„გირჩელი ვახო მეგრელიშვილი ისეთი ¥£€@ რომ პარლამენტარ ქალებს ჰარემი უწოდა“ – ბაია პატარაია

„გირჩელი ვახო მეგრელიშვილი ისეთი ¥£€@ რომ პარლამენტარ ქალებს ჰარემი უწოდა სად გაიზარდა ეს ხალხი?! როგორ შეიძლება ყველა ქალი სექს-ობიექტი აღიქვა?! საკუთარ კოლეგა ქალებს პარლამენტში ჰარემს როგორ ადარებს?! რა პერვერსია და გარყვნილებაა ასეთი?“

„ჩემი აზრით, სულ 3 ვარიანტია რუსულ კანონზე საზოგადოების რეაქციის“ – მიშა მშვილდაძე

„ჩემი აზრით, სულ 3 ვარიანტია რუსულ კანონზე საზოგადოების რეაქციის: 1. იგივე რაც შარშან, სრული მობილიზაცია ყველასი და ქუჩაში ბევრი ხალხი 2. დაკიდება და იგნორი, რადგან მალე მაინც არჩევნებია და სრული მობილიზაცია არჩევნებზე, ქოცების გაყრა და ყველა ასეთი კანონის მეორე დღესვე გაუქმება. 3. ამ ორის კომბინაცია – სრული მობილიზაცია ქუჩაში, არჩევნებზე ფოკუსის გასწორებით“

„შარშან საზოგადოება მოტყუებით გამოიყვანეს ქუჩაში და წაუკითხავად გააპროტესტებინეს კანონი“ – დიმიტრი ხუნდაძე

„საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, ხელახლა წარვადგინოთ კანონპროექტი გამჭვირვალობის შესახებ. შარშან საზოგადოება მოტყუებით გამოიყვანეს ქუჩაში და წაუკითხავად გააპროტესტებინეს კანონი, რომელიც თავად ხალხს აძლევდა მეტის ცოდნის საშუალებას. მაგრამ დღეს ეს ტყუილი აღარ გაჭრის. ხალხმა იცის ისიც, რომ სიტყვა “რუსული” მხოლოდ მათ მოსატყუებლად გამოიყენა ოპოზიციამ და ახლაც იგივე სიცრუის ტირაჟირებას ცდილობენ. ხოლო, კონკრეტულად რა არის რუსული, ამაზე დღემდე […]

„საუკუნის აფიორას და ხალხის მოტყუებას აღარ გაგატანინებთ“ – დიტო სამხარაძე

17.00 საათზე სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი ჩაინიშნა. ამასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატი, დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს: „სალომე ზურაბიშვილს ბრიფინგი ჩაუნიშნავს. თუ ისევ გაბედა ხალხის მოტყუება და ნაცებივით და ლგბტ პროპაგანდისტებივით რუსული რუსული იძახა, ახსნას, რატომ არის დეკლარაციის შევსება რუსული?! საუკუნის აფიორას და ხალხის მოტყუებას აღარ გაგატანინებთ“

„არც კანონის გატანის, არც არევის საშუალება არ უნდა მივცეთ“ – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს: „რაც შეეხება პროვოკაციას “უცხოელი აგენტების კანონის” თაობაზე, “ოცნებამ” იცის, რომ მათი მმართველობა მთავრდება. მათ გაანადგურეს ეკონომიკა, უსაშველოდ აწიეს ფასები, ასობით ათასი ქართველი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო. ახლა ამ რუსული კანონის შემოგდებით, ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, მტკიცე და არც კანონის გატანის, არც არევის საშუალება არ უნდა […]

“რუსული ქაოსის პარტია!” – ირაკლი კუპრაძე

“ლელოს” ერთ–ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება და წერს: რუსები არიან ყველა თავისი ქმედებით. არც ამ ქვეყნის განვითარება უნდათ და არც სტაბილურობა! რუსული ქაოსის პარტია!

“შუახევში მოტყუებით ჩაიყვანა და მდინარის პირას ყელი გამოჭრა” -საზარელი მკვლელობის დეტალები

“პირველების” ინფორმაციით, 34 წლის ქალი ქმარმა ბათუმიდან მოტყუებით შუახევში წაიყვანა და მდინარის სანაპიროზე მოკლა. ახალგაზრდა ქალს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. მკვლელობის შემდეგ, თვითდაზიანებები მიიყენა თავად ბრალდებულმაც, 41 წლის კაცი ახლა კლინიკაშია გადაყვანილი. საზარელ მკვლელობას შუახევში თვითმხილველები არ ჰყავს, პოლიციას კი ამბავი ბრალეულის ძმამ შეატყობინა, როდესაც ცოლის მკვლელობის შემდეგ კაცმა დაურეკა.

POLITICO: საქართველოს მმართველი პარტია “რუსული სტილის” უცხოელი აგენტების კანონს აბრუნებს

POLITICO ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახალი ინიცირების შესახებ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ მასობრივი პროტესტებიდან ერთი წლის შემდეგ საქართველოს მთავრობა აბრუნებს საკამათო წინადადებას, რომელიც ოპოზიციურ მედია საშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხოური გავლენის აგენტებად ასახელებს. “მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” ოთხშაბათს დაადასტურა, რომ ე.წ. უცხოელი აგენტების კანონი აღდგება. მისი უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, კანონის ტექსტი […]

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა

ათასწლეულის ფონდი აცხადებს 2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს უფროსკლასელთათვის. კონკურსი 2015 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ახალგაზრდებში მეცნიერების, ინოვაციებისა და STEM განათლების პოპულარიზება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 13-17 წლის სკოლის მოსწავლეებს. კონკურსში მონაწილე გუნდები წარმოადგენენ მათ მიერ შექმნილ პროექტებს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში, ისეთ მიმართულებებში როგორიცაა: კოსმოსი და ავიაცია, რობოტექნიკა, მობილური ტექნოლოგიები და აპლიკაციები, […]

კონკურსში – „ქუჩის ხელოვნება“ მონაწილეობის მსურველებისთვის განცხადებების მიღება იწყება

თბილისის მერია კონკურსში – „ქუჩის ხელოვნება“ (ე.წ. სტრიტ არტი) მონაწილეობის მსურველებისთვის განცხადებების მიღებას იწყებს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, განცხადებების მიღება 30 აპრილამდე გაგრძელდება, ხოლო დეტალური ინფორმაციის მიღება აღნიშნულთან დაკავშირებით უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე – tbilisi.gov.ge შესაძლებელი. „ბოლო ხანს, დედაქალაქში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ქუჩის ხელოვნება, ე.წ. სტრიტ არტი. ხელოვნების ამ მიმართულებამ […]