“ან ნაცები გაქოცდნენ, ან მათ მოპარა ხელისუფლებამ ყველაზე მეტი ხმა” – მერაბ მეტრეველი

“ან ნაცები გაქოცდნენ, ან მათ მოპარა ხელისუფლებამ ყველაზე მეტი ხმა” – მერაბ მეტრეველი ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი: რა თქმა უნდა, მთავარი კითხვაა, როგორ მოახერხა ამდენი არასწორი და ქვეყნის დაამზიანებელი გადაწყვეტილების მიღების მერე „ოცნებამ“ მილიონ ასი ათასი ხმის აღება, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა, როგორ მოახერხეს ბარიერგადალახულმა პარტიებმა მხოლოდ 784 042 ხმის აღება? ყველაზე საოცარი აქ „ნაციონალური მოძრაობის“ შედეგია […]

„საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს“ – ჩეხეთის საგარეო

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს. „ჩეხეთი შეშფოთებულია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე უწესრიგობების შეტყობინებებით. ახლოდან ვაკვირდებით სიტუაციას. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ძალადობისგან. საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს და გააუქმოს ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მიმართულებას“, – წერს უწყება.

„ეუთო/ოდირის წინასწარი მიგნებები ადასტურებს ჩვენ შეშფოთებას“ – საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრი ჟან ნოელ-ბარო ეხმაურება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს. „ეუთო/ოდირის წინასწარი მიგნებები ადასტურებს ჩვენ შეშფოთებას საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, სადაც საპარლამენტო არჩევნები სულ ახლახანს ჩატარდა. ველით, რომ ხელისუფლება დარღვევების ბრალდებებს გამოიძიებს. თუ საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნება სურს, პოლიტიკურ პლურალიზმსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს პატივი უნდა სცეს“, – წერს მინისტრი.

ჰელსინკის კომისია – თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაადასტურებს, რომ არჩევნები ნამდვილად თაღლითური იყო და არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას, მათ ამის შესახებ ნათელი განცხადება უნდა გააკეთონ

თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაადასტურებს, რომ ეს არჩევნები ნამდვილად თაღლითური იყო და არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას, მათ ამის შესახებ ნათელი განცხადება უნდა გააკეთონ, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს. “პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სერიოზული წუხილები გააჟღერა ამ შაბათ-კვირის საქართველოს არჩევნების კანონიერებასთან დაკავშირებით. როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების დღეს, სანდო ცნობები იყო ამომრჩევლებისა და სამოქალაქო საზოგადოების დაშინებისა […]

დარღვევების დაზუსტება და აღმოფხვრა აუცილებელია – ბორელი და ევროკომისია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია საქართველოში, 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ბორელისა და ევროკომისიის განცხადებით, ევროკავშირი მოუწოდებს ცესკოს და სხვა უწყებებს, სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიონ საარჩევნო დარღვევები. “მოვუწოდებთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ, განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. […]

ნათია მეზვრიშვილი – ყველა გადაწყვეტილების შესახებ შეიტყობთ თანმიმდევრულად, სწორ დროს და სწორი ფორმით – სრული პასუხისმგებლობით ვეკიდები ჩვენთვის მოცემულ თითოეულ ხმას, მერწმუნეთ, არ იქნება გაურკვეველი საკითხები

სრული პასუხისმგებლობით ვეკიდები ჩვენთვის მოცემულ თითოეულ ხმას. მერწმუნეთ, არ იქნება გაურკვეველი საკითხები, – ამის შესახებ ნათქვამია პარტია „გახარია საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებაში. როგორც მეზვრიშვილი „ფეისბუქ“ გვერდზე წერს, პარტიის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას საზოგადოება შეიტყობს თანმიმდევრულად, სწორ დროს და სწორი ფორმით. “ძვირფასო ამომრჩევლებო, ბევრი კითხვა მოდის რას ვაპირებთ. ვფიქრობ, გუშინაც და დღესაც ბრიფინგზე მკაფიოდ განვმარტეთ, […]

,, მხოლოდ აი ამ განცხადების შემდეგ შეგიძლიათ ენდოთ ოპოზიციის პარტიებს, საქართველოს არასამთავრობო სექტორს და საქართველოს პრეზიდენტსაც” – იაგო ფრანგიშვილი

,, მხოლოდ აი ამ განცხადების შემდეგ შეგიძლიათ ენდოთ ოპოზიციის პარტიებს, საქართველოს არასამთავრობო სექტორს და საქართველოს პრეზიდენტსაც” – იაგო ფრანგიშვილი გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი: ,,თუკი ეს ბიძინას თამაში არაა და თუკი ქალბატონი პრეზიდენტი მართლა არ აღიარებს არჩევნების შედეგებს მაშინ ერთადერთი ლოგიკური ქმედება იქნება არა ის, რომ ,,მოდით და დაველოდოთ შედეგებს, მოდით და ხელახლა დავითვალოთ ხმებიო,, […]

“ლამაზთან ერთად ჭკვიანიცაა” – რას საქმიანობს ილია თოფურიას მეუღლე

ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას მეუღლის, ჯორჯინა უზკატეგუის მიმართ ყურადღება არ წყდება. იკომპანიას, სადაც უმშვენიერესი ჯორჯინა მუშაობს, “Future and Energy” ჰქვია და სპეციალიზებულია ბუნებრივი რესურსების გამოყენებაში. ჯორჯინა უზკატეგუის შესახებ ბევრი ინფორმაცია ინტერნეტში არ იძებნება. მისი ოფიციალური LinkedIn ანგარიში ცხადყოფს, რომ იგი ძირითადად ცხოვრობდა მაიამიში, ფლორიდაში. მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში მაიამის უნივერსიტეტში 2016 წელს. მოგვიანებით […]

ვიტამინის ინექციები: შემაშფოთებელი პრაქტიკა

დაღლილობის მოხსნის მიზნით ან ნაბახუსევობის (ჰენგოვერის) შესამსუბუქებლად ვიტამინების ინექციების გამოყენება ფრანგულენოვან შვეიცარიაში სწრაფად იზრდება. ეს ტენდენცია, მისი რეალური სარგებელისა და ჯანმრთელობისთვის პოტენციურ რისკის თანაფარდობის კუთხით, ბევრ კითხვას ბადებს. სულ უფრო მეტი სპეციალიზებული „კლინიკა“ სთავაზობს მსურველებს ვიტამინის ხსნარების ინფუზიას, ზოგჯერ კი – 24-საათის განმავლობაში სახლში ექთნების ვიზიტსაც (ინფუზიების ჩასატარებლად). სოციალურ ქსელებში ხშირად გადის ამ სერვისის აგრესიული […]

დარღვევების დაზუსტება და აღმოფხვრა აუცილებელია საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად – ბორელი და ევროკომისია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეპ ბორელი და ევროკომისია საქართველოში, 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ბორელისა და ევროკომისიის განცხადებით, ევროკავშირი მოუწოდებს ცესკოს და სხვა უწყებებს, სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიონ საარჩევნო დარღვევები. “მოვუწოდებთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ, განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. […]