ოლექსი გონჩარენკო – ქართველი ხალხის იმედი მაქვს, ეს არის ერთადერთი ძალა, რომელსაც სიტუაციის შეცვლა შეუძლია – იმაზე, რაც მომავალ დღეებში მოხდება, ქვეყნის მომავალი იქნება დამოკიდებული, საქართველოს გაუმარჯოს!

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი თბილისში ჩამოვა, ცდილობს რა ამჟამინდელი მმართველი პარტიის პოზიციის გამყარებას არჩევნების შემდეგ, რომელიც იყიდა ბიძინა ივანიშვილმა, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ თბილისიდან გამგზავრებამდე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, ორბანი იყო პირველი, რომელმაც მიულოცა საქართველოს მმართველ პარტიას ხმების დათვლამდე, რაც აბსოლუტურად ამაზრზენია. „ახლა ის ჩამოდის […]

კარდინი არჩევნებზე: საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშები შემაშფოთებელია

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშები როგორც შემაშფოთებელი, ასევე იმედგამაცრუებელია, რაც ცხადყოფს, რომ საქართველოში არჩევნების დღემ ძალადობით, დაშინებით, აკრედიტებული დამკვირვებლების საარჩევნო უბნებიდან გაგდებითა და პროცედურების არათანმიმდევრული გამოყენებით ჩაიარა. “ეს წინასაარჩევნო პერიოდის გაგრძელებაა, რომელიც დაბინძურებულია ე.წ. გამჭვირვალობის კანონის ამოქმედებით, რომელიც […]

დუგინი ქართველ ემიგრანტებს: გადასახლებული და მოღალატე ხარ, შენი ხმა არ ითვლება

თუ ქართველი ხარ, მაშინ ცხოვრობ და ხმას აძლევ საქართველოში და საქართველოსთვის. თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ ხარ და ხმას აძლევ საქართველოს არარსებობას, მაშინ როგორი ქართველი ხარ?! გადასახლებული და მოღალატე ხარ და შენი ხმა არ ითვლება. ოცნების 13%-ს დავთვლიდი, დანარჩენ ხმებს კი გავაუქმებდი. ისინი ქართველებს არ ეკუთვნიან. ხმის მიცემა უნდა იცოდე, აღიარების ღირსი უნდა იყო. მაგალითად, არის […]

სტომატოლოგების წერილზე პასუხის ვადა დაირღვა – რას აპირებს ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგა

მთავრობის 432-ე დადგენილებამ სტომატოლოგებში უამრავი კითხვა გააჩინა. ათასობით სტომატოლოგის კითხვები ,,ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგამ’’ გააერთიანა და წერილობითი სახით ჯანდაცვის სამინისტროს გაუგზავნა. ორგანიზაციას სამინისტროსგან პასუხი 23 ოქტომბერს უნდა მიეღო, თუმცა ვადა ამოიწურა და ექიმებს პასუხები არ აქვთ. ,,კომერსანტი“ ,, ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგას’’ დაუკავშირდა. ორგანიზაციაში პასუხის დაგვიანების ორ მიზეზს ასახელებენ. ,,პასუხის დაგვიანების […]

იაპონიის მმართველმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა

იაპონიის მმართველმა კოალიციამ „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ხელმძღვანელობით პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა, რაც ყველაზე ცუდი შედეგია პარტიისთვის ბოლო ათწლეულის განმავლობაში, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მმართველმა კოალიციამ გუშინ გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, პარლამენტში 215 მანდატი მოიპოვა, უმრავლესობისთვის კი 233 ადგილი იყო საჭირო. უდიდესმა ოპოზიციურმა პარტიამ, „კონსტიტუციურმა დემოკრატიულმა პარტიამ“ (CDP) კი დაახლოებით 148 მანდატი მოიპოვა. […]

რა იქნება შემდეგ? პრეზიდენტი და ოპოზიცია პროტესტს იწყებენ

სამი ოპოზიციური ალიანსი, რომლებმაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ცსკოს წინასწარი მონაცემებით, საერთო ჯამში 623 ათასზე მეტი ხმა ანუ 30% მიიღეს, ახალ პარლამენტში შესვლას არ აპირებს და აცხადებს, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა ეს გადაწყვეტილება უკვე დაადასტურეს. ეს იყო ტოტალური გაყალბება, თქვენი ხმების ტოტალური წართმევა. ასეთი რამ ჯერ […]

საქართველოში დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ჩამოვა

საქართველოს 28-29 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, 29 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. „უნგრელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის […]

ბლინკენი: ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისინი გმობენ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და უერთდებიან საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება. “საქართველოში დემოკრატია 2004 წლიდან იყო და არის ქვეყნის სიძლიერის წყარო, ხოლო დაფიქსირებული აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის ერთგულებას დემოკრატიისადმი. თუმცა, 2024 წელს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები […]

რამდენ ლარად იყიდით დოლარს და ევროს 28 ოქტომბერს?

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 28 ოქტომბერს,1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7198 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9442 ლარია.

საქართველოს დღეს ვიქტორ ორბანი ეწვევა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა. 29 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. უნგრელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის […]