,,თუ დააკვრდებით, ვის ახმოვანებინებს ხოლმე მსგავს გადაწყვეტილებებს“ – დათო გორგილაძე

ჟურნალისტი დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში წერს: ,,თუ დააკვრდებით, ვის ახმოვანებინებს ხოლმე მსგავს გადაწყვეტილებებს. მათ, ვისაც უწინ ამის საპირისპირო ათქმევინა. ეს შემთხვევითობა არაა. ამით თავმოყვარეობას უნულებს და სინდისს ურეცხავს. სინდისი კი ფეხსაცმელივითააო ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა – თავდაპირველად უფრთხილდები, მაგრამ ერთი ლაქაც კი საკმარისია, რომ გული აიცრუო და მიუშვა.”
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას – თქვენ დიდი ხანია არ ხართ ჩვენი ოპონენტები, თქვენ ხართ საქართველოს ოპოზიციაში, თქვენ ხართ საქართველოს ოპონენტები

თქვენ დიდი ხანია არ ხართ სახელისუფლებო გუნდის და სახელისუფლებო პარტიის ოპოზიცია. დიდი ხანია არ ხართ ჩვენი ოპონენტები. თქვენ ხართ საქართველოს ოპოზიციაში, თქვენ ხართ საქართველოს ოპონენტები, – ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, ლევან დავითაშვილს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. როგორც თალაკვაძემ სიტყვით გამოსვლისას […]
შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელში, კაბინეტებში, საიდანაც გვეუბნებიან, რომ ზეპირად იციან ჩვენი კონტექსტი, ხასიათი, რა გვინდა, რა არ გვინდა, ისიც კი არ იციან მაგიდის გადასწვრივ ვინ უზით – ზურაბ ადეიშვილი, კრიმინალი – როგორ ავხსნათ ეს ყველაფერი?

იმ კაბინეტებში, საიდანაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ ზეპირად იციან ჩვენი კონტექსტი, ჩვენი ხასიათი, რა გვინდა, რა არ გვინდა, ისიც კი არ იციან ზურაბ ადეიშვილი, კრიმინალი რომ უზით მაგიდის გადასწვრივ , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინასა და მოლდოვაში „ვეტინგი“ ზურაბ ადეიშვილმა და მისმა ყოფილმა მოადგილემ ნონა […]
შალვა პაპუაშვილი – რომ არა შემოპარვა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი დღესაც უკრაინაში იქნებოდა და იქიდან არევდა

ცდილობენ შექმნან აღქმა, თითქოს, საზოგადოებაში ორი აზრი არსებობს და ის გახლეჩილია ისეთ საკითხებზე, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა თუ არა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეზინფორმაციას მღელვარების შესაქმნელად ავრცელებდნენ და ამ თემით საზოგადოების ნაწილს, ჯერ კიდევ აბნევენ და აეჭვებენ. „მიხეილ სააკაშვილი […]
Le Monde – საფრანგეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა წელიწად-ნახევრის განმავლობაში პირველად ისაუბრეს

საფრანგეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა წელიწად-ნახევრის განმავლობაში პირველად ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Monde-ი საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს კომუნიკეზე დაყრდნობით წერს. აღინიშნება, რომ საფრანგეთს თავდაცვის მინისტრის სებასტიან ლეკორნუსა და მისი რუსი კოლეგა სერგეი შოიგუს შორის საუბარი, რომელიც 3 აპრილს შედგა, უპირველეს ყოვლისა მოსკოვის ოლქში საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტს ეხებოდა. ლეკორნუმ 22 მარტს, მოსკოვის ოლქში, […]
ძლიერი ქარის გამო სტამბოლი-ბათუმის რეისი ქალაქ რიზეში დაჯდა

ბათუმის აეროპორტში სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ძლიერი ქარის გამო ვერ ჯდებოდა. რეისი თურქეთის ქალაქ რიზეში დაჯდა. ფრენების მონიტორინგის ვებგვერდ Flightradar24-ის მონაცემებში ჩანდა, რომ Turkish Airlines-ის თვითმფრინავი ბათუმის სანაპიროს მახლობლად ჯერ წრეზე დაფინავდა, შემდეგ კი კურსს გადაუხვია და ქალაქ რიზეში დაფრინდა.
როგორ ხედავენ წერეთლის განახლებულ გამზირს კალაძე და მოქალაქეები

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში წერეთლის განახლებული გამზირის ასამდე ფოტო ატვირთა. პარალელურად, ,,ჩემი ქალაქი მკლავს” იგივე წერეთლის გამზირიდან სულ სხვა ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჭების გატეხილი თავსახურავებია: ,,განახლებული წერეთლის გამზირი 🙂 თარაზოშია გასწორებული თან რამოდენიმე ჭა ჩატყდა უკვე 🤝” ,,იქნებ კაცი დარჩათ ქვემოთ და აწვება” – წერენ კომენტარებში.
სახ.დეპი რუსულ კანონზე: გასულ წელს ათიათასობით მოქალაქე გამოვიდა ამ კანონზე უარის სათქმელად

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინცირებას ეხმაურება. სახ.დეპის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აღნიშნავს, რომ გასულ წელს ამ კანონის წინააღმდეგ ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. მისი თქმით, საქართველოს EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების ისტორიული შესაძლებლობა აქვს და აშშ მზადაა, ამ გზაზე ქვეყნის მხარდაჭერა გააგრძელოს. “ჩვენ მივიღეთ ცნობები ამ კანონმდებლობის ხელახალი ინიცირების შესახებ საქართველოს პარლამენტში. გეტყვით, რომ […]
სტამბოლი-ბათუმის რეისი რიზეში დაჯდა

თურქეთის ავიახაზების რეისი, რომელიც სტამბოლიდან ბათუმის მიმართულებით მიფრინავდა, ქალაქ რიზეში ჩაფრინდა. როგორც რადიო თავისუფლებასთან აეროპორტების გაერთიანების წარმოამდგენელი ამბობს, თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ქარის გამო ვერ დაჯდა. Flightradar-ის მონაცემებით, სტამბოლი-ბათუმის რეისი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 21:10 საათზე უნდა ჩაფრენილიყო, თუმცა თვითმფრინავი დაფრენას რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდა. radiotavisupleba.ge
შალვა პაპუაშვილი – სამწუხაროდ, როდესაც ემოციები ჭარბობს პოლიტიკურ დებატში, ყველა წუხს, ასეთი ატმოსფერო პარლამენტის დარბაზში არავის სიამოვნებს, ვიფიქროთ, როგორ ავიცილოთ მსგავსი ინციდენტები თავიდან

დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით ბატონმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რომ ეს არავისკენ ინდივიდუალურად მიმართული არ იყო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს პარლამენტში ბექა ოდიშარიას მხრიდან შეურაცხმყოფელ რეპლიკასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, მსგავსი ატმოსფერო პარლამენტის სხდომათა დარბაზში არავის სიამოვნებს და უნდა იზრუნონ იმაზე, თუ როგორ აირიდონ დაძაბულობა თავიდან. „დღევანდელ […]