ირაკლი ქადაგიშვილი – ამომრჩეველმა ოპოზიციას ხმა მისცა პარლამენტში შესვლისთვის და არა ქუჩაში ტირილის გამართვისთვის – საქართველოს კონსტიტუცია არ შეიცვლება, არაკონსტიტუციურ ხელშეკრულებებს „ქართული ოცნება“ და ხალხი არავისთან გააფორმებს

ამომრჩეველმა ოპოზიციას ხმა მისცა პარლამენტში შესვლისთვის და არა ქუჩაში ტირილის გამართვისთვის. მეორე, საქართველოს კონსტიტუცია არ შეიცვლება, არაკონსტიტუციურ ხელშეკრულებებს „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი არავისთან არ გააფორმებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დელეგატმა კახეთში ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მმართველმა პარტიამ არჩევნებში შთამბეჭდავად გაიმარჯვა, მოსახლეობის უმეტესობამ კი აჩვენა, რომ სურს შეინარჩუნოს ქვეყანაში მშვიდობა, განვითარება, პროგრესი და […]
ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა წარმატებით განხორციელდა – გიორგი კალანდარიშვილი

საქართველოში საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა წარმატებით განხორციელდა. საარჩევნო ადმინისტრაციის თითქმის ორწლიანმა დაუღალავმა შრომამ შესაბამისი შედეგი გამოიღო და დღეს სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენს მიერ პროცესის დაგეგმარება და ორგანიზება ყველა ეტაპზე იყო სწორად წარმართული.”– განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა 27 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე. “ჩემი სიტყვების დასადასტურებლად კი რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემს მოგიყვანთ. 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს […]
“ამ ადამიანებს აქვთ ინფორმაციის დეფიციტი” – კობახიძე ხსნის, რატომ წააგეს საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხსნის, რატომ წააგო “ქართულმა ოცნებამ” საზღვარგარეთ გახსნილ თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე. ის ამტკიცებს, რომ უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს აქვთ ინფორმაციის დეფიციტი იმასთან დაკავშირებით, თუ “როგორ ვითარდება ეს ქვეყანა”. “ეს არის იმის ნიშანი, რომ ამ ადამიანებს აქვთ ინფორმაციის დეფიციტი. თქვენ იცით, რომ არის ნიაღვარი დეზინფორმაციის, პროპაგანდის. შენ, საბოლოო ჯამში, საკუთარი თვალით თუ ვერ ხედავ […]
ესტონეთის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ რაღაც თქვა, მაგით ნუ დაიმშვიდებთ თავს – კობახიძე

მტკიცებულებებზე დაყრდნობით გვითხრან რა პრეტენზიები აქვთ – ესტონეთის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ რაღაც თქვა, მაგით ნუ დაიმშვიდებთ თავს, – ასე ეხმაურება პრემიერი, ირაკლი კობახიძე ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას, სადაც აღნიშნავს, რომ საქართველოს არჩევნების აშკარა გაყალბება შეუძლებელს ხდის მისი ლეგიტიმურობის აღიარებას. როგორც პრემიერმა განმარტა, აღნიშნული განცხადება საინტერესო არ არის. „არ არის საინტერესო. ჩვენ მტკიცებულებებზე […]
„პარლამენტის პირველი სხდომა ჩვეულებრივ რეჟიმში შედგება, დამტკიცდება მთავრობაც“ – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების განცხადებისა, რომ ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, პარლამენტის პირველი სხდომა ჩვეულებრივ რეჟიმში შედგება, დამტკიცდება მთავრობაც. „ჩვენ ვამბობდით, რომ ოპოზიციას არ ეყოფოდა ღირსება იმისთვის, რომ შეჰგუებოდა მორიგ მარცხს. თქვენ ხედავთ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ისინი ვერც ერთხელ ვერ ახერხებენ არჩევნების შედეგების აღიარებას, მარცხის ღირსეულად მიღებას. მათ […]
რა თქმა უნდა პრეზიდენტს შეუძლია უხეშად დაარღვიოს კიდევ ერთხელ კონსტიტუცია, მაგრამ ის პარლამენტის პირველ სხდომას ვერ დაბლოკავს – ირაკლი კობახიძე

