პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავა, მათ შორის 7 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, ქვემო ქართლის, აჭარის, იმერეთის და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, მათ შორის 7 ნარკორეალიზატორია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. „სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი […]
ირაკლი ნადარეიშვილი – კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება – რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება

ძალიან მაღალ დონეზე განვითარებული საბანკო სექტორი, მაგრამ ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფი კაპიტალის ბაზარი გვაქვს. ამავე დროს ბიზნესს და ეკონომიკას სჭირდება როგორც კაპიტალის მოზიდვის, ასევე ინვესტირების დივერსიფიცირებული და სხვადასხვა რისკის პროფილის მქონე ინსტრუმენტი. რომ შევედაროთ განვითარებულ ქვეყნებს, მაგალითად, აშშ-ში კაპიტალის ბაზრის ზომა მშპ-ს აჭარბებს დაახლოებით 150 %-ით, პოლონეთში ეს მაჩვენებელი 40 %-ს შეადგენს, ჩვენ ვსაუბრობთ, დღევანდელი მოცემულობით, […]
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის 5 რეგიონში 53 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს – სარატოვის აეროპორტში დროებითი შეზღუდვები დაწესდა

სარატოვის “გაგარინის” საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონზე დრონით თავდასხმის გამო, თვითმფრინავების მიღებასა და გამგზავრებაზე დროებითი შეზღუდვები დააწესეს, – ინფორმაციას რუსული მედია აეროპორტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მანამდე, გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა განაცხადა, რომ პარასკევს დილით ენგელსში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, წინასწარი ინფორმაციით, ნამსხვრევების ჩამოვარდნას მსხვერპლი, ან ინფრასტრუქტურის განადგურება არ მოჰყოლია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა […]
გარდაიცვალა მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული მამაკაცი

ხუან ვისენტე პერესი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული მამაკაცის ტიტულს ატარებდა, 114 წლის ასაკში გარდაიცვალა. “ჩვენი მოხუცი დონ ვისენტე… ის ყოველთვის გვემახსოვრება მისი ოპტიმიზმით, რწმენით, იმედით და ჩვენი ტაჩირისადმი (შტატში ვენესუელაში – რედ.) ღრმა სიყვარულით. ყოველთვის იქნება სიკეთის, სიბრძნისა და სიხარულის სიმბოლო, რის გამოც მისი მემკვიდრეობა სამუდამოდ იცოცხლებს ჩვენს გულებში. მშვიდად განისვენე, ჩემო ძვირფასო მოხუცო, არასოდეს […]
სახ.დეპის სპიკერი რუსულ კანონზე: კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი ქართული ოცნების მიერ ე.წ. რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კანონპროექტი საქართველოს ევროპის გზას ჩამოაცილებს. მილერის კომენტარს საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. “ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს […]
ოცნებამ უნდა გაიწვიოს “უცხოური აგენტის” კანონი თუ საქართველოს ევროკავშირში შესვლა სურს – CPJ

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) ქართული ოცნების მიერ “რუსული კანონის” ხელმეორედ მიღების ინიციატივას გამოეხმაურა, მათი თქმით კანონი შემაშფოთებელია და მმართველმა პარტიამ უარი უნდა თქვას მასზე, თუ საქართველოს ევროკავშირში შესვლა სურს. “საქართველოს ხელისუფლების მიერ იმ კანონპროექტის ხელმეორედ ინიცირება, რომელიც მედია საშუალებებს უცხოეთიდან კონტროლდებადის ლაქას დაასვამს, ღრმად შემაშფოთებელია და სრულიად შეუთავსებელია მათ მტკიცებასთან, რომ ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაში […]
ისრაელი ჩრდილოეთ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ახალ, დროებით დერეფნებს გახსნის

ისრაელი ჩრდილოეთ ღაზაში მიმავალ ჰუმანიტარული დახმარების ახალ, დროებით დერეფნებს გახსნის. ახალი დერეფნები ისრაელის აშდოდის პორტზე და ერეზის გასასვლელზე გაივლის. ინფორმაცია ახალი ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუს ოფისმა გაავრცელა. ბოლო დღეების მანძილზე თეთრი სახლი აქტიურად მოუწოდებდა ისრაელს დაუყოვნებლივ გაეხსნა ახალი ჰუმანიტარული დახმარების გზები ღაზისთვის. როგორც ცნობილია აშდოდიდან და ერეზიდან მიმავალი ეს დერეფნები გაამარტივებს ჰუმანიტარული დახმარების გადაზიდვას […]
მალაშხია რუსულ კანონზე: დარწმუნებული ვარ, ამ გამოწვევას გავივლით, როგორც მარტის დღეებში

ჩვენ გვაქვს დღეს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ კანდიდატის სტატუსი არ არის ჩვენი თვითმიზანი. ჩვენ გვჭირდება წინსვლა, გადასვლა შემდეგ ეტაპზე, მოლაპარაკებების ეტაპზე და აღნიშნული კანონპროექტი კიდევ ერთხელ დააზიანებს ჩვენს ევროპულ გზას. დარწმუნებული ვარ, რომ ადეკვატურ პასუხს გასცემს ქართველი ხალხი ამას [რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებას] და ამ გამოწვევას ისევე გავივლით, როგორც გავიარეთ მარტის დღეებში იმიტომ, რომ აქ წყდება […]
“მატჩის წინა დღეს მითხრეს, რომ მამა გარდაიცვალა. მაგის მერე დაიწყო ჩემი რეგრესი: ოპერაცია, ერთი ტრავმა, მეორე… მაგრამ ვიპოვე ჩემს თავში ძალა” – გზა ფეხბურთელისა, რომელსაც “ქართველ მესის” ეძახდნენ

“მატჩის წინა დღეს მითხრეს, რომ მამა გარდაიცვალა. მაგის მერე დაიწყო ჩემი რეგრესი: ოპერაცია, ერთი ტრავმა, მეორე… მაგრამ ვიპოვე ჩემს თავში ძალა” – გზა ფეხბურთელისა, რომელსაც “ქართველ მესის” ეძახდნენ ბოლო ხანს ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი ხშირად კამათობს იმაზე, უნდა გამოიძახოს თუ არა ვილი სანიოლმა ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელი გიორგი არაბიძე ნაკრებში. “ეროვნულ ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის სურვილია და […]
„დიდი იღბალი გელით…“ – ზოდიაქოს ამ ნიშნებს გაზაფხულზე განსაკუთრებით გაუმართლებთ

ზოდიაქოს 4 ნიშანს გაზაფხულზე დიდი იღბლიანობა ელის. მათ შეუძლიათ გახდნენ ბედნიერი და აღმოაჩინონ ახალი პერსპექტივები. ვერძი დიდი იღბალი გელით. უფრო ენერგიული და აქტიური იქნებით. საინტერესო იდეებით ხართ სავსე. შეეცადეთ გააცნობიეროთ თქვენი ამბიციები. იარეთ წინ თავდაჯერებულად. შეგიძლიათ მიაღწიოთ დიდ წარმატებას და აისრულოთ სურვილები. განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა მზე თქვენს ნიშანში გადმოვა. ტყუპი თქვენი სოციალური წრე სწრაფად […]