სომხეთი აცხადებს, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკება სტაგნაციაშია

სომხეთმა და აზერბაიჯანმა რამდენიმე შეთანხმებას მიაღწიეს სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში, მაგრამ მათ შორის უთანხმოება რჩება ორ მთავარ საკითხზე – ამბობს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი. მირზონიანმა სომხეთის საზოგადოებრივ ტელევიზიას 6 აპრილს, გვიან საღამოს უთხრა, რომ ორ ქვეყანას აქვს “მდგრადი მშვიდობის დამყარების ისტორიული შესაძლებლობა სამხრეთ კავკასიაში”, თუკი ისინი დარჩენილი უთანხმოების გადალახვას შეძლებენ. ერევანი და ბაქო ჯერ […]

კალცონა: არ ვიცოდი, რამდენი ხანი შეეძლო “კვარას” თამაში – დაცვის პრობლემა გვაქვს

სერია A-ს 31-ე ტურში, “მონცასთან” მოგებული მატჩის შემდეგ (4:2) კომენტარი “ნაპოლის” მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ გააკეთა: “პოლიტანომ და რასპადორიმ გაიტანეს. ხომ არ შევცდი სასტარტოში რომ არ დავაყენე? სერიოზული შეტევითი პოტენციალი გაგვაჩნია, ეს ეხება იმათაც, ვინც სათადარიგოთა შორის იყო. არჩევანი იმის მიხედვით კეთდება, რასაც კვირის განმავლობაში ვხედავთ. ზოგიერთი სისტემატურად თამაშობს და ამოსუნთქვის საშუალება უნდა მიეცეს. “კვარამ” და […]

რუსეთი ჩინურ იუანზე დამოკიდებულების საფრთხის წინაშეა – Business Insider

რუსეთის ცენტრალური ბანკი დასავლეთის სანქციების გაძლიერებას განიცდის. რუსეთის ეკონომიკა იმდენად იზოლირებულია, რომ რეზერვებისთვის, ჩინური იუანის გარდა რამდენიმე ვარიანტი აქვს, – ამის შესახებ Business Insider წერს. რუსეთის ცენტრალურმა ბანკი აცხადებს, რომ საკუთარი რეზერვებისთვის შეზღუდულ შესაძლებლობები აქვს. ეს არ ეხება ჩინურ იუანის, რადგან რუსეთის მიმართ „არამეგობრული“ ქვეყნების სხვა ვალუტები იუანზე უფრო სტაბილური და ლიკვიდურია. ბანკში არ აკონკრეტებენ, […]

8 აპრილს, ჩრდილოეთ ამერიკის ნაწილში მზის სრული დაბნელება მოხდება

8 აპრილს, მზის სრული დაბნელება ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის საკმაოდ ვრცელ ნაწილში მოხდება და 2044 წლამდე აღარ განმეორდება. უფრო დეტალურად რომ ავხსნათ, მზე, მთვარე და დედამიწა კოსმოსში სრულყოფილ ხაზზე განლაგდება და სულ რამდენიმე წუთით, დედამიწის გარკვეულ ნაწილში, მთვარის ჩრდილი დღისით სრულ წყვდიადს წარმოქმნის. საქართველოდან მზის დაბნელება შეუმჩნეველი იქნება. როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს ჩვეულებრივი ასტრონომიული მოვლენაა, რომელიც […]

“დილამ”, “ტორპედომ” და “სამგურალმა” გაიმარჯვეს [VIDEO]

მოკლედ გაგრა აუცაიდერიო რაღამც ტორპედომ მოიგო და დინამოს რომ მოეგო დაწერდით დინამომ ძლიერ გაგრას მოუგოვო. ნეტა ასე ძაან რომ გიყვართ თბილისლებს დინამო სტადიონზე რატომ არ მიდიხართ ხოლმე

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 8 აპრილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 8 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ზარწემის და ქვემო აჟარის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, მხატვრების დასახლების, ნუცუბიძის პლატოს I, II, […]

WP: უკრაინის ომის დამთავრების გეგმაში ტრამპი რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობას განიხილავს

ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირად საუბრებში თქვა, რომ უკრაინაში ომის დასრულების მისი გეგმა რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობას მოიცავს. წყაროები, რომლებმაც უშუალოდ ტრამპთან ან მის მრჩევლებთან ისაუბრეს, ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის, რომელიც მომდევნო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, ომის დასრულების გეგმა მოიცავს უკრაინის მიერ დონბასის რეგიონისა (დონეცკი და ლუგანსკი) […]

გახარია რუსულ კანონზე: დაცინვაა ქართველი ხალხის, რომელმაც ამ კანონს სწორად დაარქვა სახელი

ოცნებამ, ფაქტობრივად, პირობა დადო, ფიცი დადო, რომ ეს კანონი არასოდეს ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში აღარ დაბრუნდებოდა. ყოფილი პრემიერი, დღევანდელი პრემიერი, ქართველ ხალხს, საერთაშორისო საზოგადოებას დაჰპირდნენ, რომ დღის წესრიგიდან ეს კანონი მოხსნილია. კიდევ ერთი ტყუილი. ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან რომ გადახედოთ, მოხდა მარტივი რამ, მიიღეს პირობა, რომ ეს კანონი არსად არ დაბრუნდებოდა, ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი […]

ვახტანგ ჯორბენაძე – „იმერეთი გრინერის” საქმეზე საპარტნიორო ფონდმა ხაზარაძე/ჯაფარიძესთან რამდენიმეწლიანი უშედეგო მოლაპარაკებები აწარმოა, მანამ სანამ სასამართლოში საქმე გადახდისუუნარობაზე აღიძვრებოდა

ვახტანგ ჯორბენაძე – „იმერეთი გრინერის” საქმეზე საპარტნიორო ფონდმა ხაზარაძე/ჯაფარიძესთან რამდენიმეწლიანი უშედეგო მოლაპარაკებები აწარმოა, მანამ სანამ სასამართლოში საქმე გადახდისუუნარობაზე აღიძვრებოდა საქართველოს განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ჯორბენაძემ გადაცემა „იმედის კვირაში“ მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან თანამშრომლობისა და „იმერეთი გრინერთან“ დაკავშირებულ თაღლითურ ბიზნეს გეგმაზე ისაუბრა. შეთანხმება არეგულირებდა იმ სტანდარტულ ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელსაც ფონდი აქამდე იყენებდა პროექტების […]

წლის დასაწყისიდან რუსი მილიარდერები $18,3 მლრდ-ით გამდიდრდნენ – DW

რუსმა მილიარდერებმა, სანქციების მიუხედავად, წლის დასაწყისიდან $18,3 მლრდ გამოიმუშავეს. ყველაზე მეტად გაიზარდა Еврохим-ისა და СУЭК-ის დამფუძნებლის ანდრეი მელნიჩენკოს ქონება. ამის შესახებ Deutsche Welle Bloomberg Billionaires Index-ზე დაყრდნობით იუწყება. Bloomberg-ის მონაცემებით, დასავლეთის სანქციების მიუხედავად, 2024 წლის დასაწყისიდან 25 რუსი მილიარდერის მთლიანი ქონება $18,3 მლრდ-ით გაიზარდა. Еврохим-ისა და СУЭК-ის თანადამფუძნებელმა ანდრეი მელნიჩენკომ 2024 წელს ყველაზე მეტი გამოიმუშავა […]