ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – უკრაინისთვის მეტი საბრძოლო მასალა გვჭირდება – სამწუხაროდ, ომში მათემატიკას მნიშვნელობა აქვს

უკრაინისთვის მეტი საბრძოლო მასალა გვჭირდება, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა. „ჩვენ უკრაინისთვის მეტი საბრძოლო მასალა გვჭირდება, რადგან რუსეთს იმაზე ბევრად მეტის წარმოება შეუძლია, ვიდრე უკრაინას ბრძოლის ველზე გამოყენება. სამწუხაროდ, ომში ამ მათემატიკას მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა იან ლიპავსკიმ. ლიპავსკიმ აღნიშნა, რომ ჩეხეთის ინიციატივის […]

პარლამენტმა „გირჩის“ ინიციატივა, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით მიიღო

82 – მომხრე, 15 – წინააღმდეგი – კენჭისყრის ამ შედეგით პარლამენტმა პირველი მოსმენით პოლიტიკური ჯგუფის “გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას ითვალისწინებს. “გირჩის“ ინიციატივით, “საარჩევნო კოდექსსა“ და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით ყველა ის საკანონმდებლო ნორმა უქმდება, რომელიც სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინებას ითხოვს – “საარჩევნო […]

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლითაც პარტია უფლებამოსილი ხდება, სიის შედგენისას, დეპუტატობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის საფუძველზეც პარტია უფლებამოსილი ხდება, პარტიული სიის შედგენისას, დეპუტატობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს. „ქართული ოცნების“ მიერ “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები 80 ხმით (13 წინააღმდეგი) მიიღეს. ამავე ცვლილებით, საკრებულოს მაჟორიტარების ასარჩევად დადგენილი 40%-იანი ბარიერი უქმდება და არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე […]

თინა ბოკუჩავა – ივანიშვილის პარტია გვსჯის ჩვენ – ოპოზიციონერ ქალებს, რომლებიც ხშირად ყველაზე მწვავედ და უკომპრომისოდ ვაკრიტიკებთ ამ დარბაზში

ივანიშვილის პარტია გვსჯის ჩვენ – ოპოზიციონერ ქალებს, რომლებიც ხშირად ყველაზე მწვავედ და უკომპრომისოდ ვაკრიტიკებთ ამ დარბაზში. ივანიშვილის პარტია დევნის ქალებს პოლიტიკიდან, ეკონომიკიდან და ქვეყნიდან იძულებით ემიგრაციაში, მაგრამ გარწმუნებთ, თქვენ შეიძლება გქონდეთ გავლენა და ფული, და დროებით, ქვეყნის მართვის მიტაცებული სადავეები, მაგრამ ჩვენ გვაქვს სიმართლე და სიტყვა, სიმტკიცე და საქმე, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი […]

პაატა დავითაია – როდესაც დღის წესრიგში დგას დიალოგის გახსნა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას კატასტროფული შედეგი ექნება

მმართველი პარტია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელახლა ინიცირებით ძალიან სახიფათო გზას დაადგა. ეს არის გამოწვევა ჩვენი საზოგადოების, რომელმაც ერთი წლის წინ მკვეთრი ნეგატიური რეაქცია გამოხატა – როდესაც დღის წესრიგში დგას დიალოგის გახსნა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ამ კანონის მიღებას კატასტროფული შედეგი ქვეყნისთვის ექნება, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა. მისივე თქმით, […]

ანა წითლიძე – ივანიშვილის პარტიას არ აქვს პასუხი, თუ რატომ არის უმუშევრობა და ასეთი დაბალი ხელფასები ამ ქვეყანაში – როგორ იცხოვრებდით თქვენ, თქვენი ხელფასი 500 – 600 ლარი რომ იყოს?

ივანიშვილის პარტიას არ აქვს პასუხი, თუ რატომ არის უმუშევრობა და ასეთი დაბალი ხელფასები ამ ქვეყანაში. როგორ იცხოვრებდით თქვენ, თქვენი ხელფასი 500 – 600 ლარი რომ იყოს? ან რატომ არ ეტყობათ თქვენს მიერ მოწონებული ეკონომიკური ზრდა საქართველოს მოქალაქეებს და რატომ ეტყობათ მხოლოდ თქვენს ჯიბეებს?- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ, პარლამენტში სიტყვით […]

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს უსმენენ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს უსმენენ. დავითაშვილი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატშია მიწვეული. მინისტრი სესიაზე თავდაპირველად უწყების მიერ გაწეული მუშაობისა და გეგმების შესახებ ისაუბრებს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. პარლამენტის ტრიბუნა ასევე დაეთმობა დეპუტატების პოლიტიკურ განცხადებებს.

შალვა პაპუაშვილი – აღარ გამოუვათ, გამჭვირვალობის კანონპროექტი ბნელი მეთოდებით ისე დაბრენდონ, რომ შინაარსზე არ ისაუბრონ

აღარ გამოუვათ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ბნელი მეთოდებით ისე დაბრენდონ, რომ შინაარსზე არ ისაუბრონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი განცხადებით, კანონის მოწინააღმდეგეებს ექნებათ შესაძლებლობა შემოვიდნენ დისკუსიაში და თქვან, თუ რა არის მათთვის კანონპროექტში მიუღებელი. „განხილვა იქნება ჩვეულებრივ ტემპში. იქნება სამი მოსმენა კომიტეტზეც, პლენარულ სხდომაზეც. მოვიდნენ და თქვან, რა აქვთ […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 აპრილს 10:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს ზაჰესში თავისუფლების, ჭიჭინაძის, კასკადის და მიმდებარე ქუჩებზე შეეზღუდებათ. ასევე, 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში საგურამო, ახალსოფელი, ჭყანტი ქედის მიმდებარედ და მიმდებარე სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. ინფორმაციის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

„ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე პროკურატურამ 8 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულმა 4-მა პირმა, ორი მოდავე მხარის მიმართვის საფუძველზე, ასევე „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის დაკავებული 3 პირის მეშვეობით, თბილისში „ქურდული გარჩევები“ მოაწყვეს, სადაც მხარეებს შორის […]