ევროპარლამენტარი ფიქრობს, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია უახლოეს პერიოდში არ განახლდება

„მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსის” წევრი, ჩეხი ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ფიქრობს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ, უახლოეს პერიოდში არ გადაიხედება. „რა მოხდება მომავალში, ცხადი არ არის, მაგრამ მე არ მგონია, ეს გადაწყვეტილება ახლა შეიცვალოს. ყველა დააკვირდება ყურადღებით, რა ნაბიჯებს გადადგამს ახალი მთავრობა“, — განაცხადა გრეგოროვამ, რომელიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა. „სერიოზული დარღვევები ვნახეთ, რაც […]

“ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც უსმენს და პატივს სცემს მის ხმას” – კონგრესმენი უილსონი

“შეშფოთებული ვარ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში სისტემატური დარღვევების თაობაზე სანდო ბრალდებებით და იმ კარგად დასაბუთებული ძალისხმევით, რაც რუსეთმა საქართველოში არჩევნების [შედეგების] ცვლილებისთვის გასწია. მოვუწოდებ სახელმწიფო დეპარტამენტს, ყურადღებით გამოიძიოს გაყალბების ბრალდებები და თუ ის დაადგენს, რომ ასე მოხდა, ამის თაობაზე მკაფიო განცხადება გააკეთოს”, – აცხადებს ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი, “ამერიკის ხმისთვის” მიწოდებულ […]

„კოალიცია ცვლილებისთვის“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. შესაბამისი განცხადება კოალიციის პირველმა ნომერმა ნანა მალაშხიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არჩევნები არის გაყალბებული, შესაბამისად, შედეეგბი არალეგიტიმურია. მალაშხიამ განცხადება „კოალიცია ცვლილებისთვის“ პირველი ოცეულის სახელით გააკეთა. ცესკო-მ ხმების დათვლა დაასრულა. 5%-იანი ბარიერი 5-მა პარტიამ გადალახა. მანდატები ასე გადანაწილდება: · “ქართული ოცნება” – 54,93%. 89 მანდატი; · “კოალიცია ცვლილებისთვის: ახალი, დროა, […]

მმართველმა პარტიამ არჩევნები იყიდა – ალექსეი გონჩარენკო

დაისვა კითხვა პრესკონფერენციაზე, მოიპარეს თუ არა არჩევნები და ჩემი პირადი პასუხია – ის იყიდეს. ეს არის ჩემი პირადი პასუხი, რადგან ჩემი თვალით დავინახე ის, რაც დავინახე, განსაკუთრებით სოფლად , – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა. „არ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ამას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვუწოდოთ. ეს ჩემი პირადი პოზიციაა, მაგრამ […]

„კოალიცია ცვლილებისთვის“ საპარლამენტო სიის პირველი ოცეული მანდატებზე უარს ამბობს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ საპარლამენტო სიის პირველი ოცეული მანდატებზე უარს ამბობს. შესაბამისი განცხადება კოალიციის პირველმა ნომერმა ნანა მალაშხიამ ბრიფინგზე გააკეთა. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ აცხადებს, რომ “ეს არჩევნები არის გაყალბებული, ხოლო შედეგები არის არალეგიტიმური”. “ჩვენ არ ვაპირებთ ქართველი ხალხის მოპარული ხმების ლეგიტიმაციას, ჩვენ საკუთარ საპარლამენტო მანდატებზე ვამბობთ უარს. მე, ნანა მალაშხია სიის პირველი ნომერი, პოლიტიკაში შემოვედი იდეებისათვის და ამ […]

,,ისე, როგორ ყველაფერი ოლიგარქის გეგმით მიდის?“ – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი: ,,ისე, როგორ ყველაფერი ოლოგარქის გეგმით მიდის? ხომ თქვა, ბოლო ინტერვუში კიდეც მოვიგებთ და არჩრვნების მეორე დღესაც არაფერი მოხდება, ყველაზე მშვიდი დღე იქნებაო.”

უკრაინაში დემოგრაფიული მდგომარეობა უარესდება – გაერო

გაეროს ინფორმაციით, 2014 წლიდან, რაც რუსეთი პირველად შეიჭრა უკრაინაში, ქვეყნის მოსახლეობა თითქმის 10 მილიონით შემცირდა. დემოგრაფიული პრობლემები ომამდეც ჰქონდა უკრაინას, სადაც ევროპაში შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. უკეთესი ცხოვრების ძიების მიზნით ქვეყანას ხალხი ადრეც ტოვებდა. რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ კი პრობლემა უფრო მეტად გაამწვავა. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი ფლორენს […]

ცესკომ საარჩევნო უბნების დათვლა დაასრულა

ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 53.93%-ით (1 118 796 ხმა) ლიდერობს. ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის, 3111 უბნიდან დათვლილია 3109 უბანი, რაც უბნების რაოდენობის 99.936%-ს შეადგენს. შედეგების მიხედვით მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, რომელმაც 11.03% (228 821 ხმა) მიიღო. „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 10.161% (210 787 […]

„ძლიერი საქართველო“ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მას „პოლიტიკურ ტრეფიკინგს“ უწოდებს

27 ოქტომბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე კოალიციამ „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ კიდევ ერთხელ გამოუცხადა უნდობლობა საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს და განაცხადა, რომ მოპარული ხმების დასაბრუნებლად ბრძოლა გრძელდება. „გუშინდელი არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად მიითვისა და წაართვა ქართველ ხალხს. გავაგრძელებთ როგორც ჩვენი მოქალაქეების ხმის უფლების დაცვას, ისე ბრძოლას იმისთვის, რომ ეს ქვეყანა, რომლის არჩევანი […]

გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა – “პარმამ” და “ემპოლიმ” ქულები გაიყვეს

სერია A-ს მეცხრე ტურში „ემპოლი“ გასვლაზე „პარმას“ დაუზავდა – 1:1. სტუმართა გუნდის მცველმა საბა გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა – შეფასებები: flashscore 6.9, sofascore 6.6, whoscored 6.5. „ემპოლი“ 11 ქულით მეათე ადგილზეა და 30 ოქტომბერს „ინტერს“ უმასპინძლებს. პარმა – ემპოლი 1:1 გოლები: 0:1 კულიბალი (34, საკ. კარში), 1:1 შარპანტე (80) გამოუყენებელი პენალტი: ბონი (83, პარმა)