რა თქმა უნდა პრეზიდენტს შეუძლია უხეშად დაარღვიოს კიდევ ერთხელ კონსტიტუცია, მაგრამ ის პარლამენტის პირველ სხდომას ვერ დაბლოკავს, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მედიასთან. ჟურნალისტი დაინტერესდა – თუ პრეზიდენტმა საპარლამენტო სხდომა არ დანიშნა, რა მოხდება ამის შემდეგ, გახდება თუ არა ეს არჩევნების გადახედვის საფუძველი. მთავრობის მეთაურის თქმით, ასეთ შემთხვევაში არჩევნების შეჯამებიდან მეათე დღეს პარლამენტი თავისით შეიკრიბება. […]
ირაკლი კობახიძე განმარტავს, რა მოხდება, თუ საქართველოს პრეზიდენტი მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დანიშნავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განმარტავს, რა მოხდება, თუ საქართველოს პრეზიდენტი მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დანიშნავს. როგორც კობახიძემ განაცხადა, კონსტიტუციით, პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში უნდა გაიმართოს, თუმცა თუ პრეზიდენტი სხდომას არ მოიწვევს, პარლამენტი ვადის ბოლოს, მე-10 დღეს თავად შეიკრიბება. „სამართლებრივად 10-დღიანი ვადაა განსაზღვრული პირველი სხდომის გამართვისთვის. მე-10 დღეს პარლამენტი თავისით […]
ალექსეი პუშკოვი – დასავლეთის გეგმა, საქართველოში ოპოზიციის მხარდაჭერით რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით, დაიმსხვრა

დასავლეთის გეგმა ოპოზიციის მხარდაჭერით საქართველოში რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით ჩაიშალა, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის ხელმძღვანელმა, ალექსეი პუშკოვმა განაცხადა. „შესაძლოა, საქართველოში არეულობა მაინც იყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, დასავლეთის გეგმა – საქართველოში ოპოზიციის მხარდაჭერით რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით, მარტივად რომ ვთქვათ, დაიმსხვრა. გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც მიიღო ხმების 54%-ზე მეტი, ანუ აბსოლუტური უმრავლესობა. დასავლეთის […]
დავით კოდუა – ანი წითლიძემ ზუგდიდში სრულად დაკარგა ნდობა – თავის უბანშივე წააგო, ჭიშკრის მეზობლების ნდობაც კი ვერ დაიმსახურა

მოქმედმა, თუ ყოფილმა დეპუტატმა ანი წითლიძემ, ზუგდიდში სრულად დაკარგა ნდობა. თავის უბანშივე წააგო. ეს იყო ჩემთვის ყველაზე გასახარებელი. ისინი ცდილობდნენ მე წამეგო ჩემი სოფელი, დარჩელი და ჩვენ ღირსეულად მოვიგეთ დარჩელი. სახეზე მივიღეთ ის, რომ მან თავისი ჭიშკრის მეზობლების ნდობაც კი ვერ დაიმსახურა თავისივე უბანში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების” დელეგატმა, დავით კოდუამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან […]
ირაკლი კობახიძე – რაც მეტად დაიმშვიდებს ოპოზიცია თავს, მათ შორის, უცხოეთის შედეგებით, მით უკეთესი – სიმშვიდე გვჭირდება, მათი სიმშვიდეც

რაც მეტად დაიმშვიდებს ოპოზიცია თავს, მათ შორის, უცხოეთის შედეგებით, მით უკეთესი – ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, მათ შორის, მათი სიმშვიდეც გვჭირდება, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ დაფიქსირებულ არჩევნების შედეგებს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ოპოზიცია „რაც უფრო მშვიდად იქნება, მით უკეთესი“. „რაც მეტად დაიმშვიდებს ოპოზიცია თავს, მათ შორის უცხოეთის შედეგებით, მით უკეთესი. ჩვენ გვჭირდება […]