კირილ ბუდანოვი – უკრაინა ელის, რომ რუსეთი გაზაფხულის ბოლოს – ზაფხულის დასაწყისში შეტევას გაააქტიურებს

უკრაინა მოელის, რომ რუსეთი გააძლიერებს შეტევით მოქმედებებს გაზაფხულის ბოლოს – ზაფხულის დასაწყისში, პირველ რიგში დონეცკის მახლობლად, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „ისინი (რუსეთის შეიარაღებული ძალები) ცოტათი წინ მიიწევენ ჩასივ-იარისკენ. ისინი გადაადგილდებიან ქალაქ პოკროვსკის მიმართულებით, პოკროვსკის სტრატეგიული მიმართულებით“, – აღნიშნა ბუდანოვმა. ამასთან, უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი […]

თბილისში, სანაპიროზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ისრაელი ღაზის სექტორის სამხრეთში მხოლოდ ერთ ბრიგადას ტოვებს

კვირას, 7 აპრილის გამთენიისას იარსელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის სამხრეთიდან სამხედროების დიდი ნაწილი გამოიყვანეს და მხოლოდ ერთი ბრიგადა დატოვეს. ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ 4-თვიანი ბრძოლის შემდეგ, 98-ე დივიზიის სამხედროები ქალაქი ხან იუნისიდან გამოიყვანეს. ღაზის სექტორის სამხრეთში რჩება მხოლოდ ერთი, ნაჰალის ბრიგადა. ამ ქვედანაყოფს აკისრია ე.წ. ნეცარიმის დერეფნის კონტროლი. ეს მონაკვეთი ღაზის სექტორისა და ისრაელის […]

კვარაცხელიას საგოლე პასი და ზელინსკის ულამაზესი გოლი “მონცასთან” [VIDEO]

სერია A-ს მორიგ ტურში “ნაპოლი” “მონცას” 3:2 ამარცხებს. “პარტენოპეის” რიგებში მესამე გოლი პიოტრ ზელინსკიმ გაიტანა, პოლონელს საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ გაუკეთა, ქართველმა გარემარბმა მიმდინარე სეზონში მეხუთე საგოლე პასი მიითვალა.

სერგეი ლავროვი ჩინეთში ჩავა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ხვალ ჩინეთს ეწვევა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ლავროვსა და მის ჩინელ კოლეგას, ვანგ ის შორის მოლაპარაკებები მოიცავს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, ასევე “ცხელ თემებს”, როგორიცაა უკრაინისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის კრიზისი. Reuters-მა მარტში გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ჩავა […]

ბეთჰოვენის უიღბლო გენები – როგორ შეიძლება შეცდეს მეცნიერება

გენიალური ადამიანები ჩვენს წარმოსახვას იპყრობენ – პლატონიდან მოყოლებული აინშტაინით დამთავრებული ადამიანის აზროვნების ისტორიაში გენიოსებს თვალშისაცემი ადგილი უკავიათ. ისმის კითხვა: ზუსტად რა გამოარჩევს მათ სხვებისგან? რამ განაპირობა მათი განსაკუთრებული ოსტატობა თავიანთ სფეროში, იქნება ეს ხელოვნება, მეცნიერება თუ ფილოსოფია? ამ კითხვაზე მრავალი პასუხი გენიალურობას მემკვიდრეობას უკავშირებს, გარკვეული ინტუიცია გვკარნახობს, რომ ყველა თვისების საწყისი წინაპრებში უნდა ვეძიოთ – […]

შსს ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქებაზე, რის შედეგადაც, სამი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოჭორმის ქუჩაზე, მაღაზია “ბეთლგრაუნდის” სასროლეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, აფეთქების შედეგად დაიღუპა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი და დაშავდა ორი. ამასთან, როგორც შსს-ში აღნიშნავენ, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო-ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც […]

გურამ მაჭარაშვილი – უცხოური შავი ფული ქართულ პოლიტიკაში ნიშნავს სუვერენიტეტის დანგრევას და ნებისმიერი უცხოური ძალის გუბერნიად გადაქცევას

რადიკალური ოპოზიცია და NGO სექტორი საზოგადოებას წინასაარჩევნოდ სთავაზობს ისეთ საქართველოს, სადაც უცხოური შავი ფული იქნება ქართულ პოლიტიკაში, სადაც მოსამართლეებს უცხოელები დანიშნავენ, სადაც ეროვნული იდენტობის მაგივრად, იქნება ლგბტ პროპაგანდა და ხალხის ნაცვლად, მთავრობას აირჩევს უცხოური ძალა NGO-ს მეშვეობით, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით, რადიკალური ოპოზიციის „გაუკუღმართებული აზროვნებით“, სუვერენიტეტი სხვა ქვეყნებზე […]

პირველი ტაიმის შემდეგ “ნაპოლი” “მონცასთან” 0:1 მარცხდება

სერია A-ს 31-ე ტურში „ნაპოლი“ პირველი ტაიმის შემდეგ „მონცასთან“ 0:1 მარცხდება. „ნაპოლიმ“, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა, თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და როგორც ხშირად ხდება, გოლი გაუშვა – ჟუან ჟეზუსს ჯურიჩმა დაასწრო და მერეტის კარი დალაშქრა. ცოტა ხანში შესანიშნავი შანსი დი ლორენცომ ვერ გამოიყენა. სტუმრები ბევრს უტევდნენ, მაგრამ მომენტების შექმნა უჭირდათ. 39-ე წუთზე ოსიმენი მეტოქის […]

გაეროს სპეციალური მომხსენებელი რუსულ კანონზე: დამპირდნენ, რომ ეს არ მოხდებოდა

ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში უცხოელი აგენტების კანონის რეინიციირებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ვიზიტის დროს დამპირდნენ, რომ ეს არ მოხდებოდა. ამ კანონპროექტის მიერ გამოწვეულ ზიანს ხაზი გავუსვი ჩემს ანგარიშში და გავაგრძელებ მოვლენათა განვითარებისთვის თვალის ყურადღებით დევნებას.