ლევან ლორთქიფანიძე – წინ უმძიმესი დროება გველის

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და იმაზე, არჩევნების შემდეგ, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგს, კავკასიური სახლის თავმჯდომარეს, ლევან ლორთქიფანიძეს ესაუბრა. – ბატონო ლევან, რეფერენდუმად მიჩნეული 26 ოქტომბრის არჩევნები დასრულდა. არჩევნების შედეგები ვიცით. „ქართულმა ოცნებამ“ 1 მილიონ 120 ხმა მიიღო. მთელმა ოპოზიციამ იმ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, ვინც ვერ გადალახა 5%-იანი ბარიერი, დაახლოებით 800 ათასამდე ხმა […]
ენტონი ბლინკენი – საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ქვეყანა ევროატლანტიკური მომავლისკენ წაიყვანონ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, პატივი სცენ კანონის უზენაესობას და საქართველო ევროატლანტიკური მომავლისკენ წაიყვანონ. „ქართველმა ხალხმა გუშინ დემოკრატია მიიღო. ახლა საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, აღმოფხვრან ხარვეზები საარჩევნო პროცესში და საქართველო ევროატლანტიკური მომავლისკენ წაიყვანონ“, – წერს ბლინკენი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური „სოციალ-დემოკრატები“ ლიდერობენ

ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური „სოციალ-დემკრატიული“ პარტია ლიდერობს. ქვეყნის მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, ხმების 99%-ის დათვლის შემდეგ, მემარცხენე ცენტრისტულმა პარტიამ 141 წევრიან პარლამენტში 52 მანდატი მოიპოვა, მმართველი კონსერვატიული „სამშობლოს კავშირის პარტია“ კი 28 მანდატით მეორე ადგილზე გავიდა. „სოციალ-დემკრატიულ“ პარტიას მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საკმარისი მანდატები არ აქვს, ამიტომ „დემოკრატიულ კავშირსა“ და „ფერმერების და მწვანეთა კავშირთან“ კოალიციის შექმნას გეგმავს. […]
ენტონი ბლინკენი საქართველოს არჩევნებზე – ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს ყველა დარღვევის სრულყოფილი გამოძიება

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები თანხმდებიან, რომ არჩევნების დღე ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, ჩვენ აღვნიშნავთ ცნობებს დარღვევებისა და ცალკეული ძალადობის შესახებ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ამერიკის საელჩო ავრცელებს. ბლინკენის განცხადებით, ისინი გმობენ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და უერთდებიან საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული […]
ლევან ქარუმიძე ჰელსინკის კომისიას პასუხობს – გუშინ ქართველმა ხალხმა ხმა მისცა ამ ხელისუფლებას, იგივე გააკეთა ქართველმა ხალხმა 4 წლის, 8 წლის და 12 წლის წინაც!

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ლევან ქარუმიძე, ჰელსინკის კომისიის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ “ქართველი ხალხი მუდმივად აძლევდა ხმას ევროპული ოჯახის წევრობას. მათმა მთავრობამ პატივი უნდა სცეს მათ ხმას და მათ არჩევანს.” ქარუმიძე წერს, რომ ნამდვილად ასეა და დასძენს, რომ გუშინ ქართველმა ხალხმა ხმა მისცა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას. მისი თქმით, ხალხმა იგივე გააკეთა 4, 8 და 12 […]
ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მთავრობას ოპოზიცია დააკომპლექტებს

ლიეტუვის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურშიც, რომელიც 27 ოქტომბერს გაიმართა, ყველაზე მეტი ხმა ოპოზიციურმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო. ის მმართველი კოალიციის შექმნას გეგმავს. სოციალ-დემოკრატებს ყველაზე მეტი ხმა ჰქონდათ პირველ ტურშიც, რომელიც 13 ოქტომბერს ჩატარდა. ლიეტუვის საარჩევნო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, ორი ტურის შედეგად, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას 141-წევრიან პარლამენტში 52 დეპუტატი ეყოლება. პარტიას მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საკმარისი მანდატები არ აქვს, […]
ტრამპს სურს, რომ დავრჩეთ NATO-ში, მაგრამ ასევე სურს, რომ NATO-ს ქვეყნებმა ატარონ თავიანტი თავდაცვის ტვირთის ნაწილი – ჯეი დი ვენსი

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ არჩევნებში დონალდ ტრამპის გაიმარჯვების შემთხვევაში, ის აშშ-ს NATO-ში დატოვებს. „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში ვენსმა აღნიშნა, რომ ტრამპს სურს, NATO იყოს ძლიერი. „მას სურს, რომ ჩვენ დავრჩეთ NATO-ში, მაგრამ ასევე სურს, რომ NATO-ს წევრმა ქვეყნებმა ატარონ თავიანტი თავდაცვის ტვირთის ნაწილი“, – განაცხადა ვენსმა. ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, […]
იაპონიის მმართველმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა

იაპონიის მმართველმა კოალიციამ „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ხელმძღვანელობით პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა, რაც ყველაზე ცუდი შედეგია პარტიისთვის ბოლო ათწლეულის განმავლობაში, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მმართველმა კოალიციამ გუშინ გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, პარლამენტში 215 მანდატი მოიპოვა, უმრავლესობისთვის კი 233 ადგილი იყო საჭირო. უდიდესმა ოპოზიციურმა პარტიამ, „კონსტიტუციურმა დემოკრატიულმა პარტიამ“ (CDP) კი დაახლოებით 148 მანდატი მოიპოვა. […]
28 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 28 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ) და ბოჭორმის ქუჩის მოსახლეობას. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქობულეთის და მცხეთის ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: […]
სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტი – საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშები შემაშფოთებელი და იმედგამაცრუებელია

საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშები შემაშფოთებელი და იმედგამაცრუებელია და ცხადყოფს, რომ საქართველოში არჩევნების დღე დაირღვა ძალადობით, დაშინებით, საარჩევნო უბნებიდან აკრედიტებული დამკვირვებლების გაძევებით და პროცედურების არათანმიმდევრული გამოყენებით, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც ის საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება. „ეს მოჰყვება წინასაარჩევნო პერიოდს, რომელიც დააზაიანა ეგრეთ წოდებულმა „გამჭვირვალობისა და უცხოური […]