21:00 საათზე პრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს

დღეს, 21 საათზე საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს. სალომე ზურაბიშვილი სავარაუდოდ, საპარლამენტო არჩევნებსა და ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს გამოეხმაურება.
,, რას აპროტესტებენ ხაზარაძე და გახარია, მიშას რომ ხმები დააკლდა?” – ლაშა ნაცვლიშვილი

ყოფილი მაღალჩინოსანი ლაშა ნაცვლიშვილი: ,,გვარამიამ ხაზარაძეს დაუწერა 9%, ხოლო გახარიას – 8%; კეზერაშვილმა ხაზარაძეს დაუწერა 10%, ხოლო გახარიას – 8%. ორივემ თქვეს, ცდომილება 2-3%-ის ფარგლებშიო. ცესკომ ხაზარაძეს დაუდგინა 9%, ხოლო გახარიას – 8%. ისმის კითხვა, რას აპროტესტებენ ხაზარაძე და გახარია, მიშას რომ ხმები დააკლდა? რომ ჰკითხო, ნაცები არა ვართო…“
ეუთო/ოდირი – იყო ზეწოლა ამომრჩევლებზე, საჯარო მოხელეებზე, ხდებოდა ამომრჩევლების აღრიცხვა, რაც ბადებს ეჭვს, რამდენად შეეძლოთ მათ ხმა დაშინების გარეშე და სამაგიეროს გადახდის შიშის გარეშე მიეცა

როცა კენჭისყრის დღეს ამომრჩევლების აღრიცხვა ხდებოდა, ეს ეჭვს ბადებს იმაზე, თუ რამდენად შეეძლო ზოგიერთ ამომრჩეველს ხმა დაშინების გარეშე და სამაგიეროს გადახდის შიშის გარეშე მიეცა, – ამის შესახებ ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა პასკალ ალიზარდმა განაცხადა. გარდა ამისა, როგორც ის განმარტავს, კენჭისყრისთვის და არჩევნებისთვის მომზადება კარგად ადმინისტრირებული იყო. „საარჩევნო პროცესის ჩვენი ერთობლივი შეფასება კენჭისყრის დღეს დაკვირვების შედეგად მიღებულ […]
ტომ მალინოვსკი – ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობას ნამდვილი დემოკრატია უნდა და არ სურს ევროპას მოშორდეს – რაც შეეხება შედეგებს, ვნახეთ საჩივრები და ლეგიტიმური კითხვის ნიშნები

ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობას ნამდვილი დემოკრატია უნდა და არ სურს ევროპას მოშორდეს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა კონგრესმენმა და სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის მიმართულებით, ტომ მალინოვსკიმ განაცხადა, სადაც ჩატარებული არჩევნები შეაფასა. მან აღნიშნა, რომ არჩევნებზე ამომრჩევლის უფრო მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, ვიდრე წინა არჩევნებზე, რაც ხაზს უსვამს საქართველოს ერთგულებას […]
ეუთო/ოდირი – იმედი გვინდა გამოვხატოთ, რომ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტურად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს, საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანენ იმ მიზნებთან, რაც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას

კენჭისყრის დღე პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული. ასევე, იყო დაძაბული გარემო და ხშირად ირღვეოდა ხმის ფარულობა, იყო პროცედურული შეუთავსებლობები და დარღვევები. იყო შეტყობინებები იმაზე, რომ დაშინებამ და ზეწოლამ ამომრჩევლებზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა, ამან კი პროცესზე უარყოფითად იმოქმედა, – ამის შესახებ ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა პასკალ ალიზარდმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტურად გაუმკლავდება ძირითად […]
კენჭისყრა უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს აფასებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კენჭისყრა მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე, ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა. ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი მთავარი დარღვევებია: · პროცედურების დაუცველობა საია-ში საუბრობენ მარკირების წესების დაუცველობაზე. “ამომრჩეველს არ უკეთებდნენ მარკირებას ან უსვამდნენ კითხვას, სურდა თუ არა მარკირების სითხის დასხმა. გარდა ამისა, ზოგ შემთხვევაში სპეციალური […]
ჟიგიმანტას პავილიონისი – ქართული კოშმარი იპარავს ქართველი ერის ევროპულ მომავალს

ქართული კოშმარი იპარავს ქართველი ერის ევროპულ მომავალს, ცდილობს რა გააძლიეროს რუსული ან ბელარუსული გზა რუსული წარსულისკენ, – ასე ეხმაურება ლიეტუვის პარლამენტის (სეიმის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს. „ქართული კოშმარი ცდილობს გააძლიეროს რუსული ან ბელარუსული გზა რუსული წარსულისკენ, ნაცვლად იმისა, რომ გააძლიეროს თავისი მომავალი, თავისუფლება, დემოკრატია, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ევროკავშირსა […]
ევროპარლამენტარი რიჰარდ კოლსი – ჭეშმარიტი დემოკრატიული პროცესების გარეშე, საქართველო ევროპული გზიდან გადახვევის რისკის წინაშე დგას

ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, თუმცა ძალადობის, ხმების მოსყიდვისა და დაშინების შესახებ ცნობები მიუთითებს იმაზე, რომ ბოლო არჩევნები ამ სტანდარტებს ბევრად ჩამოუვარდება, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი რიჰარდ კოლსი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს. „ჭეშმარიტი დემოკრატიული პროცესების გარეშე, საქართველო ევროპული გზიდან გადახვევის რისკის წინაშე დგას. ევროკავშირი სერიოზულად უნდა მოეკიდოს ამ მოვლენებს და მტკიცედ დადგეს დემოკრატიისა […]
მარგარეტა სიდერფელდი – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები უწყვეტი შევიწროებისა და დაშინების რისკის წინაშე დგანან ხელისუფლების და მათთან დაკავშირებული ჯგუფების მხრიდან

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები უწყვეტი შევიწროებისა და დაშინების რისკის წინაშე დგანან ხელისუფლების და მათთან დაკავშირებული ჯგუფების მხრიდან, – ამის შესახებ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა, მარგარეტა სიდერფელდმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ჩატარებული არჩევნები შეაფასა. მან აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ელიტასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს. „უნდა აღინიშნოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, ასევე გამოხატვისა და შეკრება-გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვა. […]
“ერთადერთი გზა გადამოწმებაა” – კორძაია ცესკოსგან აპარატებსა და ქვითრებზე წვდომას ითხოვს

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით, ბიულეტენებსა და ოქმებში მანიპულაციის შედეგებია ასახული. როგორც კორძაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ამომრჩევლებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა არ ჰქონდათ. კორძაია ამბობს, რომ ქართულ ოცნებას აპარატებში, სიებში გაორებების შესაძლებლობა ჰქონდა. “გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ყველა ადამიანი ამბობდა იმას, რომ ბიულეტენიდან ჩანდა ხმის მიცემის ფაქტი. ანუ ხალხს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება […]