რატი იონათამიშვილი – გახარიამ აღიარა, რომ „ქართული ოცნება“ უდავოდ იგებს არჩევნებს, ასევე გასცა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გეგმა, რომ არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების ლეგიტიმაციაზე დარტყმისთვის ემზადებიან, რაშიც ისევ ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციების იმედი აქვთ

გახარიამ ისეთი აღიარება გააკეთა, უფრო მეტი წარმოუდგენელია. ერთი მხრივ, აღიარა, რომ „ქართული ოცნება“ უდავოდ იგებს არჩევნებს, მეორე მხრივ გასცა „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ გეგმა, რომ ისინი არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების ლეგიტიმაციაზე დარტყმისთვის ემზადებიან და ამაში ისევ ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციების იმედი აქვთ – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი. […]
ვიოლა ფონ კრამონი შალვა პაპუაშვილზე – ეს არის ადამიანი, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას ჰყავდა დასაქმებული – სირცხვილი

შალვა პაპუაშვილი არის ადამიანი, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას ჰყავდა დასაქმებული საქართველოში კანონის უზენაესობის პროექტებზე – სირცხვილი, – ასე პასუხობს “ტვიტერის” პირად გვერდზე ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ ის მიკროფონებს გაუთიშავს პარლამენტარებს, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს “რუსულ კანონად” მოიხსენიებენ. “ეს [შალვა პაპუაშვილი] არის ადამიანი, რომელიც გერმანიის საერთაშორისო […]
2024 წელს ანაკლიის ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორს შევარჩევთ და საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას დავიწყებთ – ლევან დავითაშვილი

„ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია იმ რეალური პოტენციალის ათვისების ხელშეწყობა, რაც საქართველოს რეგიონში მრავალგანზომილებიან ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ჰაბად აქცევს. ამ კუთხით განსაკუთრებულ დატვირთვას ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი იძენს, რომელიც გეგმის მიხედვით ვითარდება,” – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. მისი ინფორმაციით, 2024 წელს შეირჩევა ნავსადგურის პროექტზე კერძო პარტნიორი, ასევე […]
„რუსული კანონის მიზანს თავისუფალი სიტყვის ჩახშობა წარმოადგენს“ – ონლაინ მედია

ონლაინ მედიებმა ქართული ოცნების მიერ პარლამენტში რუსული კანონის დაბრუნების შესახებ ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს. მედია ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ამ კანონის მიზანს თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა წარმოადგენს. მედიები “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ თავისუფლებაზე თავდასხმა შეწყვიტონ. “ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოგვატყუა და მწვავე სახალხო პროტესტის შედეგად ერთი წლის წინ ჩაგდებული რუსული კანონი, წინასაარჩევნოდ უკან დააბრუნა. რუსული კანონის მთავარი მიზანია დამოუკიდებელი საზოგადოებრივი […]
,, არაფრის ბოლო არ არის კეთილი, თუ დეგენერატი ხარ” – თამარ ჩერგოლეიშვილი

,,ევროპული საქართველოს” წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი: ,,ყველა უსუსური მაღიზიანებთ, ვინც ზღაპრის ბოლო კეთილიას წერთ და სხვისი დამსახურებული გამარჯვებით იმშვიდებთ თავებს. არაფრის ბოლო არ არის კეთილი, თუ დეგენერატი ხარ. მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება კეთილი, თუ გვეყოფა ნებისყოფა, წაქცეულზე თავით მიზანში ვურტყათ. მოინდომეს აქ სხვა სპორტის ნაკრების გამარჯვებაში ჩაწილებით ავანსების გაცემა ვიღაც ეგომანიაკმა მცოცავებმა.”
წილოსანი ოდიშარიაზე: ბოდიშს ვიხდი ჩემი კოლეგის ნაცვლად

“ძალიან სამწუხაროა და წარმოუდგენელია ფორმულირებაა. ვერაფერს ვიტყვი, ბოდიშს ვიხდი ჩემი კოლეგის ნაცვლად”, – ამბობს წილოსანი მთავარ არხთან. *** დღეს პარლამენტში კვოტირების განხილვისას ოდიშარიამ დეპუტატი ქალები შეურაცხმყოფელი, მიზოგინური რეპლიკით მოიხსენია და მათ “მოუტ*ვნელი ქალები” უწოდა. “დედა მოვტ*ან თქვენი, მოუტ*ვნელი დედაკაცების ჯოგი. ეს არის მოუტ*ვნელი ქალების სინდრომი, მოუტ*ვნელის”, – თქვა ოდიშარიამ პარლამენტში.
ოდიშარია: მე თქვენი მითითებით ბოდიშს არ მოვიხდი

ჩემი აღშფოთება დაკავშირებული იყო და ის არ იყო დამისამართებული არცერთი კონკრეტული ფიზიკური პირის მიმართ, არც ქალის, არც კაცის და მათ შორის, თქვენ ვერ ნახავთ სადმე, რომ მე რომელიმე კონკრეტული სახელი ან გვარი, ან ჩემი კოლეგა მითუმეტეს, ვახსენე… მე თქვენი მითითებით ბოდიშს არ მივიხდი. უთხრა ჟურნალისტებს ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ მის მიერ პარლამენტში, ქალების მიმართ […]
წილოსანი ოდიშარიაზე: ბოდიშს ვიხდი ჩემი კოლეგის ნაცვლად, წარმოუდგენელი ფორმულირებაა

ძალიან სამწუხაროა და წარმოუდგენელი ფორმულირება არის. ვერაფერს ვერ ვიტყვი. ბოდიშს ვიხდი ჩემი კოლეგის ნაცვლად… ბოდიშს ვიხდი, ძალიან არასწორი ფორმა არის, უკან რომ მომყვებით, ძალიან ცუდად ჩანს და თქვენს ოპერატორთან უხერხული არის… რეაგირების მექანიზმები ყველა დეპუტატს შეუძლია, თავისით გამოიყენოს, ამიტომ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, რომ გამოიყენონ. კიდევ ერთხელ ძალიან ვწუხვარ ამ ძალიან უხამსი კომენტარის გამო. ამბობს […]
ანა ნაცვლიშვილი მინისტრს – სად არის ეკონომიკის ორმაგი ზრდა და საერთოდ, სად არის ზრდა? – თქვენი აზრით, როგორ უნდა მოიზიდოს ქვეყანამ ინვესტორები და იპოვოს კეთილსინდისიერი პარტნიორები, როცა მისი პრემიერის სიტყვას ჩალის ფასი აქვს?

როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოიზიდოს ქვეყანამ ინვესტორები და იპოვოს კეთილსინდისიერი პარტნიორები, როცა მისი პრემიერის სიტყვას ჩალის ფასი აქვს, – ამ კითხვით მიმართა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს, რომელსაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ერთი წლის წინანდელი განცხადება გაიხსენა […]
ბექა ოდიშარია – თუ ჩემმა გამონათქვამმა ვინმე შეურაცხყო, ბოდიშს ვუხდი – ერთი წამოცდენა, ჯაშუშურად ჩაიწერეს, გაასაჯაროვეს და მონათლეს თავდასხმად ქალ დეპუტატებზე, საკმაოდ დამონტაჟებულია

თუ ამ გამონათქვამმა ვინმე შეურაცხყო მე, რა თქმა უნდა , ბოდიშს ვუხდი. განსაკუთრებით საზოგადოებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ რეპლიკებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. როგორც ოდიშარიამ განაცხადა, მისი აღშფოთება არ იყო დამისამართებული, არც ერთი კონკრეტული ფიზიკური პირის მიმართ, არც ქალის და არც კაცის მისამართით […]