაო ჯგუფი UEFA-ს 7-9 აპრილს ეწვევა“ – განცხადება BMGTV-ის გადაცემა „რედაქტ2“-ში სტუმრობისას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ჯღარკავამ გააკეთა. მისი თქმით, ყველა დეტალს, მათ შორის ბილეთების გაყიდვის თარიღს, რაოდენობას სწორედ ეს ჯგუფი გაარკვევს, რომელსაც ალექსანდრე იაშვილი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. ჯღარკავას განცხადებითვე, საქართველოს ნაკრები ბოლო გუნდია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მოახერხა, არის […]

ვაშინგტონის გამოხმაურება „ჰავანის სინდრომის“ შესახებ ჟურნალისტურ გამოძიებაზე

ახალი ჟურნალისტური გამოძიების მიუხედავად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იზიარებს დაზვერვის დასკვნას, რომ „ჰავანის სინდრომი“ უცხოური ძალის ჩარევით არ არის განპირობებული. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა გამოძიებაში მოყვანილ კონკრეტულ შემთხვევებზე კომენტარისგან თავი შეიკავა. „ჩვენ პრაქტიკად ვაქციეთ, რომ არ დავადასტუროთ ან არ კომენტარი გავაკეთოთ კონკრეტულ ცნობებზე ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც ჩვენ გავაკეთეთ დაზარალებული თანამშრომლებისთვის არის ის, რომ კონგრესის […]

ამომრჩეველი ქალები ამ უსამართლობას არ შევეგუებით – “ქალთა მოძრაობა” კვოტების გაუქმებაზე

“ქალთა მოძრობის” შეფასებით, “ქართული ოცნება” და “გირჩი” ბრძოლას უცხადებენ ქალების პოლიტიკაში მონაწილეობას. ასე ეხმაურება მოძრაობა გენდერული კვოტების გაუქმების ინიციატივას, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებულუ წესით განიხილავს. მოძრაობა ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ მმართველ პარტია თავისივე მხარდაწერილი კანონის გაუქმებას აპირებს. “შეგახსენებთ, რომ 2020 წელს კვოტები თავად „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აქტიური ჩართულობით, რასაც პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის ზრდა […]

რუსეთი განიხილავს „თალიბანისთვის“ ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსის მოხსნას

რუსეთი განიხილავს რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „თალიბანისთვის“ ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსის გაუქმების საკითხს. ამის შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებულ სააგენტო „ტასს“ განუცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. სამინისტროს ინფორმაციით, საკითხზე იუსტიციის სამინისტროსა და სხვა „პროფილურ უწყებებთან“ ერთად მუშაობენ, საბოლოო გადაწყვეტილებას კი „უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობა მიიღებს“. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ავღანეთის მმართველი „თალიბანის“ დელეგაცია რუსეთს მიწვეული ჰყავს ფორუმზე „რუსეთი – […]

ცოლზე მუქარის ბრალდებით თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ცოლზე მუქარის ბრალდებით დააკავა. მას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიების ვერსიით, დანაშაული რამდენიმე კვირის წინ, 23 თებერვალს, მოხდა. კაცმა აზარტულ სათამაშოებში თანხა წააგო, სახლში დაბრუნების შემდეგ კი ცოლთან კონფლიქტი მოუვიდა, რის შემდეგაც მოკვლით დაემუქრა. „დაზარალებულს ყველა შემთხვევაში მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა“, – წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის […]