სააკაშვილის განცხადებით, „რუსული კანონის“ შემოგდებით ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ე.წ. აგენტების კანონპროექტის ხელახლა დარეგისტრირების შესახებ. ექსპრეზიდენტს მიაჩნია, რომ მმართველ პარტიას საქართველოში ვითარების არევა სურს. „რაც შეეხება პროვოკაციას „უცხოელი აგენტების კანონის“ თაობაზე, „ოცნებამ“ იცის, რომ მათი მმართველობა მთავრდება. მათ გაანადგურეს ეკონომიკა, უსაშველოდ აწიეს ფასები, ასობით ათასი ქართველი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო. ახლა […]

დინამო თბილისი და La Gazzetta dello Sport Georgia თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

3 აპრილს, დინამო თბილისსა და La Gazzetta dello Sport Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას ამის შესახებ „დინამო“ ავრცელებს. „მხარეებს შორის თანამშრომლობის მიზანია, მეტი ჩართულობისა და ურთიერთქმედების ხელშეწყობა გულშემატკივრებსა და საფეხბურთო საზოგადოებას შორის. მემორანდუმს ხელი „დინამო თბილისი“ გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ და La Gazzetta dello Sport Georgia-ს დამფუძნებელმა და SMH Sports-ის დირექტორმა ლაშა მაჭავარიანმა მოაწერეს. […]

ტაივანის რამდენიმე ტექნოლოგიურმა გიგანტმა მიწისძვრის გამო წარმოება შეაჩერა

ტაივანის რამდენიმე ტექნოლოგიურმა გიგანტმა, მათ შორის ჩიპების მწარმოებელმა Taiwan Semiconductor Manufacturing Company-მ (TSMC), ჩრდილოეთ ტაივანში მას შემდეგ, რაც 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ზოგიერთი ოპერაცია შეაჩერა. TSMC-მ, ჩიპების ორი მცირე მწარმოებელი, United Microelectronics-მა (UMC) და Powerchip Semiconductor Manufacturing-მა (PSMC), ისევე როგორც ბრტყელი პანელების მწარმოებელი Innolux-მა, მიწისძვრის საპასუხოდ პრევენციული ღონისძიების სახით, ჰსინჩუს სამეცნიერო პარკში ზოგიერთი საწარმოო ხაზი […]

ჯანდაცვის მინისტრი ონკოპაციენტებს პროტესტის შეწყვეტას სთხოვს

ჯანდაცვის მინისტრის ულტიმატუმი ონკოპაციენტებს – მიხეილ სარჯველაძე ადამიანებს, რომლებიც თვეებია ლიმიტირებულ დაფინანსებას და ქვეყანაში მათთვის აუცილებელი წამლების დეფიციტს აპროტესტებენ, აქციების შეწყვეტას სთხოვს და ირწმუნება, რომ პრობლემა ხელოვნურად არის შექმნილი. რეალურად წამალი ქვეყანაში არის, თუმცა სარჯველაძის განცხადებით, პაციენტამდე ვერ მიდის, ამიტომ მინისტრი ონკოპაციენტებს პროტესტის ნაცვლად სამუშაო ჯგუფებში ჩართვას და პრობლემის მოგვარებას კონსულტაციების გზით სთავაზობს. მძიმე დიაგნოზით […]

„მივმართავ ჩვენ საამაყო ფეხბურთელებს!.. ახლა, დაიწყება თითოეულ თქვენგანზე ბულინგის განხორციელება!“ – ხათუნა ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს: „მივმართავ ჩვენ საამაყო ფეხბურთელებს! ახლა, დაიწყება თითოეულ თქვენგანზე ბულინგის განხორციელება! მოგმართავენ ერთი, უწყინარი კითხვით – თქვენ გინდათ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება?… თქვენ, ასევე უწყინრად და აფსოლუტურად სამართლიანად უპასუხებთ, რომ გინდათ! ამას მოყვება თქვენი გამოცხადება ოპოზიციის ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი პოზიციის მხარდამჭერად! მოყვება, თქვენი ჩათრევა პოლიტიკურ ანგარიშსწორებებში და პიარ ტექნოლოგიებში! მოყვება, თქვენი […]

მოსამართლეების ხელფასები და დანამატები – ვინ რამდენს იღებს?

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დანამატებს კვლავ უსაფუძვლოდ და გაუმჭვირვალედ იღებენ – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” კვლვეაში. მათვე მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდა დანამატის ოდენობა საბჭოს იმ წევრებისთვის, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებიც არიან. რაც შეეხება პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეებს, მათი შრომის ანაზღაურების ზუსტი ოდენობის დადგენა ვეღარ ხერხდება. იუსტიციის უმაღლესი […]

პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებას 1-ლი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა გენდერული კვოტირების სისტემის გაუქმებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ინიციატივას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი 15-მა მისცა ხმა – საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით პარტია გირჩი გამოვიდა. ალექსანდრე რაქვიაშვილის, იაგო ხვიჩიას, ჰერმან საბოს და ვახტანგ მეგრელიშვილის საკანონმდებლო ინიციატივით, ცვლილება შედის საარჩევნო კოდექსში – პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიები არ იქნებიან ვალდებულნი […]

სტუდენტური მოძრაობა თავისუფლებისთვის: დღეიდან ვიწყებთ მობილიზაციას, ზღაპრის ბოლო კეთილია

სტუდენტური მოძრაობა თავისუფლებისთვის ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას ეხმაურება და წერს, რომ დღეიდან სრულ მობილიზაციას იწყებენ. მათი თქმით, დღეს ქართული საზოგადოება საქართველოს პუტინისტური ხელისუფლების რეალურ სახეში კიდევ ერთხელ დარწმუნდა და გასული წლის მსგავსად, არც ახლა აპირებენ უკან დახევას. “რუსული კანონის ხელახლა დაინიცირება აჩვენებს, რომ გადაწყვეტილება მიიღება კრემლში და არა თბილისის რომელიმე კაბინეტში. დირექტივა […]

“ამ თავხედურ თავდასხმაზე პასუხია – არა რუსულ მთავრობას” – გირჩი/დროა რუსულ კანონზე

გირჩი-მეტი თავისუფლება – დროა განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რუსული კანონის ხელახლა ინიცირება “ივანიშვილის თავხედური პროვოკაციაა”. პარტიები მიიჩნევენ, რომ “ამ გეოპოლიტიკურ ბრძოლაში გამარჯვება საჭიროებს ქართული საზოგადოების სრულ კონსოლიდაციასა და გაერთიანებას”. “რუსული კანონის დაბრუნება ივანიშვილის თავხედური პროვოკაციაა ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეთა თავგანწირვისა და ევროკავშირის მიერ გეოპოლიტიკური გარემოს […]

ხაზარაძე: ივანიშვილი გამოვიდეს და თქვას, საიდან ფინანსდება მისი პარტია

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ხელახლა დაარეგისტრიროს ე.წ. აგენტების კანონპროექტი, გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე. მან 3 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა კრემლისგან მიიღო დავალება. „’ქართულმა ოცნებამ’ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი დავალება მიიღო – ერთი წლის წინ ჩავარდნილი ოპერაცია „რუსული კანონის” შესახებ თავიდან გააცოცხლა. დავალება მიიღო პირდაპირ კრემლისგან, რათა […]