3:0. “იბერია 1999”-მა ჩემპიონს სძლია [VIDEO]

ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში “იბერია 1999”-მა ბათუმის “დინამო” 3:0 დაამარცხა. დუბლი გიორგი კოხრეიძემ შეასრულა, საბა მამაცაშვილმა კი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. ბათუმის “დინამომ” მიმდინარე ტურნირზე პირველი ქულები დაკარგა, თუმცა მაინც ლიდერია და 8 აპრილს თბილისის “დინამოს” უმასპინძლებს. “იბერია 1999” კი ამ მომენტისთვის 13 ქულით მეორე ადგილზეა და 6 აპრილს ქობულეთში “კოლხეთს” შეხვდება. იბერია […]

112 მოსახლეობას ამინდის “მკვეთრ” გაუარესებაზე აფრთხილებს

112 მოსახლეობას ამინდის “მკვეთრ” გაუარესებაზე აფრთხილებს. მოქალაქეებმა მოკლე ტექსტური შეტყობინებები მიიღეს. გაცნობებთ, რომ 3-4 აპრილს საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ” – წერია შეტყობინებაში. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 4 აპრილის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. სააგენტოს ცნობით, ზღვაზე ვარაუდობენ 3-4 ბალიან შტორმულ ღელვას, ხოლო […]

სახალხო დამცველის ანგარიშის მიგნებები: მედია, LGBT+ თემი, შეკრების თავისუფლება

საქართველოს სახალხო დამცველმა 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში გამოაქვეყნა. 386-გვერდიან ანგარიშში წარმოდგენილია კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი – ასევე, მიმოხილულია გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა. ანგარიშში ყურადღება ეთმობა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობას და სახალხო დამცველის ინფორმაციით, “2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებულ […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 3 აპრილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 3 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, მინდელის და ძოწის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), კარტოზიას და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან […]

სტამბოლში, ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა

თხუთმეტი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა სტამბოლის ცენტრში ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად. რვა დაშავებულიდან შვიდი მძიმე მდგომარეობაშია. ხანძარი დღისით, სარემონტო სამუშაოების დროს გაჩნდა. ხანძარი ლიკვიდირებულია და დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

აზერბაიჯანში ელექტრონული სასამართლო პლატფორმა E-Justice იქმნება

აზერბაიჯანში ელექტრონული მართლმსაჯულების პლატფორმა იქმნება, რომელიც ელექტრონული მართლმსაჯულების ერთიანი პლატფორმით განხორციელების საშუალებას იძლევა. ამის შესახებ უზენაესი სასამართლოსა და სასამართლო-სამართლებრივი საბჭოს თავმჯდომარემ, ინამ ქერიმოვმა კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, უზენაესმა სასამართლომ და სასამართლო-სამართლებრივმა საბჭომ შეიმუშავეს სამართალდამცავი ორგანოების, ასევე სამთავრობო ორგანოების ურთიერთქმედების ახალი კონცეფცია, რათა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ სასამართლო სისტემის მუშაობაში. „ელექტრონული მართლმსაჯულების პლატფორმა ემსახურება მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას და […]

წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი გასულ წელთან შედარებით 10%-ით გაიზრდება და 4.5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს – PMCG-ის მოლოდინი

2023 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 31%-ით გაიზარდა, თუმცა ჯერ კიდევ 20%-ით ჩამორჩება პანდემიამდელ დონეს. ინფორმაცია, PMCG კვლევითი ცენტრმა 2023 წლის ტურიზმის მიმოხილვაში გამოაქვეყნა. „მოსალოდნელია, რომ 2024 წელს საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 7.9 მილიონამდე გაიზრდება. ამასთან დაკავშირებით ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით რამდენიმე ისეთი საერთაშორისო ღონისძიების […]

სტამბოლში ხანძარს, სულ მცირე, 29 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში, ღამის კლუბში დღისით, 13 საათზე გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 29 ადამიანი ემსხვერპლა. თურქული მედიასაშუალება „ანადოლუს“ ცნობით, ღამის კლუბში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. დაშავებულია რვა ადამიანი, მათგან შვიდის მდგომარეობა მძიმეა. ადგილობრივი მედიისვე ცნობით, სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს 5 ადამიანი, მათ შორის, ღამის კლუბის მენეჯერები და სარემონტო სამუშაოებზე პასუხისმგებელი პირები. ღამის კლუბი, სადაც ხანძარი გაჩნდა, სტამბოლის […]

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 2 აპრილის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.83 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 2 თეთრით. 2 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6816 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8798 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.73 ლარია, ხოლო ევროსი – 2.95 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.69 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.90 ლარად.

ტიციან ტაბიძის უკანასკნელი სურათი – 1937 წელი

1895 წლის 2 აპრილს დაიბადა ტიციან (ტიტე) ტაბიძე – პოეტი, მწერალი, „ცისფერყანწელთა“ ლიტერატურული ჯგუფისა და ასევე ამავე სახელწოდების ჟურნალის ერთ-ერთი დამაარსებელი. 📷 საქართველოს ეროვნული არქივი ტიციან ტაბიძის უკანასკნელი სურათი. 1937 წელი მარცხნიდან: ალექსანდრე სიგუა, ტიციან ტაბიძე, მიხეილ თუმანიშვილი ფოტოს ახლავს ალექსანდრე სიგუას საინტერესო მინაწერი: „1937 წელს ტიციან ტაბიძე პუშკინის საიუბილეო კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი იყო. თავმჯდომარე […]